განხილვა:ბაიაზიდი (შეჰზადე)

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:შეჰზადე ბაიაზიდი)
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ფეიქრიშვილი

ბაიაზიდი (შეჰზადე) ხომ არ აჯობებს? --JABA 1977 13:13, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გაკეთდა--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:07, 29 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
ყოველგვარი დასაბუთების გარეშე? :) ყველა ვიკიპედიაში შეჰზადე ბაიაზიდია. Deu. 20:00, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

შეჰზადე უფლისწულს, პრინცს, ამ შემთხვევაში სულთნის შვილს ნიშნავს და ქართულ ვიკიპედიაში გვაქვს იმპერატორი XX ან პრინცი XX? გარდა ამისა განხილვა იყო აქ. --JABA 1977 04:37, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

სხვათა შორის ამაზე განხილვა წამოვიწყე ჯერ კიდევ აქ, მაგრამ არც აქ დაინტერესდა ვინმე. --JABA 1977 04:47, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
[ბატონიშვილებზე ყოველთვის ასე ვაკეთებდით. შეგახსენებთ, რომ ბატონიშვილი გვარი არაა. ტიტულის მითითება, როგორც წესი, სათაურში არ ხდება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც, როცა სახელი ასეა დამკვიდრებული და პიროვნება ასეა ცნობილი. ამის მაგალითია თავად თამარ მეფეც (და არა თამარი (მეფე)). გარდა ამისა, არცერთენოვან ვიკიპედიაში, ნორმალურ ვითარებაში, არ უთითებენ სტატიის სათაურში ტიტულს, როგორც სახელს, გარდა გამონაკლისებისა. თუმცა ამ შემთხვევაში, ყველა წერს შეჰზადე ბაიაზიდს, რაც გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ეს პიროვნება სწორედ ასეა ცნობილი და ტიტული აქ უკვე გაქვავებულად, სახელში შერწყმულად აღიქმება (როგორც გიორგი ბატონიშვილი და თამარ მეფე). რაკი იმ განხილვაშიც და აქაც მხოლოდ მომხმარებელი:გიორგი ფეიქრიშვილი მონაწილეობდა და თან თავიდან მას განსხვავებული აზრი ჰქონდა, ურიგო არ იქნება, ეს საკითხი თავიდან განვიხილოთ. Deu. 06:12, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შეჰზადე ბაიაზიდი უფრო მართებული სათაური იქნება. დავითმაც დაასაბუთა და ინტერვიკებიც მოწმობენ ამას.--შოთა [UT] 10:11, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

დავუშვათ ეს ადამიანი ასეა ცნობილი, გამონაკლისია თამარ მეფესავით და დავწერეთ შეჰზადე ბაიაზიდი (რისაც ძალიან წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ), სხვა შეჰზადეებიც ასეა ცნობილი და ასე გაქვავებულად აღინიშნება? იქნებ ისინი არ არიან გამონაკლისები და ისე უნდა დავწეროთ როგორც რუსუდანი? --JABA 1977 14:11, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

თამარი და მეფე იმდენად მყარადაა დაკავშირებული ერთმანეთთან ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარად როგორ უნდა იყოს. მაგრამ ძალიან მეეჭვება სადმე ეწეროს მეფე თამარი ანდა კიდევ ბატონიშვილი ვახუშტი. ქართულ ვიკიპედიაში მსგავსი მაგალითი არ არსებულა და ძალიან გთხოვთ რაღაც ახალს ნუ დაამკვიდრებთ. ზემოთ წერენ: ყველა წერს შეჰზადე ბაიაზიდს, რაც გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ეს პიროვნება სწორედ ასეა ცნობილი და წყაროდ ვიკიპედიის სათაურები მოჰყავთ. რომელ წყაროზე დაყრდნობით საუბრობთ? ხომ არ გვავიწყდება, რომ ვიკიპედია წყარო არაა? საუბრის დროს მარტივად შეიძლება გამოიყენო მეფე თამარი, ბატონიშვილი ვახუშტი, შეჰზადე ბაიაზიდი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ აქ ენციკლოპედიას ვქმნით. ისიც კარგად მესმის, რომ ბაიაზიდ შეჰზადე უხეშად გამოითქმის და ამიტომ ვარჩიე ფრჩხილებში მიმეთითებინა ტიტული. --JABA 1977 15:23, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მეც საშინლად არ მომწონს ეს შეჰზადე ბაიაზიდი (ტიტული სათაურში), თუმცა როგორც ჩანს მართლა ასეა გავრცელებული. ახლის დამკვიდრება კი სულად არაა ის, რომ ვიკიპედიის სათაურებში გავრცელებულ სახელებს ვწერთ. უცხოენოვანი ვიკიპედიები წყარო არაა, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ ეს უცხოენოვანი ვიკიპედიები წყაროებზეა დაფუძნებული. :) – BruTe () 19:26, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

