განხილვა:ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი თუ ჰონკონგი? ეს უკანასკნელი მხოლოდ ზოგიერთ სლავურ ენაშია. მართებულად ჰონგ-კონგი მიმაჩნია. please feedback. tnx. Alsandro 14:53, 27 თებერვალი 2006 (UTC)
ქართულად მართებული ის არის, რაც შენ მართებულად არ მიგაჩნია. კამათს არ ვაპირებ. ყოველთვის მაინც ისე აკეთებ როგორც გინდა. ესპერანტოშიც ასეა. ჩემი აზრით არ შეიძლება სხვა ენებთან შედარებების კეთება. Zangala 15:36, 27 თებერვალი 2006 (UTC)
- თუ შეიძლება დამისაბუთე რატომ არ შეიძლება სხვა ენებთან შედარება. ქართულში /ჰონკონგი/ რუსულის გავლენით შემოვიდა და დამახინჯებული ვერსიაა, ჩემის აზრით. ყოველთვის ჩემს აზრზე არა ვარ, თუ დასაბუთება საფუძვლიანია აუიცლებლად ვეთანხმები. ამ შემთხვევაშიც დასაბუთებული აზრი მჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ორი სტატია ერთ ქალაქზე საჭირო არაა. ერთიდან მეროზე რედირექტი გავაკეთოთ, ოღონდ არა ერთიპიროვნულად. Alsandro 16:13, 27 თებერვალი 2006 (UTC)
ყველა ენა თავისებურად იღებს სიტყვებს. ამ შემთხვევაში შენ ინგლისურს ეყრდნობი და წერ ორ სიტყვად + ტირე, გერმანიაში რომ ცხოვრობდე თარგმნიდი გერმანულიდან და გააკეთებდი ერთ სიტყვას (ტირეს გარეშე). გეთანხმები, რომ რუსულიდან შემოვიდა ქართულში, მაგრამ ეს არის დაკანონებული. რატომ აკეთებ ორ სტატიას. მგონი ყავახანაში თავადმა გარკვევით თქვა ერთი სტატია და რედირექტი გაკეთდეს. როგორც გრეგორიანული კალენდარი გააკეთე გრიგორიანულ კალენდარზე. იმიტომ, რომ შენ თვლი, რომ გრეგორიანულიც მართებულია. Zangala 16:59, 27 თებერვალი 2006 (UTC)
- რაღაც განაწყენებული ჩანხარ, არ მესმის. ორი სტატია არ გამიკეთებია - ერთი რომ გავაკეთე მერე აღმოვაჩინე, რომ მეორეც არსებობდა. როცა სტატიას ქმნი და მის ინტერვიკი ბმულებს ამატებ ნათლად ჩანს თუ უმრავლესობა სხვა ენებში როგორაა ესათუის სახელწოდება/ტერმინი. ამ შემთხვევაში დეფისი სრულიად არაა ჩემი არჩევანი, არამედ კონვენციაა ორ სიტყვიანი დასახელებების გადმოქართულების. მხოლოდ ინგლისური ვარიანტით არ მიხელმძღვანილია. იხ. ქვემოთ სია თუ რომელ ენაში როგორაა და ამის საფუძველზე შევქმენი ჰონგ-კონგი (თუ არ ჩავთვლით ასევე ისტორიულ ასპექტებს). მომხ. თავადმა რა თქვა არ ვიცი, მაგრამ ის რომ რამდენიმე სახელს რედირექტი უნდა გაუკეთდეს მეც კარგა ხანია ვამბობ. კონსტრუქციულად კამათი როგორც ჩანს არ გეხერხება, უცებ თავდაცვაზე გადადიხარ, სისუსტეა. თავიდანვე აღვნიშნე, რომ ამაზე მყარი პოზიცია არ მქონდა და feedback მჭირდებოდა, შენ კი ბრალდებები წამომიყენე. ასე ვერ ვითანამშრომლებთ. Alsandro 17:18, 27 თებერვალი 2006 (UTC)
an:Hong Kong zh-min-nan:Hiong-káng [[ca:Hong Kong [[cs:Hongkong [[cy:Hong Kong [[da:Hongkong [[de:Hongkong [[et:Hongkong [[el:Χονγκ Κονγκ [[es:Hong Kong [[eo:Honkongo [[fa:هنگکنگ [[fr:Hong Kong [[gl:Hong Kong - 香港 [[ko:홍콩 [[hi:होन्ग कोन्ग [[io:Hong Kong [[id:Hong Kong [[ia:Hong Kong [[is:Hong Kong [[it:Hong Kong [[he:הונג קונג [[jv:Hong Kong [[lt:Honkongas [[lb:Hong Kong [[li:Hong Kong [[hu:Hongkong [[mi:Hongipua [[ms:Hong Kong [[nl:Hongkong [[nds:Hongkong [[ja:香港 [[no:Hongkong [[nn:Hongkong [[pl:Hongkong [[pt:Hong Kong [[ro:Hong Kong [[ru:Гонконг [[sq:Hong Kong [[sh:Hong Kong [[simple:Hong Kong [[sk:Hong Kong [[sl:Hong Kong [[sr:Хонг Конг [[fi:Hongkong [[sv:Hongkong [[tl:Hong Kong [[th:เขตบริหารพิเศษฮ่องกง [[vi:Hồng Kông [[tr:Hong Kong [[uk:Гонконг [[zh:香港
