განხილვა:შხარა
სტატიაში სიმაღლე 5068 მ წერია, ინფოდაფაზე კი 5 201 მ. :)
- ჩავასწორე ქსე-ის მიხედვით. ასვლას ხომ არ აპირებ? --ცანგალა (გ) 11:03, 15 თებერვალი 2008 (UTC)
გადავამოწმოთ სიმაღლე. --გოტა (მომწერე) 16:36, 21 იანვარი 2011 (UTC)
შხარას რეალური სიმაღლე
რედაქტირებაგასაგებია, რომ ცანგალამ ისიც კი იცის, სადაა საყვარლის საფლავი, მაგრამ ხანდახან იქნებ ეჭვიც შეიტანოს საკუთარ სიმართლეში. "ქსე" არაა ერთადერთი და შეუმცდარი წყარო. გუგლ ირსის მიხედვით შხარას სიმაღლე 5200 მეტრია, სხვა წყაროებსაც შეაქვთ ეჭვი რუსების მიერ ჩატარებულ გაზომვებში. დავამატე ვარაუდი (და არა იმპერატიული მტკიცება, ცანგალა ხომ არა ვარ ყველაფერი ვიცოდე) რომ ზოგი წყაროს მიხედვით შხარას რეალური სიმაღლე შესაძლოა იყოს 5200 მეტრი და არა 5068. იქვე დართული იყო პანორამული ფოტოც, რომელიც ამ ვარაუდს ამტკიცებდა. ეს დეტალი მითითებულია ინგლისურ რედაქციაშიც. ეტყობა თავისი საკუთარი "რულეტკით" გაზომეს ქართველებმა შხარას სიმაღლე და სხვისი აზრი აღარ აინტერესებთ.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.211.153 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- შეურაცხყოფას შეეშვით, თორემ ამისათვის შესაბამისი ზომები არსებობს. ამის ნაცვლად, თემის ირგვლივ მეტი დამაჯერებლობისათვის მიგემართათ სჯობდა.
- P.S. თქვენ იცით სადაა საყვარლის საფლავი? --მიხეილ მიწერა 15:05, 26 იანვარი 2013 (UTC)
თუ მართლაც დაინტერესებული ხართ ამ თემით, აჯობებს მშვიდად განვიხილოთ ეს საკითხი. ასეთი მიდგომა საკითხისადმი სრული მარაზმია! მეტიც, შხარისა და მომხმარებლის საკითხების არევა ერთმანეთში არაადეკვატურობის მანიშნებელია. აქედანვე გაფრთხილებთ, შეწყვიტეთ შეურაცხყოფის მიყენება მომხმარებლისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარდება ადმინსტრაციული ღონისძიებები. მადლობა. – ოთოჯი განხილვა 15:26, 26 იანვარი 2013 (UTC)
შეურაცხყოფა არაფერშუაშია. ასე სასწრაფოდ რომ წაშალეს ჩემი რედაქცია, რა ეწერა მასში ასეთი მიუღებელი? Google Earth-ში შხარას სიმაღლედ მითითებულია 5200 მეტრი (ნახეთ თავად), მთათა სიმაღლის რეიტინგის ინგლისურ ვერსიაში წერია 5201 მეტრი ( http://en.wikipedia.org/wiki/Caucasus_Mountains ), შხარას შესახებ ინგლისურ სტატიაში მითითებულია, რომ 5068 მეტრი არის ძველი მონაცემი და ეყრდნობა საბჭოთა ენციკლოპედიას, ახალი, 2010 წელს DGPS-ით ჩატარებული გაზომვით, შხარას სომაღლე 5200 მეტრია: http://www.viewfinderpanoramas.org/Z/Shkhara_DGPS_PFO.jpg იქვე, ინგლისურ რედაქციაში წერია, რომ კავკასიონზე შხარა სიმაღლით მესამე მწვერვალია: "Shkhara is the third highest peak in the Caucasus, just behind Dykh-Tau." ქართულ ვერსიაში კი ორიოდე სიტყვით რომ მიანიშნებ, რომ შესაძლოა შხარას სიმაღლე სულაც არაა 5068 მეტრი, ისე უაპელაციოდ წაგიშლიან, რომ მიზეზსაც კი არ გეტყვიან. ხმას ამოიღებ და თვალებზე 1980 წელს გამოცემულ "ქსე"-ს აგაფარებენ. რუსული გაზომვები ხშირად არა გეოგრაფიული , არამედ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. ამიტომაც იყო საბჭოთა გეოგრაფების მიერ შხარას რეალური სიმაღლე დამცრობილი. ჩვენ კი აქ უკრიტიკოდ ვიღებთ ამ რუსულ მონაცემს. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.211.153 (განხილვა • წვლილი) 16:33, 26 იანვარი 2013 (UTC).