სანდრო უცხოურ ვიკიში წერია სერბია, შვეცია, მაგრამ ჩვენ ვწერთ სერბეთს, შვედეთს. ნებისმიერ ბეჭდურ ქართულ ენციკლოპედიაში ბაიაზიდის საძიებო ასო იქნება ბ და არა შ. --JABA 1977 20:06, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ჩვენ ხომ ბეჭდური გამოცემა არა ვართ, გადამისამართების ფუნქცია გვაქვს. მასე, ნებისმიერ ბეჭდურ გამოცემაში ბიოგრაფიული სტატიები პიროვნებათა გვარების მიხედვითაა დალაგებული ანბანურ რიგში; ქსე-ში არაა სტატია შავი ვარდი, მაგრამ არის სტატია ვარდი შავი და ა. შ. ბეჭდური გამოცემების ეს ნაკლი ვერ გამოდგება არგუმენტად ელექტრონულ ენციკლოპედიაში. Deu. 07:36, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
რაც შეეხება სერბიას და შვეციას, ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ სინტაქსი და ორთოგრაფია. სერბია და შვეცია ორთოგრაფიული შეცდომებია და არაფერი აქვს საერთო სინტაქსთან. რაც შეეხება ჩვენს სტატიას, ბაიაზიდი (შეჰზადე) იქნება, შეჰზადე ბაიაზიდი თუ ბაიაზიდი შეჰზადე, ყველა შემთხვევაში ორთოგრაფია სწორი იქნება, და ქართული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, სინტაქსურად (აქედან გამომდინარე გრამატიკულადაც) სამივე ფორმა გამართულია. კითხვა ისმება მხოლოდ სტილისტურ გამართულობაზე, რაც უკვე ენის შეგრძნებისა (ე. წ. შპრახგეფული), დამკვიდრებული ფორმისა და, ჩვენნაირ გამოცემებში, სტანდარტიზაციის საკითხია და არა შეცდომა-უშეცდომობის. შეჰზადე ბაიაზიდი არის გრამატიკულად გამართული ფორმა (განსხვავებით სერბიისაგან) და, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ის უნდა გადავწყვიტოთ, რომელი ფორმა გვირჩევნია. და თუ რატომ გვირჩევნია, ამისი არგუმენტები გვაქვს უკვე მოყვანილი. თუკი არის საწინააღმდეგო არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გვერჩივნოს (და არა რატომაა შეცდომა...), განვიხილოთ. Deu. 07:48, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