განაწყენებული რატომ უნდა ვიყო. ორივე და საერთოდ ყველა მომხმარებელი ვაკეთებთ საერთო საქმეს, რომელიც საჭირო კი არა, ძალიან საჭიროა. ბრალდებებს კი არ გიყენებ არამედ შეგახსენე ის ფაქტი, რომ თუ დაგაჯერე (ჩემი აზრით) მაინც შენსას აკეთებ. აქედან გამომდინარე ამ განხილვის თავში დავწერე, რომ კამათს არ ვაპირებ, მაგრამ მაინც მომიწია. კიდევ კარგი შორს ვართ ერთმანეთისაგან (ეს ხუმრობა). Zangala 17:56, 27 თებერვალი 2006 (UTC)
- შენს პასუხში ზემოთ არსადაა დასაბუთება, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. კარგა ხანია კვლევაზე ვმუშაობ და ამ სიტყვის მნიშვნელობა, მერწმუნე, კარგად ვიცი. პირველივე წინადადებიდან ბრალი წამიყენე, რომ ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ, რაც ნაწილობრივ მართალია, თუმცა არა სრულებით. ომნიპოტენტური მტკიცება, რომ "ეს ასეა მართებული" დასაბუთება არაა, შენ კი მაინც ასე განაგრძობ, რაც ერთ ხანს საკმაოდ მაღიზიანებდა კიდეც და შენთან კამათის სურვილი დამეკარგა. ერთმანეთის background (უკაცრავად ვერ გავიხსენე) არცერთმა არ ვიცით და ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ქუჩიდან მოსულები ვართ, რაიმე გართობის მიზნით. Alsandro 18:16, 27 თებერვალი 2006 (UTC)
background - უკანა ფონი. Zangala 18:35, 27 თებერვალი 2006 (UTC)
- პროფ. ჟარგონზე ეს ნიშნავს წარსულ გამოცდილებას, განათლებას, ა.შ., ე.წ. "ბაგაჟს" უხეშად რომ ვთქვათ. Alsandro 18:45, 27 თებერვალი 2006 (UTC)
ჰონკონგი თუ ჰონგკონგი? --გიგა პასუხი 14:05, 3 იანვარი 2008 (UTC)
სტატიაში ნახსენებია ჰონგ-კონგი, ამ [1] გვერდზე კი მოცემულია როგორც ჰონგკონგი. და აქ [2] ჰონგ კონგი. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჰონკონგი („გ“-ს გარეშე) არსადაა ნახსენები. ჩემი აზრით სტატიის ძირითადი სახელი უნდა იყოს ჰონგ კონგი და გადამისამართება ხდებოდეს ჰონგ-კონგი და ჰონგკონგი–დან, ხოლო ჰონკონგი („გ“-ს გარეშე) წაიშალოს. :) -- მერო 15:48, 13 იანვარი 2008 (UTC)
- ამ სტატიის პირველი ავტორი (ავთანდილი) ჰონკონგს წერდა და აგრეთვე მეც განხილვის გვერდის დასაწყისში. ჩემთვის წყარო იყო ქსე, ტ. 11, გვ. 667, თბ., 1987, სადაც წერია ჰონკონგი (Hongkong - ერთად)- The name is often written as Hongkong in older English texts. (ძველ ინგლ. ტექსტებში ერთად ეწერა - ინგლ. ვიკიპედიიდან), სიანგანის ინგლ. სახელწოდება. (იხ. სიანგანი - ქსე, ტ. 9, გვ. 335, თბ., 1985) Xiānggǎng. ამჟამად საქართველოს მთავრობის დადგენილება N90 10 მაისი, 2007 მოიხსენიებენ ჰონგკონგი. ჩემთვის საინტერესო გახდა რატომ ამოიღეს „გ“ და პასუხიც მივიღე რუსულში „გ“-ს გარეშეა ru:Гонконг. აქედან გამომდინარე მთავარი სტატია უნდა იყოს ჰონგკონგი (როგორც მთავრობის დადგენილებაშია), გადამისამართება უნდა არსებობდეს ჰონგ-კონგიდან, ჰონგ კონგიდან და აგრეთვე ჰონკონგიდან („გ“-ს გარეშე) და ცუდი არ იქნება სიანგანიდანაც.--ცანგალა (გ) 17:24, 13 იანვარი 2008 (UTC)