- იქნებ ამდენ განხილვას სჯობდეს ამ ადამიანის მიერ მოყვანილი ციფრები დავამატოთ და მივუთითოთ წყარო? --ჯაბა ლაბაძე 16:40, 26 იანვარი 2013 (UTC)
- არასწორად იყო ჩასმული ინფორმაცია. სურათზე იყო პირდაპირ ბმული მოცემული. მოყოლის სტილის შესვლა და სურათის სადმე სქოლიოში გადატანა უკეთესი იქნებოდა. --H.McC. (მომწერეთ) 16:49, 26 იანვარი 2013 (UTC)
შხარა საქართველოში ყველაზე მაღალი მთაა
რედაქტირებამეგობრებო, შხარას რეალური სიმაღლე არის არანაკლებ 5193 მეტრისა. 5068 მეტრი არის დასავლეთის მწვერვალი, რომელიც საბჭოთა კარტოგრაფების მიერ "შეცდომით" მიჩნეული იყო ძირითად მწვერვალად. რუსულ ვიკიპედიაშიც კი აღიარეს ეს შეცდომა და ახლა შხარას სიმაღლედ მითითებილია 5193 მ. ციტატას არ მოვიყვან, თავადაც შეგიძლიათ ნახვა. ამაზე არ გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას, მაგრამ თავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია,კავკასიაში კი სიმაღლით მესამე, იალბუზისა და დიხთაუს მერე, ზოგი ვერსიით კი, დიხთაუზეც მაღალია. ინგლისურ ჩამონათვალში შხარას სიმაღლედ მითითებულია 5201 მ: https://en.m.wikipedia.org/wiki/Caucasus_Mountains გთოვთ, ვისაც შეუძლია ამ თემას მიხედოს, გაასწოროს ეს მნიშვნელოვანი სტატია.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gimmelle (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გმადლობთ, რომ ზრუნავთ ქართულ ვიკიპედიაზე. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედია თავად წყარო არ არის, წყარო არის კონკრეტული ავტორიტეტული ბმული რესურსის სახით ან თუნდაც კონკრეტული აკადემიური ლიტერატურა. ამიტომ ვიკიპედიას ნუ იშველიებთ წყაროს სახით, ეძიეთ უშუალოდ წიგნი და ა.შ. ახლა რაც შეეხება მთის სიმაღლეს, საერთოდ შხარის სიმაღლე სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვაგვარად არის მოცემული, ამიტომ რთულია ცალსახად იმის თქმა თუ რა არის მისი საბოლოოდ აღიარებული სიმაღლე. აქ როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობაა. მე აღარ დავკონკრეტდები სხვადასხვა სიმაღლის დასახელებით, რამეთუ ის ბევრია. მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მისი სიმაღლე 5201 მ-ით განისაზღვრებოდა და შხარის რეალური სიმაღლე როგორც ჩანს სწორედ ეს არის. აქვე გთავაზობთ რამდენიმე აკადემიურ ლიტერატურას:
- ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გვ, 24, თბ., 1964, — შხარა (5201 მ);
- მსოფლიოს გეოგრაფიული ენციკლოპედია (ინგლისურ ენაზე), შხარა, გვ. 200, წ. 2002, (5201 მ);
პირადად ჩემთვის ეს ორი გამოცემა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ შხარის სიმაღლე 5201 მ განვსაზღვრო. თუმცა პარალელურად არსებობს აკადემიური შრომები თუ რუკები, სადაც მისი სიმაღლე განსხვავებულად აღინიშნება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ძირითადი სიმაღლე დავტოვოთ 5201 მ, ხოლო თვით სტატიაში ავღნიშნოთ სხვა მონაცემებიც. - OTOGI Messages 15:13, 29 მაისი 2015 (UTC)