JFK
JFK — რეჟისორ ოლივერ სტოუნის მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის ალტერნატიულ გამოძიებას, რომელიც ნიუ-ორლეანის ოლქის პროკურორმა, ჯიმ გერისონმა აწარმოა. სტოუნის აზრით კენედის მკვლელობის გამოძიების ოფიციალური ვერსია საშინელი ტყუილი იყო და ის საკუთარ ფილმს სიმართლის ძიების დასაწყისად მიიჩნევდა.[1]
„JFK“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ოლივერ სტოუნი |
პროდიუსერი | არნონ მილჩენი, ოლივერ სტოუნი |
სცენარის ავტორი | ოლივერ სტოუნი, ზაქარი სკლერი |
ნაწარმოები |
„მკვლელობის პროცესზე“ — ჯიმ გერისონი |
ტექსტს კითხულობს | მარტინ შინი |
როლებში |
კევინ კოსტნერი ტომი ლი ჯონსი |
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | რობერტ რიჩარდსონი |
მონტაჟი | ჯონ ჰაჩინგი, პიეტრო სკალია |
მხატვარი | ვიქტორ კემპსტერი, დერეკ ჰილი, ალან ტომკინსი |
სტუდია |
Le Studio Canal+ Regency Enterprises Alcor Films Ixtlan Corporation |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | 20 დეკემბერი, 1991 |
ხანგრძლივობა | 189 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მლნ აშშ დოლარი |
შემოსავალი | 205,4 მლნ აშშ დოლარი |
შემდეგი | ნიქსონი |
სიუჟეტი
რედაქტირება1963 წელს ჯონ კენედის მკვლელობა ამერიკისთვის შოკისმომგვრელი იყო. პოლიცია აკავებს ეჭვმიტანილ ლი ჰარვი ოსვალდს, რომელსაც მალევე კლავენ. ნიუ-ორლეანის საოლქო პროკურორი ჯომ გერისონი უორენის კომისიის დასკვნით ინტერესდება და საქმეში ბევრ შეუსაბამობასა და შეცდომას პოულობს. თორმეტი მთავარი მოწმის სიკვდილი გერისონს უბიძგებს, დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. მისი მიზანია, გაიგოს, რატომ და ვინ მოკლა კენედი. გერისონი მიდის დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც მკვლელობა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, პენტაგონისა და სხვა გავლენიანი უწყებების შეთქმულების შედეგი იყო.
როლებში
რედაქტირება- კევინ კოსტნერი — ჯიმ გერისონი
- ტომი ლი ჯონსი — კლეი შოუ
- ჯოუ პეში - დევიდ ფერი
- გერი ოლდმენი — ლი ჰარვი ოსვალდი
- კევინ ბეიკონი — ვილი ო'კიფი
- ჯეკ ლემონი — ჯეკ მარტინი
- ჯეი ოლკატ სენდერსი — ლუ ივონი
- სისი სპეისეკი — ლიზ გერისონი
- დონალდ საზერლენდი — პოლკოვნიკი იქსი
ჯილდოები
რედაქტირებაოსკარი
- საუკეთესო ოპერატორი: რობერტ რიჩარდსონი
- საუკეთესო მონტაჟი: ჯონ ჰაჩინგი, პიეტრო სკალია
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო რეჟისორი: ოლივერ სტოუნი
BAFTA
- საუკეთესო ხმა
- საუკეთესო მონტაჟი: ჯონ ჰაჩინგი, პიეტრო სკალია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „JFK“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „JFK“ — Allmovie-ზე
- „JFK“ — Rotten Tomatoes
- JFK and the Unspeakable by Oliver Stone, The Huffington Post, July 23, 2009
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reeves, Phil (1992-01-20). „Top award for Kennedy film“. The Independent. p. 12.