განხილვა:ტყის ბოლოკა

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

ტყის წიწმატი ტყის ბოლოკა ენათშორისო ბმულები ემთხვევა.--ცანგალა () 21:16, 4 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

ტბის წიწმატი ასეთი მცენარე არ გამიგია. სათაური გადაამოწმე. მერე ლათ. დასახელებას გავარკვევ. - ოთოჯი განხილვა 07:19, 5 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
@Zangala: @Otogi: ეს ორი გვარი გაერთიანდნენ და ტყის წიწმატი ჰქვია. გიო ოქრო 19:55, 31 ოქტომბერი 2017 (UTC)პასუხი
@გიო ოქრო: აღარ არის დრო რომ გაიზარდო ვიკიპედიისთვის? წყაროს მითითების გარეშე ნურაფერს ნუ წერ. მიუთითე წყარო. სკოლის სახელმძღვანელო წყარო არ არის.-- ცანგალა 20:36, 31 ოქტომბერი 2017 (UTC)პასუხი
@Zangala: რა შეჭამე ტვინი ამ სკოლის სახელმძღვანელოებით? იხილე IUCN-ის ოფიციალური საიტი და მერე მომწერე ხოლმე. გიო ოქრო 09:42, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
@გიო ოქრო: კორექტული იყავი, წინააღმდეგ შემთვევაში გაფრთხილებას მიიღებ! როდესაც შენზე უფრო გამოცდილი ვიკიპედიელი შენიშვნას გაძლევს, უნდა გაითვალისწინო და ეს კიდევ უკვე მერამდენეა. --Mehman 97 10:50, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
მეჰმან საქმე იცი რაშია: უკვე მერამდენედ დაწერა "სკოლის სახელმძღვანელო წყარო არ არის" და უკვე მერამდენედ ვუთხარი რომ სკოლის სახელმძღვანელოდან არ მომაქვს ცნობები. გიო ოქრო 10:52, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
გასაგებია, მაგრამ საჭიროა ემოციების მოთოკვა, ვიკიპედია ის პლატფორმა არ არის, რომ ერთმანეთი გავლანძღოთ ან შეურაწყოფა მივაყენოთ --Mehman 97 10:56, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
შეჭამეო? მე მგონი ეს სიტყვა შენ უფრო გეკუთვნის. ყველა განხილვის გვერდებზე Zangala-ს მეტი არაფერი არ გიწერია. შენ შენი აზრი დააფიქსირე განხილვის გვერდებზე, მიუთითე წყარო (და არს სკოლის სახელმღვანელო და მხატვრული ლიტერატურა იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა, ვიკიპედია:სანდო წყაროები) და მორჩა. რას გადამეკიდე. თუ ჩემთან რამე შეკითხვა გაქვს პირად გვერდზე მომწერე, განხილვის გვერდები ამისთვის არ არის. იხ. ვიკიპედია:განხილვის გვერდების მართვა. განხილვის გვერდებზე მხოლოდ შენი აზრი დააფიქსირე ყოველგვარი მიმართვა მომხარებლის მიმართ.რამდენჯერ უნდა გითხრა. ამ განხილვის გვერდზე Zangala რა შუაში იყო ისიც კი ვერ გავიგე. - ცანგალა 10:57, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
აგიხსნი: სხვა განხილვებში იმიტომ გნიშნავ, რომ ის სტატიები შენი შემოტანილია. ამ შემთხვევაში კი შენც გქონდა მონაწილეობა მიღებული განხილვაში. P.S. კომენტარების ამოშლა შეიძლება? გიო ოქრო 10:59, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
IUCN მგონი სანდო წყაროა. არა? გიო ოქრო 11:01, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
ცანგალა ნუ შლი! რაც შეეხება თქვენს დავას, თუ ვერ პოულობთ საერთო ენას, მიმართედ სხვა მომხმარებელს, რომელიც გარკვეულია ამ საკითხში და ნეიტრალურია --Mehman 97 11:03, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
კომენტარების ამოშლა არ შეიძლება. მანამდე უნდა იფიქრო რას წერ. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, არავინ არ მყავს მითითებული. შენც ასევე უნდა გააკეთო. შენი აზრი დააფიქსირო. უკვე დროა, რომ ისწავლო. -- ცანგალა 11:05, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
ჩემი აზრი კი დავაფიქსირე, მაგრამ როგორც განხილვის მონაწილეს შენც მოგმართე, რომ მოვაგვაროთ გაუგებრობა ამ სტატიასთან დაკავშირებით. IUCN სანდო წყაროა და მისი წყაროდ მოყვანა არ მგონია არასწორი იყოს. გიო ოქრო 11:47, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

IUCN, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი დამოუკიდებელი და სანდო წყაროა. თუ ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა ამ წყაროს, ვიკიპედიაში შემოტანილია და მითითებულია, რომ ესაა წყარო, მისი ეჭვქვეშ დაყენება არასერიოზულია.

