განხილვა:უდის ღვთისმშობლის ეკლესია

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Serafita თემაში კათოლიკური თუ მართლმადიდებლური

უდს ხომ არა?--Surprizi განხილვაწვლილი 19:14, 13 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

უბე — უბის, მზე — მზის, კლდე — კლდის. შესაბამისად აქაც სწორია უდის და არა უდეს. რაც შეეხება სახელწოდებას, ვფიქრობ უპრიანია მისი განზოგადოება. ამჟამად სტატიის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია რომ ძეგლში წირვა-ლოცვას მართლამდიდებლები აღავლენენ 1990 წლიდან. ანუ 1904-1930 წლებში კათოლიკური იყო და ღვთისმშობლის სახელზე იო აგებული და ეხლაც 1990-2019 წლებში მართლმადიდებლურია მაგრამ ისევ ღვთისმშობლის სახელზეა. თუ არ ვცთები სოფელში ასევე უნდა იყოს წმინდა გიორგის ეკლესიაც. მგონი სწორი იქნება თუ სათაური ექნება სტატიას უდის ღვთისმშობლის ეკლესია. ანუ გაკეთდეს გადმოსამისამართება, შინაარსში დარჩეს მეორე სათაურიც „უდის კათოლიკური ეკლესია“ და ელექტრონული სახელწოდება იყოს უდის ღვთისმშობლის ეკელსია. მასე ბათუმშიცაა კათოლიკების მიერ აშენებული კათედრალი მაგრამ იქ არ აწერია ბათუმის კათოლიკური ეკლესია. ამჟამადაც კათოლიკური რომ იყოს მაშინ კიდევ ჰო.--Surprizi განხილვაწვლილი 06:45, 14 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987 წელი. გვ. 100 უდე (უდის). უნდა იყოს უდის კათოლიკური ეკლესია. --Wiki - ჯაბა 10:57, 14 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

მაჰმადიანები 520 სული

რედაქტირება

მისი სამხრეთ ფასადის წარწერა გვამცნობს: "უდეს არის კათოლიკები 2120 სული მაშენებელნი ამა საყდრისა. მაჰმადიანები 520 სული ორივ ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენ შრომასა". ამ წარწერაში მუსლიმთა ერთი შეხედვით უადგილო ხსენება, შეიძლება გავიგოთ როგორც ერთგვარი გამოღვიძების გზავნილი მუსლიმი ქართველებისადმი, რომელთა ეროვნული თვითშეგნება იმ ხანად ბევრად სუსტი იყო, ვიდრე ქართველი კათოლიკეებისა.

პირველად მესმის ასეთი ინტერპრეტაცია. ცნობილი ფაქტია, რომ კათოლიკე ქართველებს ტაძრის მშენებლობაში ეხმარებოდნენ მუსლიმი ქართველები და სტატიაში ამ ფაქტის გაურკვეველი ინტერპრეტაცია რას ემსახურება, ვერ ვხვდები. --სერაფიტა განხილვაწვლილი 19:37, 4 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

კათოლიკური თუ მართლმადიდებლური

რედაქტირება

სამწუხაროდ, იმ განუკითხავ დროს, უმეცარ ადამიანთა გამო, დავიწყებას მისცეს მართლმადიდებლური ტაძრის ისტორია და დღევანდელ ინტერნეტ წყაროებშიც კი უდეს ტაძარი "კათოლიკურად" იხსენიება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მგონი ვიკიპედიის წესებს ეწინააღმდეგება ამგვარი კომენტარი. თუ ამჟამად რაიმეა ერთმნიშნელოვანი, ისაა, რომ ტაძარი კათოლიკურია, აშენებულია კათოლიკე მრევლის მიერ. თუ სადაოა რაიმე ამ ტაძართან მიმართებაში, ისაა, რომ არასამართლიანად გახდა მისი მესაკუთრე საპატრიარქო. მოკლედ, სხვა პლატფორმაზე ამ კომენტარის ავტორს შეუძლია თავისი აზრი განავრცოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სტატიაში ამგვარი ფორმულირება არაა მიზანშეწონილი.--სერაფიტა განხილვაწვლილი 19:42, 4 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

ეს ტექსტები (მისი სქოლიოებით) პირდაპირ იყო გადმოწერილი მონასტრის საიტიდან და არღვევდა ვპ:ნთ-ს, შესაბამისად ამოღებულია. ზოგადად, სტატია კვლავ დასამუშავებელია --M. განხილვაწვლილი 17:17, 5 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი
გასაგებია, დიდი მადლობა. --სერაფიტა განხილვაწვლილი 18:05, 5 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „უდის ღვთისმშობლის ეკლესია“-ზე დაბრუნება.