განხილვა:რუსთაველის თეატრი

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 95.137.130.68 თემაში განხილვა
რჩეული სტატია რუსთაველის თეატრი არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy რუსთაველის თეატრი ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2007 წლის 9 სექტემბერი).

განხილვა რედაქტირება

სტატია კარგადაა დაწერილი და ღირსიცაა გახდეს რჩეული, მაგრამ (და ყოველთვის არის ეს 'მაგრამ'-ი) სანამ ეს მოხდება ერთი შენიშვნა მაქვს სტატიასთან, კერძოდ: ეგებ რამენაირად მოხერხდეს თეატრის დღევანდელი დასის შესახებ დაწერა, სულ მცირე მათი სახელების ჩამოთვლა, რადგან ქვესათაურ "თეატრ"-ში ამაზე არაფერია ნახსენები. მგონი სამართლიანი თხოვნაა. და კიდევ, ხომ არ აჯობებდა შენობაზე ქვემოთ გველაპარაკა, რადგან სტატია მაინც თეატრზეა და შენობა მისი ნაწილია-(იფიქრეთ ამაზე). პატივისცემით Rastrelli F 19:45, 14 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

შენიშვნა სამართლიანია. დასი დავამატე, თუმცა ცოტა შეუხედავია ამდენი წითელი ბმული - თითქმის არცერთ მსახიობზე სტატიის ესკიზიც არ არის. რაც შეეხება შენობას - ეს სტატია მარტო თეატრზე არ არის. შენობა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორე მხრვ, თეატრის განყოფილებების ქვევით რომ ჩავიტანო თითქმის შეუმჩნეველი გახდება, არადა ეს ინფორმაცია თავისი სურათებითურთ საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა. - ალ-ო / 22:25, 17 ივლისი 2007 (UTC)პასუხი


ისე მართალი ხარ, ამდენი წითელი ბმული სახეს უკარგავს სტატიას. ხომ არ ჯობია უბრალოდ ჩამონათვალი იყოს ბმულების გარეშე?! კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ბმულები, თუ ვერსად გაგაგზავნის (ჯერ-ჯერობით მაინც), ხოლო როცა გაჩნდება სურვილი და ინფორმაცია მერე გაკეთდეს ისინი! - მგონი ასე ჯობია. Rastrelli F 15:52, 18 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ამ ბმულზე - თეატრის ვებგვერდის განყოფილება - არის ყველა ამ მსახიობის მოკლე ბიო. პრინციპში ესკიზისთვის საკმარისი ინფოა. მე რამდენიმე გავაკეთე, თუ სხვებიც მოიცლიან კარგი იქნებოდა - ასე თუ ისე ყველა ამ მსახიობზე კარგი იქნება ინფორმაცია გვქონდეს აქაც. - ალ-ო / 16:39, 18 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი აზრია, კვირის ბოლომდე, მე პირადად მივხედავ მაგ საქმეს! Rastrelli F 20:12, 18 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

დასი რედაქტირება

ხომ არ აჯობებდა დასი ასეთი სახით დაგველაგებინა:

ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან: ხელმძღვანელი:

  • რობერტ სტურუა (1980 წლიდან);

რეჟისორი:

  • რევაზ ჩხაიძე

ვარსკვლავები:

  • გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა;

მსახიობები:

  • კარლო საკანდელიძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ...

... მხატვარ-გამფორმებლები:

  • გოგი ალექსი-მესხიშვილი, მირიან შველიძე, თემურ ნინუა;

კომპოზიტორები:

  • გია ყანჩელი, ია საკანდელიძე.

--Rastrelli F 08:19, 28 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ok, sounds good. ბევრი თეთრი სივრცე რომ არ დარჩეს, ალბათ რამდენიმე სურათის ჩასმა მოგვიწევს - ზოგიერთი ვარსკვლავის, ეტს. - ალ-ო / 08:31, 28 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

მინდა ერთი დავამატო და გაითვალისწინოთ რომ,როდესაც ნაწარმოებს წერთ ვრცლად უნდა იყოს იმ სიტყვების განმარტება რაც არის მოხსენიებული

95.137.130.68 16:04, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „რუსთაველის თეატრი“-ზე დაბრუნება.