რაც შეეხება ზემოთ არსებულ განხილვას - როგორც არაადმინისტრატორი, იმისთვის, რომ ვიკიპედიაში სიმშვიდე იყოს (გვეყოფა ის სირთულეებიც, რომელსაც ვიკიპედია ყოველ საღამოს, ფიქსირებულ დროს, ეჯახება ვანდალური შემოტევების სახით), გთხოვთ, ნუ გადააყოლებთ - ორივე მხარეს მივმართავ - განხილვის გვერდებს ამ დიდი ხნის აღმოცენებულ უთანხმოებებს. მსგავსი შემთხვევები ამ 11 წლის განმავლობაში უამრავი მინახავს და შემდეგ ისე ხდება, რომ უბრალო სიტყვაზეც, სულ რომ არ ეხებოდეს ამა თუ იმ სტატიას, ესა თუ ის მხარე ღიზიანდება - ელემენტარული ფსიქოლოგიაა. არ იფიქროთ, რომ რომელიმეს კონკრეტულად ვადებ თითს - ნეიტრალურობას ვიცავ პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცი, საერთოდ როდის დაიწყო ეს უთანხმოებები, ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს დაბრუნებამდე. სიტყვაზე მწარე არაფერი არსებობს. წინასწარი გადახედვაც იმისთვის არის, რომ ავწონოთ საკუთარი ნათქვამი.

ციხე შიგნიდან ტყდებაო და კონფლიქტების შედეგად ვიკიპედიიდან წასული მომხმარებელიც ბევრი მინახავს - იმედია, მიმიხვდით, რასაც ვშიშობ. --Abandoner განხილვაწვლილი 12:02, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა IUCN არის „უსანდოესი“ ბიოლოგიაში. ამ სტატიას წყაროდ აქვს (საკმაოდ ავტორიტეტული მაგრამ მოძველებული) ქსე. მისი შექმნიდან ათწლეულები გავიდა და ახლა IUCN-ს (და სხვა ვიკი-ებს) უნდა ვენდოთ.
სულაც არ იყო აუცილებელი ცანგალას მხრიდან ასეთი პასუხი "აღარ არის დრო რომ გაიზარდო ვიკიპედიისთვის? წყაროს მითითების გარეშე ნურაფერს ნუ წერ. მიუთითე წყარო. სკოლის სახელმძღვანელო წყარო არ არის." შეეძლო უბრალოდ წყარო ეკითხა და ვუპასუხებდი, მაგრამ სხვა გზა ამჯობინა. ეს სტატია მისი შექმნილია და მისი მონიშვნით რამე თუ დავაშავე არ ვიცი გიო ოქრო 12:10, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ქსე ჩვენთან სტანდარტია. აი როდესაც გამოვიდა ქართული თანამედროვე ენციკლოპედია - ასეთივე მასშტაბის და მნიშვნელობის, მაშინ ჩაენაცვლება. არსებული ინფორმაცია, შემოტანილი ქსედან, ეწინააღმდეგება უფრო ახალი წყაროს ტექსტს? --Abandoner განხილვაწვლილი 12:12, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

მადლობა ყველა მომხმარებელს. ხოლო გიო კიდევ ერთხელ ვთხოვ განხილვის გვერდებზე ნუ მიმართავს მომხმარებლებს. მხოლოდ დააფიქსიროს თავისი აზრი წყაროს მითითებით. მადლობა და წარმატებები. ყველას ვეთანხმები იმაშიც რომ ქსე მოძველებულია. მაგრამ რუსულიდან ან ინგლისურიდან თარგმანიც ეს გამოსავალი არ არის. -- ცანგალა 12:25, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
ინგლისურ (ასევე სხვა მრავალ ენაზე) ვიკიპედიაში წერია "Genus Dentaria is a synonym for Cardamine" ანუ ეს ორი გვარი ერთი და იგივეა. ასევე იხილეთ ინგლისურ ვიკიში წყაროდ მოყვანილი ITIS, რომელიც საკმაოდ სანდო წყაროა [1] .გიო ოქრო 13:20, 1 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი
გვერდ „ტყის ბოლოკა“-ზე დაბრუნება.