განხილვა:შავი ზღვა

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა InternetArchiveBot თემაში გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (7 თებერვალი, 2015).
ეს სტატია გაუმჯობესდა „ბულგარეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სურვილები

რედაქტირება

სტატია წავიკითხე თავიდან ბოლომდე. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სტატიაა ქართულ ვიკიპედიაში. მაქვს რამდენიმე შენიშვნა სტრუქტურასთან დაკავშირებით, რასაც მარტო ვერ გადავწყვეტ, რა თაქმა უნდა:

  1. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ვფიქრობ, რომ ქვეთავის სახით უნდა გაერთიანდეს ეკონომიკის სექციაში. თავად ეკონომიკის სექცია კი, ვფიქრობ, შედარებით ქვევით უნდა იყოს, დაახლოებით შავი ზღვის სრუტეების შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ვფიქრობ ეკონომიკა უნდა მოყვეს შავი ზღვის ფიზიკურ დახასიათებას.
  2. ქვეთავი „შავი ზღვა და საქართველო“, ვფიქრობ, უნდა იყოს ბოლო სექცია (გალერეამდე). ეს იმიტომ, რომ შავი ზღვის ჯერ ზოგადი დახასიათებაა საჭირო და შემდეგ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში.
  3. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ფლორა და ფაუნა ეკოლოგიის და ბუნების დაცვის სექციაში არ უნდა იყოს გაერთიანებული? შეიძლება ვცდები.
  4. და ბოლოს, ერატოსთენეს რუკაზეა საუბარი შესწავლის ისტორიაში და ეგ რუკა ხომ არ ჩავსვათ? გავაქართულებდი მე :). აგრეთვე ჰეროდოტეს პორტრეტის ნაცვლად მისივე რუკა ხომ არ ჯობია? თანაც ქართული ვერსია უკვე არსებობს ამ რუკის (შეგვიძლია ამ რუკიდან შავი ზღვის მოახლოებული ხედი ამოვჭრათ). რას იტყვით?

ერთად განვიხილოთ ეს საკითხები.   Deu. 11:38, 10 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

პირველ შენიშვნასთან დაკავშირებით, საქმე იმაშია, რომ სექციები „შავი ზღვა და საქართველო“, „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ და „შავიზღვისპირა გზატკეცილი“ დავალაგე საქართველოსთან კავშირის გამო. მაშინ ასე მოვიქცეთ, „ეკონიმიკის“ სექციას დავუკავშირებ ქვესექციის სახით „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას“, ხოლო სექცია ეკონომიკა მართლაც შეიძლება ქვემოთ წამოვწიოთ. მეორე შენიშვნასთან დაკავშირებით, კი ბატონო წავწიოთ ქვევით. მესამე შენიშვნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ უნდა დარჩეს ცალკე სექციების სახით ფლორა და ფაუნა, ხოლო სექცია „ეკოლოგიის და ბუნების დაცვა“ შეეხება არა უშუალოდ მცენარეებისა და ცხოველების აღწერილობას, არამედ შავიზღვისპირა ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური თანასწორობის აღდგენის საკითხს. ამიტომ აჯობებს გავმიჯნოთ. პრინციპში სექციების დალაგება ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ აღარ გადავტვირთე გვერდი. რუკების ჩანაცვლება კარგი აზრია, მაგრამ ამოჭრას ჯობია მთლიანი რუკა იყოს. მოკლედ, გადავხედავ. - OTOGI Messages 13:01, 10 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
კარგი, მე ერატოსთენეს რუკას გავაქართულებ.   Deu. 13:24, 10 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
მოიცადე ერთი წუთით, აბა რომელი რუკაა ? ჰეროდოტეს რუკას რაც შეეხება, ეჭვი მეპარება მის ჭეშმარიტებაში. ჰეროდოტე ჰალიკარნასელმა იცოდა მდინარე ფასისი და მისი შესართავიც კი და მაგ რუკაზე სიცარიელეა. - OTOGI Messages 13:28, 10 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
ჰეროდოტეს რუკას თავისი წყაროებიც ახლავს. ერთ-ერთ წყაროში ფაზისი აღნიშნულია. რუკის მოხაზულობები, ასე თუ ისე, სწორია, უბრალოდ გამარტივებულია და ფაზისი ამოშლილია. შემიძლია ქართულ ვერსიაში დავამატო. რაც შეეხება ერატოსთენეს რუკას, ესაა და ეფუძნება ამ, ამ, ამ და ამ რუკებს. ეს რუკა არის XIX საუკუნის რეკონსტრუქცია ერატოსთენეს რუკისა. Deu. 07:23, 11 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
კეთილი. :). - OTOGI Messages 10:16, 11 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
რუკები ჩავსვი. Deu. 16:19, 18 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
ვაძლევ ხმას დადებითს! :) Deu. 16:20, 18 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
მადლობა!. - OTOGI Messages 17:55, 18 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ახალი რუკა

რედაქტირება

Otogi ახალი რუკა შევქმენი შავ ზღვაზე აგერ აქ არის ► თარგი:პოზრუკა შავი ზღვა გადეხე, შენ უკეთ გადაწყვეტ სად ჩასვა.--g. balaxaZe 23:46, 21 ივნისი 2016 (UTC)პასუხი

მადლობა გიო! რუკა ჩავსვი ინფოდაფაში, ჩემი აზრით, აჯობებს რუკა იყოს პრეამბულის ფარგლებში, რადგან ჩანს მისი ზოგადგეოგრაფიული მდებარეობა, თუმცა რადგან სტატია დიდია, რუკის გამოყენება დანიშნულებისამებრ სხვაგანაც შეიძლება. ამჟამად პრეამბულაში დარჩეს. - OTOGI Messages 16:54, 22 ივნისი 2016 (UTC)პასუხი

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)

რედაქტირება

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 5 გარე ბმულები შავი ზღვა. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 08:28, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „შავი ზღვა“-ზე დაბრუნება.