სინტაქსურად გამართულია ეს გასაგებია, მაგრამ სტილისტურად რატომაა გამართული შეჰზადე ბაიაზიდი და რატომაა გაუმართავი მეფე თამარი ან ბატონიშვილი ვახუშტი? იმიტომ რომ ქართულ ენაში ტიტული პიროვნების სახელის ბოლოშია განთავსებული. მე ვფიქრობ აქ ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ქართული ენა ითვალისწინებს და იმსახურებს. --JABA 1977 14:56, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ახ, ნუთუ! საინტერესოა, ამათგან რომელს ითვალისწინებს და რომელს იმსახურებს ქართული ენა: პრინცი უილიამი თუ უილიამ პრინცი? დედოფალი ელისაბედი თუ ელისაბედ დედოფალი? მეფე ერეკლე თუ ერეკლე მეფე? სხვათა შორის, ბატონიშვილთა დიდ ნაწილს სწორედ რომ მასე მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ და არა პირიქით, თავადაც ასე იხსენიებენ თავს ცნობილი ბატონიშვილები (ბატონიშვილი ირაკლი, ბატონიშვილი ვახტანგი). ვერც მეფე თამარში ვხედავ რაიმე გაუმართაობას ანდა ენის შეურაცხყოფას, უბრალოდ პირიქითაა დამკვიდრებული. ასე რომ ქართულ ენაში ტიტული „სახელის ბოლოში“ კი არაა „განთავსებული“, არამედ იქ, სადაც კონკრეტულ სიტუაციაში უხდება და ლამაზია. ენა ცოცხალია გეთაყვა, ნუ ვაქცევთ მას პროგრამად. ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება არა იმდენად იმას, თუ სად უფრო მოიხდენს სახელი ტიტულს, არამედ იმას, რომ როგორც ეს თამარისა და ზოგიერთი ბატონიშვილის (მაგ. ვახუშტი) შემთხვევაშია, ბაიაზიდის შემთხვევაშიც მისი ტიტული გაქვავდა და სახელის განუყოფელ ნაწილად იქცა. ენციკლოპედიური სტატიის სათაურში რომ ტიტული არ უნდა იყოს, ეს ენათაშორისი წესია, ხოლო ის ფაქტი, რომ ვიკიპედიათა სრული უმრავლესობა, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, ამ პიროვნებაზე სტატიას შეჰზადე ბაიაზიდის სახელით წერს, მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მისი სახელიც, მსგავსად თამარისა, ტიტულს შეერწყა და გაქვავებული ფორმით დამკვიდრდა საერთაშორისო მეტყველებაში. მე მგონია, რომ ზედმეტს განვიხილავთ უკვე. საინტერესო იქნებოდა მომხმარებელი:გიორგი ფეიქრიშვილის აზრიც. Deu. 18:23, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ენციკლოპედიური სტატიის სათაურში რომ ტიტული არ უნდა იყოს, ეს ენათაშორისი წესია. მეც მაგას ვიძახი, თუმცა შენ გინდა რომ წინ დააყენო სხვა ენოვანი ვიკიპედიის სათაური ვიდრე ენათშორისი წესი და მოგყავს რაღაც გაქვავების წესი, რაც გაუგებარია საიდან მოგაქვს და რაზე დაყრდნობით იძახი. სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რას ამტკიცებ. --JABA 1977 18:44, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ვიცი, რომ ვერ გაიგე ვწუხვარ. სამაგიეროდ გაიგეს SHOTHA-მ და BRUTE-მ. იმედია, გიორგი ფეიქრიშვილიც გამოგვეხმაურება. Deu. 19:13, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ხან კერავ ხან ჭრი, მე ეს აბდაუბდა ვერ გავიგე თორემ რა მიზანიც გაქვს ძალიან კარგი გასაგებია. დღეს მთელი დღეა შენი წვლილი ამ მიზანს ემსახურება. --JABA 1977 19:26, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

