განხილვა:ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი)

ბოლო კომენტარი: 17 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Keti Akhobadze

კუნძული ჰაიტი არ არსებობს. ქვეყანა ჰაიტი დასაბრუნებელია ამ სათაურზე. ალსანდრო. 66.82.9.59 22:20, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ქართულ წყაროებში კუნძულ ისპანიოლას ჰაიტი ჰქვია. ეხლა ხელთ მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული ქვეყნების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 1989, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემა. 208 გვერდზე წერია ასეთი რამ: ჰაიტი – კუნძული დიდი ანტილის კუნძულების ჯგუფში.

მეორე წყარო – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მე–11 ტომი. იქაც იგივე სიტუაციაა. ისპანიოლა ჰაიტის იქ ჩასულმა კონკისტადორებმა შეარქვეს, რაც "პატარა ესპანეთს ნიშნავს", როგორც ჩანს ინგლისურ და ფრანგულ ენებში ეს სახელწოდება დამკვიდრდა. რუსულში და რუსულის გავლენით (ალბათ) ქართულში "ჰაიტი"–ა დაფიქსირებული ამ კუნძულის სახელწოდებად. ის არგუმენტი თუ თავად ჰაიტიელები რას ეძახიან ჰაიტის არ გამოდგება, ვინაიდან რაც არ უნდა ამტკიცონ ინგლისელებმა ინგლისს England ჰქვიაო, იტალიურში (მაგალითად) მას მაინც inghilterra ერქმევა. თუ რამეს ვაკეთებ ალსანდრო, ე. ი. 100 % ვარ დარწმუნებული და შესაბამისად ნუ მაწერინებ ამხელა ახსნა–განმარტებებს... არსად არ არის გადასატანი ამ კუნძულს ჰაიტი ჰქვია ქართულად, რაც ბავშვობაში წიგნები მაქვს ნაკითხი მოგზაურობებზე და თავგადასავლებზე, იმ წიგნებშიც ჰაიტი იყო... --linguistus 23:21, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ზუსტადად უნდა დაწერო ამხელა განმარტება, რომ დაასაბუთო რას აკეთებ. ე.ი. შენი არგუმენტაციით დომინიკელები კუნძულ ჰაიტიზე ცხოვრობენ და მათ ამ კუნძულის ორი მესამედი უჭირავთ? მარტო ინგლისურ და ფრანგულში არაა ეს სახელი დამკვიდრებული. არა აქვს მნიშვნელობა შენ რაში ხარ დარწმუნებული 100%-ით, ჯერ განხილვა უნდა წამოიწყო და მერე გადაიტანო გვერდი. ა. 66.82.9.55 23:35, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი
ჰო, კიდევ ერთი მიზეზი ერთპიროვნულად რატომ არ უნდა იმოქმედო. ჰაიტის პირველადი მნიშვნელობა ქვეყანაა. ამ შემთხვევაში, თუ კუნძულს მავანნი ჰაიტის არქმევენ, უნდა შეიქმნას ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი) სადაც იქნება ჩამონათვალი, თავად ჰაიტი დარჩება ქვეყანას, დანარჩენ მნიშვნელობებს კი ფრჩხილებში მიეწერება განმარტება. 66.82.9.55 23:39, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

მე მგონი ასეც გავაკეთე.--linguistus 23:41, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

p.s. ინგლისურენოვან სამყაროში შეიძლება კუნძული ჰაიტი არ არსებობს, ისევე როგორც მეფე კარლოს დიდი, მაგრამ ქართულენოვანში არსებობს, დასახელებული ორი წყარო თუ არ არის საკმარისი უფრო მეტის მოტანაც შემიძლია. უკანასკნელი 10 წელიწადია ენციკლოპედიებთან და ლექსიკონებთან მაქვს საქმე, რამდენჯერაც მე კუნძული ჰაიტი მინახავს ქართული ასოებით ნაწერი ქართულენოვან წიგნებში, იმდენი დოლარიანი რომ მქონდეს... ჰო, კაი არ გვინდა ოცნება, უბრალოდ თუ არსებობს რაღაც ისეთი რაც მიუღებელია შენთვის ან ჩემთვის ან ვინმე სხვასთვის, მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა მას ჩვენ, უნდა დავწეროთ ქართულ ვიკი–ში ისე, როგორც ამისი როგორც მინიმუმ 100–წლიანი ისტორია არსებობს და არა ისე როგორც ვთვლით საჭიროდ. ბოლოსდაბოლოს ჩვენთვის ხომ არ ვწერთ ამ ტექსტებს, ვწერთ იმისთვის რომ ვიღაც შემოვიდეს და რაღაც ნახოს, ან გადაამოწმოს, ჰოდა თუ ავურდავურევთ ამ საკუთარი სახელების დამკვიდრებულ სისტემას მივიღებთ ქაოსს... კოლეგიალობისკენ მოგიწოდებ და გთხოვ რომ ამ ჭკუისდამრიგებლურ მოთხოვნებს შეეშვა, მხოლოდ მაშინ ვასწორებ მე რამეს, როდესაც მაქვს საკმარისი არგუმენტი ამის გასაკეთებლად. იმედია უკვე დარწმუნდი ამაში. ტყუილად არაფერს არ ვასწორებ და არც იმიტომ ვასწორებ ხოლმე რომ მე ასე მომწონს. არსებობს წიგნები, წყაროები და შემუშავებული ნორმები, მიუხედავად გიორგი მარუაშვილის მტკიცებისა, რომ ეს ნორმები არ არსებობს. მანამდე სანამ ვინმე სხვა სხვა ნორმებს არ შეიმუშავებს ძველი ნორმები რჩება ძალაში. ენის ნორმებს კი იმუშავებს ენათმეცნიერების ინსტიტუტი და არა მე და შენ ან ვინმე სხვა ალსანდრო, თუ რამეში არ მეთანხმები შეგიძლია მიმითითო და კიდევ გავარჩიოთ თუ გინდა ეს საკითხი.--linguistus 23:41, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

