განხილვა:ტროფეი (მრავალმნიშვნელოვანი)
სახელი ქართულად არასწორია. უნდა იყოს ალაფი--დათო1010 16:48, 23 მარტი 2013 (UTC)
- აქ ტროფეი მოიხსენიება. – ოთოჯი განხილვა 18:33, 24 მარტი 2013 (UTC)
- ოთო ქსე-ში ნახე სტატია ალაფი, ზუსტად იგივე განმარტებაა-დათო1010 19:00, 24 მარტი 2013 (UTC)
მაშ რა ვქნათ, ვენდოთ ენციკლოპედიას ?. მეორე საკითხია, რომ არც ერთი არ არის შეცდომა. მაგრამ ამჟამად რომელია უფრო ხმარებაში, ტროფეი თუ ალაფი ? მგონი ტროფეი. – ოთოჯი განხილვა 17:14, 26 მარტი 2013 (UTC)
- მემგონი ალაფი იქნება უფრო სწორი, მაგრამ აქ დავტოვოთ როგორც არის და როცა შეიქმნება სტატია ალაფი, ამ მრავალმნიშნელობის გვერდზე მივუთითოთ, რომ იგივე ალაფია და გადამისამართება გავაკეთოთ ტროფეი (ომი)ს ალაფზე.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:21, 26 მარტი 2013 (UTC)
- ალაფი უფროა დამკვიდრებული. IRB-ის ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფი ეს სტატია თავის დროზე რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით გავაკეთე. ასევე სამხედრო ჟურნალებშიც ხშირად შემხვედრია ალაფი, მაგრამ არასდროს ტროფეი.--დათო1010 17:24, 26 მარტი 2013 (UTC)
- მე ვფიქრობ ორი იდენტური სტატიის არსებობა არ არის საჭირო. ძირითადი სტატია იყოს ალაფი, ხოლო ტროფეიდან გაკეთდეს გადამისამართება--დათო1010 17:28, 26 მარტი 2013 (UTC)
- ალაფი უფროა დამკვიდრებული. IRB-ის ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფი ეს სტატია თავის დროზე რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით გავაკეთე. ასევე სამხედრო ჟურნალებშიც ხშირად შემხვედრია ალაფი, მაგრამ არასდროს ტროფეი.--დათო1010 17:24, 26 მარტი 2013 (UTC)
- ჰო ეგ მაინტერესებდა. გადავიტანოთ ალაფი-ზე. – ოთოჯი განხილვა 17:31, 26 მარტი 2013 (UTC)
გადატანილია და გადამისამართებაც არსებობს, ტროფეიდან. – ოთოჯი განხილვა 17:35, 26 მარტი 2013 (UTC)
- ოთოჯი, შენს მიერ მოყვანილი ლექსიკონი გაგვიმარტავს უცხო სიტყვას და არა გვეუბნება ქართულშიც არის დამკვიდრებულიო. ისე ახლა ვიხსენებ და რამდენჯერ მოგვიშელებია მაგ ლექსიკონი და არადა შეცდომაა ჩვენი მხრიდან. (ჩემი აზრით)--ცანგალა (გ) 17:47, 26 მარტი 2013 (UTC)
- გასაგებია შენი აზრი როგორც სუბიექტური აზრი. – ოთოჯი განხილვა 17:49, 26 მარტი 2013 (UTC)
მემგონი ვიჩქარეთ, მაგრამ გემორჩილებით (გადატანას ვგულისხმობ). აქვე შეკითხვა: აქ ჩამოთვლილია ტროფეის სამი სახეობა საომარი, ჯილდო და არქიტექტურული, თქვენი აზრით სამივე მათგანს მიესადაგება ალაფი? განსაკუთრებით არქიტექტურულს? და თუ შევთანხმდით, რომ კი, მაშინ ტროფეი ჯილდოც გადავიტანოთ ალაფი ჯილდოზე?--GagaVaa განხილვაწვლილი 17:56, 26 მარტი 2013 (UTC)
- ამასთან ვფიქრობ, რომ სარაგბო ტერმინი ვერ გამოდგება ზოგადი სპორტული (და მითუმეტეს კულტურული) შეფასებისთვის, ჩემთვის ცნობილია, რომ სარაგბო ტერმინები არ ექვემდებარება ასე ვთქვათ მოდერნიზებას, რაც ერთქვარი ხიბლი და ტრადიციაა რაგბის (არამარტო საქართველოში).
- Gaga.vaa - მაგ შეკითხვები მეც მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით მე პირადად პასუხი არ მაქვს. თუ წყაროს მიძიებ გამოვიყენოთ. --ცანგალა (გ) 18:13, 26 მარტი 2013 (UTC)
- Трофей 1. ალაფი, დავლა, ნადავლი, ნაალაფევი, ტროფეი: взять трофей ალაფის აღება, დავლის ხელთ ჩაგდება;победный трофей გამარჯვებია ალაფი, ტროფეი; военные трофеи სამხედრო დავლა, ტროფეი.2. გამარჯვების ნიშანი. 3. ისტ. საჭურველის ორნამენტი - რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 3, გვ. 456, თბ., 1959 ე. ი. ტროფეიც იხმარება ქართულში. --ცანგალა (გ) 18:44, 26 მარტი 2013 (UTC)
- ჩემი პირადი აზრია. დავაბრუნოთ ძველ დასახელებაზე და მხოლოდ ომის ტროფეი გადავამისამართოთ ალაფზე, ჯილდო ტროფეის მივუთითოთ, რომ ასევე იხმარება ალაფიც (მაგალითად რაგბში). არქიტექტურის დროს კი ალაფი საერთოდ არ გამოიყენება მხოლოდ ტროფეი, თარგმანშიც ჩანს - 3. ისტ. საჭურველის ორნამენტი (აქ იგივეა რაც ტროფეი(არქიტექტურა), ზოგ გარე ბმულზე ტროფეი (ორნამენტი) ქვია, ზოგადად ორნამენტს ეხება რომელიც არქიტექტურაში გამოიყენება), და ალაფი ალტერნატიულ თარგმანად არაა მითითებული, განსხვავებით 1 ვარიანტისგან. 2 ვარიანტი კი არაფერია თუ არა ტროფეი ჯილდო, არც აქაა ალაფი ნახსენები მაგრამ რაგბში ნამდვილად იყენებენ სიტყვა ალაფს.--GagaVaa განხილვაწვლილი 18:56, 26 მარტი 2013 (UTC)
ვერცერთ ქართულ ლექსიკონში ვერ ვიპოვე იმის მტკიცებულება, რომ აქ ჩამოთვლილ ტროფეის სამ სახესხვაობის სინონიმი ნამდვილად არის ალაფი, (უფრო სწორად ვიპოვე მხოლოდ მეორე შემთხვევისთვის), ამიტომ ვაბრუნებ ტროფეი (მრავალმნიშვნელოვანი)-ზე და გთხოვთ წყაროს მითითების გარეშე აღარ გადაიტანოთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 13:51, 20 აპრილი 2013 (UTC)