განხილვა:სეფიანი შაჰების სია

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa

როგორ ფიქრობთ ეს სტატია და სეფიანთა სამეფო დინასტია ხომ არ გაგვეერთიანებინა? --JABA 1977 15:39, 13 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

იმედია აზრს დააფიქსირებთ, თუ არადა ვიმოქმედებ ისე როგორც ვფიქრობ, რადგან დუმილს თანხმობად ჩაგითვლით. :) --JABA 1977 15:54, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ, რომ ყველა მსგავს სიას, რომელიც შეიძლება ინტეგრირებული იქნას ძირითად სტატიაში, ასე უნდა მოვექცეთ. მით უმეტეს, ეს სია უშველებელი არ არის. ჩაისვას ძირითადში და უბრალოდ შემცირდეს სურათების ზომა, ეს არის და ეს. --Henry (მომწერეთ) 15:56, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

არსებობს სტატია სეფიანთა იმპერია და სეფიანთა სამეფო დინასტია ახლა დაემატა ეს სტატიაც, მე ვფიქრობ გასაერთიანებელია ბოლო ორი სტატია. რაც შეეხება სხვებს ნამდვილად არ მაქვს სურვილი გაერთიანდეს მაგალითად ასტურიის მეფეთა სია და ასტურიის სამეფო. ჩემი აზრით ამ და მსგავს სტატიებს დამოუკიდებლად არსებობის უფლება აქვთ, თუმცა შეიძლება უფრო მეტად მოხდეს მათი შევსება და გაფორმება ცხრილებით და სურათებით. --JABA 1977 16:17, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ამჟამინელი მდგომარეობით მემგონი შესაძლებელია გაერთიანება, ისე ზოგადად ორივე, რომ იყოს არც ეგაა პრობლემა, უბრალოდ არცერთი არ არის ამ ეტაპზე გამორჩეულად კარგი მოცულობის სტატია.--GagaVaa 11:09, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „სეფიანი შაჰების სია“-ზე დაბრუნება.