კი, დომინიკელები კუნძულ ჰაიტიზე ცხოვრობენ. რა არის ამაში ასეთი გამაოგნებელი? იტალიურად მოსკოვს Mosca ჰქვია, Mosca აგრეთვე იტალიურად ბუზია. იგივე შეკითხვა იქნება, რომ ვიკითხო – როგორ იტალიელები მოსკოვს ბუზს ეძახიან? --linguistus 23:44, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

კიდევ ერთს დავამატებ და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს, მერე რაც გინდა ის გააკეთე, გინდა უკან დააბრუნე ეს სტატია და გინდა საერთოდ წაშალე: რაც შენს სტატიებში შეცდომებია, თითოეულ შეცდომაზე ასეთი დისკუსია რომ გავმართოთ და თითოეულ ვარიანტზე მე რომ დასაბუთება მოვიყვანო, ამას არც ვიკიპედიის სერვერების მოცულობა ეყოფა და არც ჩემი ნერვები. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: 2 სტატია წავიკითხე აბზაც აბზაც, შენს მიერ დაწერილი, ბოლო ხანს – ნიუტონი და პლატონი. შეგიძლია ჩასწორებული შეცდომები და ადამიანური ქართულით ნაწერი წინადადებები იხილო, თუ ვენდობით ერთმანეთს მაშინ ვითანამშრომლოთ და თუ არადა მაშინ წავალ მე ჩემი გზით და შენ თუ გინდა გააგრძელე კუთხურ წინაღობებზე ტრაქტატების წერა.--linguistus 23:53, 17 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე; ხუთი აბზაციც რომ დაამატო, სანამ დამატებით ხმა არ შემოემატება დისკუსიას შენს ხმას წონა არ მოემატება. ჩემი პოზიცი ერთგვარია: კონცეპტუალურ ცვლილებებს სანამ გააკეთებდე განხილვაში შენი პოზიცია უნდა დააფიქსირო და სხვების აზრს დაელოდო. შენ რაიმე უზენაესი ავტორიტეტი არ გაქვს. რაც შეეხება სტილისტურ თუ ტერმინოლოგიურ უზუსტობებს, ყველა ავტორის ნაშრომს რედაქტორი სჭირდება, რა გენიოსიც არ უნდა იყოს; ხოდა ნუ შექმნი დრამას, ამ შემთხვევაში არავინ გედავება. ( ისე, ზოგიერთისგან განსხვავებით მე ენციკლოპედიებიდან და სახელმძღვანელოებიდან არ ვიწერ სტატიებს, სინქრონულად ვთარგმნი რამდენიმე წყაროდან, რითაც ნაწილობრივ ჩემს საქმეს ვაკეთებ და სულ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს). პლაგიატზე და საავტორო უფლებებზე კამათი უფრო უპრიანი იქნებოდა. ა. Alsandro 02:18, 18 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ჩემი სტატიების უმეტესობაც ჩემს მიერ შესრულებული თარგმანებია ალსანდრო, რა გინდა ვერ მივხვდი? თუ ვიწერ კიდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი შრომა უმართებულოდ მიმაჩნია. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან გადაწერა კი შესაძლებელია, ვინაიდან იმ ენციკლოპედიას სამართალმემკვიდრე არ ჰყავს, copyright-ის მფლობელი სახელმწიფო კი აღარ არსებობს (სსრკ–ში ყველა საავტორო უფლება სახელმწიფოს ჰქონდა). ნებისმიერ თემაზე გაგესაუბრები, შენ ოღონდ ისურვე. რაც შეეხება კუნძულ ჰაიტის თუ გინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე რაც კი წიგნები აქვთ ყველას მოვიტან როგორც წყაროს. ერთი სამი წიგნი სახლში ვიპოვე, სადაც კუნძული ჰაიტია და არანაირი ისპანიოლა (ჩემი ძმა გეოგრაფია და შესაბამისად ლიტერატურა მაქვს!). თან გაუგებარია, რატომ ისპანიოლა, როცა ესპანურად ესპანიოლა ჰქვია და თუ ასეა, უფრო მართებული ესპანიოლა იქნება (ეს საკითხიც გასარჩევი გვექნება ახლო მომავალში და თადარიგს ვიჭერ), რაღა ინგლისურიდან ავიღოთ, როცა პირდაპირ ესპანურიდან შეიძლება ლინკის გაკეთება?! ნაკლოვანებების ძიებას კი შეეშვი, მე ჯერ შენ სიტყვაკაზმულ ქართულზე სიტყვა არ დამიძრავს (თუმცა დავძარი, ოღონდ ეგ არ ითვლებოდა:)...შენთან ჩხუბს არ ვაპირებ და რატომ მიწვევ ვერ გავიგე, თუ ვმუშაობთ ვიმუშაოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე--linguistus 02:32, 18 ივნისი 2006 (UTC)პასუხი