1. მე თუ მინდა ჩემს წვლილს ზღვაში წვეთების დათვლას მოვახმარ, ეს ჩემი საქმეა. თუმცა არ მეგონა, ჩემი წვლილი აგრერიგად პირდაპირ კავშირში თუ იყო ბაჲაზიდის სახელთან და შენც თუ ასე განაღვლებდა ჩემი წვლილი : ).
2. საშინლად არ მიყვარს, როცა კრიტიკულ კამათს ბრძოლად აღიქვამენ და განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ბრძოლაში დამარცხებულად აღიქვამენ... საშინელებაა. მაგ დროს, რომ არ „აღიარონ დამარცხება“, მოჰყავთ სწორედ ასეთი „არგუმენტები“: ვერ ვიგებ რას ამბობ, აბდაუბდას ამბობ, ხან ჭრი ხან კერავ... მაგ დროს იწყებენ ხოლმე შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბებას, ამ უკანასკნელთ ხომ საერთოდ ვერ ვიტან.
3. გეთაყვა, არავინ არ გებრძვის და არავინ არ აწყობს შეთქმულებებს, თუკი ასეთი „არგუმენტების“ გარდა სხვა არ გაქვს, დამეთანხმე და შევთანხმდებით, არც ისე რთულია. თუ არა და, გიორგისაც დავუცდი და გადავიტან. Deu. 05:50, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, „შეჰზადე ბაიაზიდი“ უკეთესი სათაური იქნება (მსგავსად სხვა შეჰზადეებითვის: (შეჰზადე მუსტაფა, შეჰზადე მეჰმედი, შეჰზადე ჯიჰანგირი და თუ არის კიდევ). ყველაფერს აჯობებდა უფრჩხილებო შებრუნებული ვარიანტი („ბაიაზიდ შეჰზადე“), მაგრამ აქ ვაწყდებით დამკვიდრებული ვერსიის პრობლემას. ძირითადი სტატია უნდა იყოს „შეჰზადე ბაიაზიდი“, ხოლო დანარჩენი სათაურები მასზე გადამისამართდეს. ცნობისთვის: „პრინცი ჩარლზი“ კარგი მაგალითია, რამდენიმე ვიკიპედია, სწორედ ასე წერს მის სახელს. — G.G. 06:44, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი შენ გიპასუხებ. სხვას აქ კონსტრუქციულს მე ვერაფერს ვხედავ. პრინცი ჩარლზი ამ დროისათვის ამ სათაურზეა ჩარლზი (უელსის პრინცი). გარდა ამისა მე ვერ ვხდები საიდან დაადასტურეთ, რომ ეს სახელი დამკვიდრებულია ასე? როგორც პრინცი ჩარლზის შემთხვევაშია ამჟამად, ისეა ამ სტატიის სათაურის ბედიც და ტრაგედიას ვერ ვხედავ. დაუსაბუთებელი მტკიცების საფუძველზე თუ გადაიტანთ ამ სტატიას (და ჯერ ეს აქ არავის არ დაუსაბუთებია, უბრალოდ ვარაუდის დონეზეა საუბარი) ნამდვილად თანახმა არ ვიქნები, თუმცა თუ უმეტესობა ასე ჩათვლის საჭიროდ, მე სხვა გზა არ მექნება დავემორჩილები თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს შეცდომა იქნება. --JABA 1977 14:14, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

„პრინცი ჩარლზი“ რომ მოვიყვანე მაგალითად, იქვე დავსძინე, რომ რამდენიმე ვიკიპედია ასე წერდა მის სახელს, რაც რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ ქართულშიც ასეა. ქართულში მისი ყოფილი მეუღლე პრინცესა დაიანა იხილე. საიდან დავადგინეთ რომ მასეა დამკვიდრებული — მასე ვიკიპედიების დიდი უმრავლესობა წერს. ესაა და ეს. — G.G. 14:47, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი, პრინცესა დიანა ჩვენი თანამედროვეა და არ შეგედავები რომ მასე იყო ცნობილი, ეგ იქიდან კი არ დავადგინეთ რომ სხვა ვიკიპეიდიები წერენ მასე, უბრალოდ ყველამ კარგად ვიცით როგორ მოიხსენიებენ მას. მაგრამ მე ბაიაზიდის შესახებ ამას ვერ ვიტყვი და ვერც ამტკიცებენ წყაროებით, რომ მას ასე იცნობდნენ. --JABA 1977 15:37, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით, რომ აქამდე ვერ შეგეხმიანეთ. რაც შეეხება ბაიზიდს მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი ბაიაზიდი (შეჰზადე)-ა და ამას არანაირი წესის მიხედვით არ ვამბობ. უბრალოდ როდესაც ამგვარი სტატიის მოძებნა გინდა, მოძებნი, როგორც ბაიაზიდი და არა შეჰზადე ბაიაზიდი. მაგრამ თუ შეჰზადე ბაიაზიდი იქნება არც ეგ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში მე ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:00, 31 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „ბაიაზიდი (შეჰზადე)“-ზე დაბრუნება.