- უკვე რამდენიმე წელია რაც ამ სტატიის სახელის შესახებ კამათი დაგიწყიათ და შედეგი კი არ ჩანს. მე დღეს შევამჩნიე ამ სტატიის სათაური და გ-ს გარეშე არ მომეწონა. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტოთ! ცანგალა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ”ჰონკონგ”-ს ემხრობოდა, თვითონ თქვა, რომ დღეს ამ ქალაქს ჰონგკონგი ჰქვია. და მეც ვეთანხმები ცანგალას ერთი წლის წინანდელ განცხადებას :). ასე რომ, გადავიტანოთ. —დათო პასუხი 09:50, 24 მაისი 2009 (UTC)
ისევ სახელი
რედაქტირებამეგობრებო მომხმარებელთა გარკვეულმა ჯგუფმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება სახელწოდება Hong kong დაეწერა ერთად ამ ფორმით ჰონგკონგი. მე პირადად ხშირად გამჩენია კითხვა რატომ მოხდა ორი სიტყვისაგან შემდგარი სახელის ერთად ერთ სიტყვად შეერთება და არა დეფისით დაკავშირება? საქართველოს მთავარი დიპლომატიური ორგანოს (საგარეო საქმეთა სამინისტრო) საიტზე ჰონგ-კონგი დეფისით არის მოცემული რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ამ ავტონომიურ რეგიონს ამ სახელით მოიხსენიებს. შემომაქვს წინადადება ახალი რეალობის გათვალისწინებით მოხდეს სახელის გადატანა ჰონგკონგიდან → ჰონგ-კონგზე. პ.ს. სახელის ქართულ ენაში გადმოტანისას ასევე გასათვალისწინებელია,რომ ეს არის ინგლისური სახელწოდება და არა ჩინური--დათო1010 18:28, 17 მაისი 2014 (UTC)
- გეოგრაფიულ ტოპონიმიკაში საგარეო საქმეთა სამინისტორს არ ვენდობი, მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ჰონგ-კონგი. — Mikheil მიწერა 18:34, 17 მაისი 2014 (UTC)
- ნდობა არაფერ შუაშია, როდესაც მთავარი დიპლომატიური უწყება ამ სახელს იყენებს, თანაც სწორად ე.ი. მაშინ ჩვენც უნდა ვენდოთ--დათო1010 18:41, 17 მაისი 2014 (UTC)
დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში – 1. თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით. --JABA 1977 18:52, 17 მაისი 2014 (UTC)
- დათო, მე ის ვიგულისხმე, რომ იქ ბურკინა-ფასო და კიდევ რამდენიმე მსგავსი, დეფისის გარეშე უწერიათ — Mikheil მიწერა 18:55, 17 მაისი 2014 (UTC)
- ხო მივხვდი მიშა :) ჯაბა მადლობა ეგ რომ დადე, მეც ვეძებდი მაგას და ვერ ვიპოვე--დათო1010 19:08, 17 მაისი 2014 (UTC)
- ამ შემთხვევაში არ არსებობს რეალური წყარო, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა და წყაროები ერთმანეთს „ყლაპავენ“. ამიტომ აჯობებს ქართულმა ვიკიპედიამ თავადვე გადაწყვიტოს. ზოგან ჰონგკონგი, ჰონგ-კონგი, ჰონკონგი. ინგლისური ენით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ სათაურში დეფისია საჭირო. არ იქნება დიდი პრობლემა თუ სათაურში დეფისს ჩავწერთ. - ოთოჯი განხილვა 20:03, 17 მაისი 2014 (UTC)
- ხო ოთო ვინაიდან სახელწოდება ინგლისურია, ამიტომ სტატიის სათაურიც დეფისით უნდა იყოს ჰონგ-კონგი--დათო1010 20:42, 17 მაისი 2014 (UTC)
- ამ შემთხვევაში არ არსებობს რეალური წყარო, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა და წყაროები ერთმანეთს „ყლაპავენ“. ამიტომ აჯობებს ქართულმა ვიკიპედიამ თავადვე გადაწყვიტოს. ზოგან ჰონგკონგი, ჰონგ-კონგი, ჰონკონგი. ინგლისური ენით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ სათაურში დეფისია საჭირო. არ იქნება დიდი პრობლემა თუ სათაურში დეფისს ჩავწერთ. - ოთოჯი განხილვა 20:03, 17 მაისი 2014 (UTC)
- ხო მივხვდი მიშა :) ჯაბა მადლობა ეგ რომ დადე, მეც ვეძებდი მაგას და ვერ ვიპოვე--დათო1010 19:08, 17 მაისი 2014 (UTC)
გადატანილია, რადგან სახელწოდება ნასესხებია ინგლისური ენიდან. - ოთოჯი განხილვა 21:34, 17 მაისი 2014 (UTC)