რატომ ვკამათობთ სულ? რატომ არ შეიძლება ერთად გადავწყვიტოთ - შეურაცხყოფის გარეშე? რაც Linguistus-მა გააკეთა მართებულად მიმაჩნია. ხოლო ჩემი დამოკიდებულება (მრავალმნიშვნელოვანი)-თან ალსანდრო, - შენ კარგად იცი. ადრე დავწერე (ამჟამად არ მახსოვს რომელ სტატიას ეხებოდა) და ახლაც ვიმეორებ ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი)-ს ჯობია ჰაიტი. რადგან მომხმარებელი ძებნისას თავიდანვე გაიგებს, რომ არსებობს რამდენიმე ჰაიტი. Zangala 21:42, 18 ივნისი 2006 (UTC)პასუხი
უტაქტობაა მთავარი მიზეზი. როცა რაიმე შეცდომას ან უზუსტობას პოულობთ იმის მაგივრად რომ სხვა მომხმარებლს შეურაცხყოფა მიაყენოთ (მაგ. ”ნუ ანაგვიანებ ენას”, ტრაქტეტები, და მისთ.), უნდა განმარტოთ განხილვის გვერდზე რა არის პრობლემა, თუ განმარტება მაინცდამაიც დამაკმაყოფილებელი არაა, მაშინ კენჭისყრას მოვიშველიებთ და ა.შ.; თანამშრომლობა ამას ჰქვია. ისეთი რეპლიკები, როგორიცაა, არიქა ამდენი შეცდომა ვიპოვე და თავი დაანებე ამ თემაზე წერას და ა.შ. საერთოდ მიუღებელია. ეს უკიდურესად გამაღიზიანებელია და შედეგად ვღებულობთ არცთუისე სასიამოვნო გაცვლას (ცანგლას კარგად ახსოვს სხვებიც). ამის თავი და თავი მიზეზი არის პირველი უტაქტო ფრაზა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ხშირად საკმაოდ სავალალო შედეგებით. გიორგი მარუაშვილს სწორედ ამიტომ ვცემ პატივს, შეცდომის ტაქტიანად მითითების უნარი აქვს (სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად).
არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს იმდენი დრო დავუთმოთ ვიკიპედიას, რომ ერთი დაწერით დახვეწილი პროდუქტი შევქმნათ. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ჰოდა მოხუჯურად (:) უნდა ვითანამშრომლოთ.
ამ შემთხვევაში სტატია ჩემი დაწყებულია, დავუშვათ არასდროს მსმენია კუნძულის ამგვარ სახელზე (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელიწადი ამ კუნძულზე გავატარე), ბეზპარდონნად (უკაცრავად) ასეთი ჩასწორება ყველანაირი განმარტების გარეშე აშკარად არ მესიამოვნა. აი, თავიდან ეს განმარტება რომ დაწერილიყო, მაშინ ეს შედეგი არ მოჰყვებოდა.
ეხლა რაც შეეხება (მრავალმნიშვნელოვანს), ინგლისურ და ფრანგულ ვიკიში გაცილებით მეტი მომხმარებელია და იქ ამგვარი კონსენსუსია, როცა რაიმე საკუთარი სახელის ერთ მნიშვნელობას გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს სხვა მნიშვნელობებზე, მაშინ ე.წ. generic სათაური რჩება ამ სახელს, დანარჩენებს კი ფრჩხილებში ეწერება განსაზღვრება და იქმნება მრავალმნიშვნელოვანი გვერდი. ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ჰაიტი პირველ რიგში ქვეყანაა, ხოლო შენი (ცანგალას) არგუმენტი იმაზე, რომ მომხმარებელი ნახავს ამ ტერმინს სხვა მნიშვნელობა აქვს თუ არა უკვე გადაწყვეტილია იმით, რომ სტატიას სათაურში აქვს მინიშნება/ბმული სხვა მნიშვნელობებზე. აბა ჰე, მივხედო ჩემს ანგარიშს, თორე ქარიშხალმა ჩაგვრეცხა კარიბებში. Alsandro 14:13, 19 ივნისი 2006 (UTC)პასუხი



რჩეული სტატია ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი) არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი) ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2007 წლის 22 იანვარი).



გვერდ „ჰაიტი (მრავალმნიშვნელოვანი)“-ზე დაბრუნება.