გერი ოლდმენი
გერი ლეონარდ ოლდმენი (ინგლ. Gary Oldman დ. 21 მარტი, 1958) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ცნობილი თავისი უარყოფითი როლებით პოპულარულ ფილმებში.[1] მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა სიდი და ნენსი, დაცქვიტე ყურები, ჯფკ, დრაკულა, ნამდვილი სიყვარული, ლეონი, მეხუთე ელემენტი, პრეტენდენტი, ჰარი პოტერის ფილმების სერია, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია და თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში, ისევე როგორც სატელევიზიო სერიალებში მეგობრები და დაცემული ანგელოზები.
გერი ოლდმენი | |
---|---|
დაბადების სახელი | გერი ლეონარდ ოლდმენი |
დაბადების თარიღი |
21 მარტი, 1958 ლონდონი, ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი |
აქტიური | 1978 – დღემდე |
მეუღლე(ები) |
ლესლი მენვილი (1987–1990) უმა თურმანი (1990–1992) დონია ფიორენტინო (1997–2001) ალექსანდრა ედენბორო (2008–დღემდე) |
BAFTA |
საუკეთესო ორიგინალური სცენარი არ ჩაყლაპო (1997) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოლდმენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა 1980-იანი წლებში, როდესაც თავისი როლებისთვის კინოკრიტიკოსმა, როჯერ ებერტმა[2] მას „საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი“ უწოდა.[3] მაღალბიუჯეტიან ჰულივუდურ ფილმებში მთავარი და მეორეხარისხოვან როლებთან ერთად, მას ასევე უთამაშია დამოუკიდებელ ფილმებსა და სატელევიზიო შოუები. 1997 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, როდესაც გადაიღო და დაწერა არ ჩაყლაპო, ფილმი რომელიც გარკვეულწილად მისვე ბავშვობაზე იყო დაფუძნებული.[4] ის ასევე იყო ამ და კიდევ რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.
სხვა ჯილდოებთან ერთად, ოლდმენს მიღებული აქვს ნომინაციები ემის, კინომსახიობთა გილდიის და ბაფტას დაჯილდოებებზე. არის 2018 ოსკარის მფლობელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომიმაციაში, ფილმისთვის „მძიმე დროება“ (2017), სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა.[5][6] მისი წვლილისთვის სამეცნიერო ფანტასტიკაში, მან მიიღო სატურნის ჯილდო. 1997 წელს მიიღო ბაფტას ორი ჯილდო ფილმისთვის „არ ჩაყლაპო“, რომელიც ასევე შევიდა კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმთა ნუსხაში. 2011 წელს, ჟურნალმა Empire ის დაასახელა „კინოს სიმბოლოდ“, შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.[7]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1991 | ფ | ჯფკ | JFK | ლი ჰარვი ოსვალდი |
1992 | ფ | ბრემ სტოკერის დრაკულა | Bram Stoker's Dracula | გრაფი დრაკულა |
1994 | ფ | ლეონი: პროფესიონალი | Léon: The Professional | ნორმან სტენსფილდი |
1997 | ფ | მეხუთე ელემენტი | The Fifth Element | ჟან-ბაპტისტ ემანუელ ზორგი |
2001 | ფ | ჰანიბალი | Hannibal | მასონ ვერგერი |
2001 | ფ | მეგობრები | Friends | რიჩარდი |
2004 | ფ | ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე | Harry Potter and the Prisoner of Azkaban | სირიუს ბლეკი |
2005 | ფ | ბეტმენი: დასაწყისი | Batman Begins | ჯეიმზ გორდონი |
2004 | ფ | ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი | Harry Potter and the Order of the Phoenix | სირიუს ბლეკი |
2008 | ფ | ბნელი რაინდი | The Dark Knight | ჯეიმზ გორდონი |
2011 | ფ | თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუში | Tinker Tailor Soldier Spy | ჯორჯ სმაილი |
2012 | ფ | ბნელი რაინდი: აღზევება | The Dark Knight Rises | ჯეიმზ გორდონი |
2012 | ფ | უკანონო | Lawless | ფლოიდ ბანერი |
2013 | ფ | პარანოია | Paranoia | ნიკოლას ვაიატი |
2014 | ფ | რობოტი-პოლიციელი | RoboCop | დოქტორი დენეტ ნორტონი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gary Oldman All Movie Guide biography. Allmovie.com (21 March 1958). ციტირების თარიღი: 23 March 2010.
- ↑ Riper, Tom Van. (24 September 2007) The Top Pundits in America. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 9 December 2008.
- ↑ Roger Ebert (8 May 1987). „Prick Up Your Ears“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 21 May 2009.
- ↑ Nil by Mouth (1997) – News
- ↑ Powell, Emma; Ruby, Jennifer. „Oscar nominations 2018: The Shape of Water leads the pack as Brits Gary Oldman and Daniel Kaluuya go head-to-head for Best Actor“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 30 January 2018.
- ↑ Loughrey, Clarisse. „Oscars 2018: Gary Oldman wins Best Actor award for his portrayal of Winston Churchill in Darkest Hour“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 March 2018.
- ↑ Masters, Tim. Empire awards: Gary Oldman named film icon. BBC News. 27 March 2011. Retrieved 17 May 2011.