განხილვა:ჭუბერის თემი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Ketikit თემაში რედაქტირებული ტექსტის შემოწმებასთან დაკავშირებით

გვერდის დასახელება - ჭუბერის სტატუსი

რედაქტირება

სტატიის დასახელება უნდა იყო "ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული" და არა ჭუბერი თემი. იხილეთ 2016 წლის 16 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილება ამის შესახებ: http://gov.ge/files/439_58960_523430_396.pdf თუ ვცდები გთხოვთ დამისაბუთოთ რატომ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ketikit (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

2014 წლის აღწერის მონაცემებით მესტიის მუნიციპალიტეტში 16 თემიდან ერთ-ერთია ჭუბერის თემი. ადმინისტრაციული ერთეული ნებისმიერი დასახლების ზოგადი სახელია. — GIO→13  17:59, 17 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
მესტიის მუნიციპალიტეტი/ადგილობრივი თვითმმართველობა ვიკიპედიის წყაროშივეა მითითებული სწორედ "ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული". გარდა ამისა, თქვენი არგუმენტი, რომ ეს დასახელება ზოგადია, არასწორია, რადგან "თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი." და " თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი." აქედან გამომდინარე მესტიის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი თემი, ჭუბერი კი ადმინისტრაციული ერთეულია. matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=41 საქსტატს უფრო ენდობით თუ მთავრობის დადგენილებას? Ketikit განხილვაწვლილი 13:11, 18 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
მთავრობის დადგენილებებსა და ჩემ ნდობაზე საუბარი თემიდან გადახვევაა და შორს წაგვიყვანს. :) რაც შეეხება თემის მნიშვნელობას: ,,1998-2006 წლებში თემი საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნავდა თვითმმართველ ერთეულს - მუნიციპალიტეტს, ხოლო 2006-2014 წლებში აღნიშნავდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ტერიტორიულ ერთეულს და დღემდე ამ მნიშვნელობით გამოიყენება.“ ანუ ჭუბერის თემი ნიშნავს ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულს. საინტერესო იქნება მეგობრების მოსაზრება. @David1010: @Otogi: @MIKHEIL: @Jaba1977:GIO→13  17:29, 18 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
მე გიორგის მოსაზრებას ვეთანხმები, ჭუბერის თემი ნიშნავს ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულს. მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ იქნება თვითმმართველი თემი--დათო1010 05:21, 19 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

გიორგის ვეთანხმები. გარდა იმისა რაც ახლა დათომ ახსენა, თემს გარკვეული ისტორიული დანიშნულებაც აქვს სვანეთში. --Wiki - ჯაბა 05:26, 19 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

მეგობრებო, მადლობა ინფორმაციისთვის. შევეცდები თავად მესტიის მუნიციპალიტეტისგან მოვიპოვო გადამოწმებული ინფორმაცია ჭუბერის სტატუსის შესახებ და აქვე მოგაწოდოთ წყარო Ketikit განხილვაწვლილი 07:11, 19 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

@Giorgi13:-ს ვეთანხმები. ჭუბერი რამდენიმე სოფელს აერთიანებს და აქვს თემის სტატუსი, ისევე როგორც მაგ., უშგულს. აქ სრულიად ზედმეტია ადმინისტრაციული ერთეული, ვინაიდან თემი ისედაც ადმინისტრაციული ერთეულია. აქ სტატუსი თემს გულისხმობს, ხოლო თემი ადმინისტრაციულ ერთეულს. თბილისიც მუნიციპალიტეტია, შესაბამისად, ტერიტორიული ერთეული, მაგრამ არ ვწერთ თბილისის მუნიციპალიტეტს ან თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულს. თბილისსაც აქვს საკუთარი მკაფიო საზღვრები. უნდა იყოს ჭუბერის თემი. - OTOGI Messages 07:20, 19 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

მადლობა მეგობრებო თქვენი კომენტარებისთვის. — GIO→13  18:50, 22 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

რედაქტირებული ტექსტის შემოწმებასთან დაკავშირებით

რედაქტირება

მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავარედაქტირე სტატია, სტატუსი ჯერ ისევ შეუმოწმებელია. თუ შეიძლება მირჩიეთ როგორ მოვიქცე. შედარებით ახალი მომხმარებელი ვარ, წესებს გადავხედე და ყველაფერი სწორედ უნდა მქონდეს. Ketikit განხილვაწვლილი 05:31, 30 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

გვერდ „ჭუბერის თემი“-ზე დაბრუნება.