განხილვა:ჩერნობილის კატასტროფა
განხილვა
რედაქტირებაგიგი, მომწონს შენი წამოწყება, მაგრამ ხომ არ აჯობებს ჩერნობილის კატასტროფა, ან ჩერნობილის ავარია ერქვას. Chernobyl disaster და Чернобыльская авария -- მერო 14:40, 7 აგვისტო 2008 (UTC)
მართალი ხარ ჯობია...თან კიდევ ახლა რაღაც პატარა ნაწილი გადავთარგმნე და მერე წავშალე, იმიტომ რომ საბოლოოდ ეს მემუარი აღმოჩნდა....მოკლედ ამ რუსული სტატიის მიხედვით გადავთარგმნი. რედირექტი გააკეთოს ვინმემ მე არ ვიცი--Gnome 14:51, 7 აგვისტო 2008 (UTC)
- ჩერნობილის კატასტროფა - es ufro gamartlebuli saxeli iqneba ara? - ალ-ო @ 16:52, 7 აგვისტო 2008 (UTC)
კი კი....პროსტო მე არ ვიცი როგორ უნდა გადატანა--Gnome 17:39, 7 აგვისტო 2008 (UTC)
- zemot aixede da dainaxav gilaks "გადატანა", danarchens tavad mixvdebi ;). a.
მაპატიეთ სემთხვევით მომივიდა --Gnome 17:44, 7 აგვისტო 2008 (UTC)
- jer statiaze unda gadaxvida da mere gadaitano. ukacravad, me ver davcere gasagebad. a.
ხო გვიან მივხვდი...ის გვერდი წაშალე რა თორე არ გადააქვს--Gnome 17:46, 7 აგვისტო 2008 (UTC)
- კატეგორიების პრობლემა თუ გასწორდება, კარგი იქნება.--ოთარი (გ) 07:16, 27 აგვისტო 2008 (UTC)
cota xelis cashveleba unda stils da ortoebs da kargi statia iqneba. iqneb vinc rogor moviclit mivxedot. rcheul statiebshi krizisi gvaqvs. - ალ-ო @ 03:26, 6 ოქტომბერი 2008 (UTC)
ტერმინების თარგმნის პრობლემა
რედაქტირებასტატიების თარგმნასთან დაკავშირებით მინდა ერთ პრობლემაზე გესაუბროთ. რამდენიმე დღის წინ შემოვედი "ვიკიპედიაში" და მთავარ გვერდზე დამხვდა რჩეული სტატია "ჩერნობილის კატასტროფა". მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეჩქარებოდა, გადავწყვიტე თვალი გადამევლო, რადგან თავის დროზე ამ კატასტროფის ტექნიკური დეტალები ძალიან მანტერესებდა. დავიწყე კითხვა და პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა რადიოაქტიურ იზოტოპს თავისი "ნახევრად-ლპობის" პერიოდი ჰქონდა მიწერილი. გავაგრძელე კითხვა და კიდევ არა ერთი არასწორი თუ უაზრო წინადადება შემხვდა.იძულებული გავხდი მიმეტოვებინა ჩემი საქმე და სასწრაფოდ დამეწყო სტატიის ჩასწორება, რადგან მთვარ გვერდზე ასეთი სამარცხვინო თარგმანის დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა. დავუშვათ ავტორს ფიზიკაზე წარმოდგენა არა აქვს და არასდროს გაუგია, რომ რადიოაქტიური ბირთვები კი არ "ლპება", არამედ იშლება. შესაძლებელია რომ ვერც რეაქტორის მართვის პრინციპები გაიგო, თორემ ეცოდინებოდა რომ სიმძლავრის გასაზრდელად საჭიროა მარეგულირებელი ღეროების ამოწევა და არა "მარეგულირებელი ჭანჭიკების შეკეთება". სამწუხაროდ როგორც ჩანს ავტორი რუსულ ენასთანაც მწყრალად არის, თორემ ეცოდინებოდა, რომ "протекание процесов" პოცესების მიმდინარეობას ნიშნავს და არა "პოცესების ჟონვას" და ფრაზას "закреплена ответственность лиц" არ გადათარგმნიდა როგორც "შეიკრა პასუხისმგებელი სახეები". ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ თარგმნას დავიწყებდეთ, იქნებ გავარკვიოთ ხოლმე სპეციალური ტერმინების მნიშვნელობა და იმ ენიდან ვთარგმნოთ, რომელსაც კარგად ვფლობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ სამარცხვინო სტატიებს მივიღებთ, რომელთა საერთოდ არსებობის სარგებლობა დიდ ეჭვს იწვევს. ამ ენციკლოპედიით ხშირად სარგებლობენ მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემების დამუშავებისას, ამიტომ ტერმინების სისწორეს და უბრალოდ წინადადებების გამართულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შენიშვნით მე სულაც არ მინდა ამ სტატიის ავტორის დამსახურება დავაკნინო, რომელსაც უზარმაზარი შრომა გაუწევია მისი თარგმნისას, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნება თუ მომავალში თავის ენერგიას მისთვის უფრო ნაცნობი დარგის სტატიებს მოახმარს. პატივისცემით, —ზურა 06:52, 26 ნოემბერი 2008 (UTC)
- მადლობა აზრის გამოხატვისთვის. სამწუხაროდ ბევრი სტატია არის დასამუშავებელი ვიკიპედიაში. და ჩვენ გვაქვს იმედი ისეთი მომხმარებლებისა როგორიც თქვენ - შეასწორებთ დანახულ შეცდომებს. ჩერნობილის კატასტროფა რომ არ დაწერილიყო თქვენ ამ სტატიას არ შექმნიდით (შეიძლება ვცდები). ამიტომ რადგანაც სტატია უკვე არსებობს გთხოვ დაეხმაროთ ვიკიპედიას და ჩაასწოროთ იგი. ეს ხომ საერთო საქმეა. ვიკიპედიამ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ნამდვილად იცის. თუ ქართულ ენაზე სტატია არ არის სრულყოფილი ქართული ვიკიპედია საერთაშორისო ბმულების საშუალებით მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა ენოვან (რუს. ინგლ. გერმ. და სხვა ენები) ვიკიპედიებში ნახონ შესაბამისი სტატია. ჩერნობილის კატასტროფის ავტორი კი ნამდვილად იმსახურებს მადლობას უზარმაზარი შრომის გაწევისთვის. ალბათ ცუდი არ იქნება თუ მომავალში ყველა დარგის სპეციალისტი ოდნავ მაინც დახმარებას გაუწევს ქართულ ვიკიპედიას. ერთი შეცდომის აღმოფხვრაც დიდი საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ „на общественных началах“ არავის სურს მუშაობა.ცანგალა (გ) 11:51, 26 ნოემბერი 2008 (UTC)
დიდად გმადლობთ ბატონო ზურაბ ნაშრომის ასეთი შერცხვენა-დაკნინებისათვის. ძალიან კარგია რომ თქვენი ცოდნა ასე ნათლად დაგვანახეთ ვიკიპედიელებს, თუმცა ეს ნაკლებად გვაინტერესებს ყავახანაში. სხვათაშორის გადაცემა P.S.-ში გავიდა სიუჟეტი ჩვენზე, სადაც თუ მეხსიერება არ მღალატობს ერთ-ერთმა განათლებულმა ადამიანმა ასევე გადმოგვცა მისი ბრძნული იდეები ვიკიპედიის მინუსების შესახებ. ამისათვის სტატიაც კი საგანგებოდ შეარჩია, ამაზე კი ვიდეო მონტაჟიორების დახმარებით ასეთი პასუხი გაეცა: „ვისაც ამის პრობლემა აქვს შეუძლია შემოვიდეს და თვითონ გაამდიდროს ქართული ვიკიპედია“. ვფიქრობ ბირთვებში კარგად გარკვეულ ადამიანს ამის მიხვედრა არ უნდა გაუჭირდეს--Gnome 21:14, 27 ნოემბერი 2008 (UTC)
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შენიშვნით სულაც არ მინდოდა ავტორის დამსახურების დაკნინება. ეხლა გადვხედე ჩემ ნაწერს და უნდა ვაღიარო რომ ცხელ გულზე რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულად გამოვხატე ჩემი აზრი, რისთვისაც გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ავტორს. უბრალოდ ტერმინი "ნახევრად–ლპობა", თანაც საიტის მთავარ გვერდზე, იმდენად ცუდად მომხვდა ყურში, რომ ვეღარ მოვითმინე და ჩავასწორე თუ არა სტატია, ჩემი აღშფოთება გამოვხატე. სამწუხაროდ ეს ასეთი ცუდი ფორმით მოხდა, რასაც ძალიან ვნანობ. რაც შეეხება იმას,რომ მე ჩემი "ცოდნა ასე ნათლად დავანახე ვიკიპედიელებს", არა მგონია ელემენტარული ტერმინების ცოდნა სკოლის ფიზიკის კურსიდან ვინმეს ან დიდ დამსახურებად ეთვლებოდეს ან კიდევ "ბირთვებში კარგად გარკვევის" მანიშნებელი იყოს. კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ მე ამ კონკრეტული სტატიაზე არ მსურდა ყურადღების გამახვილება, ამიტომაც დავწერე ეს შენიშვნა თარგმანების განყოფილებაში. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ტერმინების მექანიკური, სიტყვა–სიტყვით თარგმნა ნაცვლად მათი ქართული შესატყვისის გამოყენებისა, განსაკუთრებით ფიზიკასა და ინფორმატიკაში. თუნდაც მხოლოდ ინგლისური "shortcut"-ის თარგმნის იმდენი უაზრო ვარიანტი შემხვედრია, რომ მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. ჩემი შენიშვნით მე მინდოდა მომეწოდებინა ავტორებისთვის მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და ყურადღება დაეთმოთ ამ პრობლემისათვის, მაგრამ კომენტარი ზედმეტად კონკრეტული და არაკორექტული გამომივიდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. მთლიანად ვეთანხმები ცანგალას, რომ ავტორის მართლაც უზარმაზარი შრომა მადლობას იმსახურებს, რაც სხვათა შორის, ჩემს პირველ შენიშვნაშიც აღვნიშნე. – ზურა 22:21, 28 ნოემბერი 2008 (UTC)
რომელია სწორი: ნახევარდაშლის პერიოდი თუ ნახევრად დაშლის პერიოდი? ან თუნდაც რადიაციული ელემენტების თუ რადიოაქტიურობის მქონე ელემენტების? ამ ცვლილების გამო ვკითხულობ. მგონი პირველი ვარიანტი ლაკონურია და ამასთან სწორად გამოხატავს იგივე აზრს?!--Rastrelli F 10:04, 11 დეკემბერი 2008 (UTC)
ნახევრად დაშლის პერიოდი - ასეა მოხსენიებული ქსე, ტ. 7, გვ. 351, თბ., 1984; რადიოაქტიური ელემენტები - ქსე, ტ. 8, გვ. 270, თბ., 1984ცანგალა (გ) 11:39, 11 დეკემბერი 2008 (UTC)
გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
რედაქტირებამოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,
ცოტა ხნის წინ შევცვალედ 5 გარე ბმულები ჩერნობილის კატასტროფა. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20120417173653/http://www.proektstroy.ru/publications/publication.php?tag=4050 http://www.proektstroy.ru/publications/publication.php?tag=4050-ზე
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20070510235903/http://www.gomel-region.by/ru/bottom_menu/news/society?ns_id=288 http://www.gomel-region.by/ru/bottom_menu/news/society?ns_id=288-ზე
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20070926233924/http://sbu.gov.ua/sbu/control/uk/publish/article?art_id=39296&cat_id=53043 http://sbu.gov.ua/sbu/control/uk/publish/article?art_id=39296&cat_id=53043-ზე
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20090922230239/http://www.cryofchernobyl.com/ http://www.cryofchernobyl.com/-ზე
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20070512235639/http://www.fz-juelich.de/gs/genehmigungen/projekte/tschernobyl/diashow/ http://www.fz-juelich.de/gs/genehmigungen/projekte/tschernobyl/diashow/-ზე
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.—InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 11:30, 29 დეკემბერი 2020 (UTC)
@გიო ოქრო: კატეგორია:საბჭოთა კავშირის ისტორია — ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში ქვედა დონის კატეგორია არის?--ცანგალა/გ 15:28, 6 თებერვალი 2021 (UTC)
- არ არის. გიო ოქრო 15:30, 6 თებერვალი 2021 (UTC)