განხილვა:როსკილეს კათედრალი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

კათედრალი რა ქართულია? :)) ტაძარი ხომ? :) — დავით პასუხი 15:10, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ვერ გეტყვი დათო ნამდვილად, ალბათ მართალი ხარ, მაგრამ სხვებსაც დაველოდოთ. --მიხეილ () 15:20, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ჩემს ნათქვამზე ამის თქმა, მაგრამ აქ ნამდვილად 100% ვიცი. ქართულ ტაძრებზე გერმანულ ვიკიპედიაში ვწერთ Kathedrale, ინგლისურში Cathedral, პირიქითაც ამგვარად ვაკეთებთ. გარდა ამისა, Dom გერმანული წარმოშობის ენებშიო პირდაპირ ითარგმნება როგორც ტაძარი ;). — დავით პასუხი 15:29, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
გასაგებია, პასუხი ამომწურავია. გადავიტან მაშინ, ამასაც და სხვა ამგავრ სტატიებსაც, რომლებიც გერმანიის ძეგლებში დავწერე. --მიხეილ () 15:50, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ნუ ვიჩქარებთ. ტაძარსა და კათედრალურ ტაძარს შორის ის განსხვავებაა, რომ კათედრალი ეწოდება იმას, სადაც საეპისკოპოსო კათედრაა, ანუ ეპისკოპოსი ზის, მაგრამ არის ტაძრები, რომელშიც ეპისკოპოსი შეიძლება არ იჯდეს, ანუ ის არ არის საკათედრო ტაძარი.--Ouzo განხილვაწვლილი 15:52, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი

საკათედრო – ამ აღნიშვნას არასოდეს ვაკეთებთ სათაურში (როგორც მე მახსოვს). Dom ნიშნავს ტაძარს. (ორიგინალურში დომია და არა კათედრალი). — დავით პასუხი 16:06, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
კი ბატონო, სათაურში ტაძარი აჯობებს, მაგრამ ტექსტში შეიძლება იყოს "საკათედრო ტაძარი", ან "კათედრალი", ანუ ქართული ნამდვილად არის.--Ouzo განხილვაწვლილი 16:08, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
Ouzo, ისე პირველად გავიგე, რომ ტაძარი არაა ეპისკოპოსის კათედრა. ანუ, ეკლესია (სალოცავი, საყდარი) და ტაძარი სინონიმებია აბსოლუტური? მე ტაძარი მეგონა რომ ისედაც გულისხმობდა კათედრას... — დავით პასუხი 16:12, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
მაგალითად, ქაშუეთის ტაძარი თბილისში ტაძარია, მაგრამ არა საკათედრო, რადგან მასში არ არის ეპისკოპოსის კათედრა. ტაძარი არის შენობა/არქიტექტურული ნაგებობა, ხოლო ეკლესია გამოხატავს მის დანიშნულებას, ანუ შესაკრებელ ადგილს (ბერძნულიდან). სალოცავი უფრო ფართოა და მასში, თავისთავად ყველა სალოცავი შევა, დიდიც, პატარაც, საეპისკოპოსოც და არასაეპისკოპოსოც. საყდარი, მომცრო ზომის ტაძარია, სადაც დიდი თავყრილობები (ანუ ეკლესიობა) შეუძლებელია.--Ouzo განხილვაწვლილი 16:28, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
გასაგებია. გმადლობთ. — დავით პასუხი 16:30, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი
Собор - 1. ტაძარი: кафедральный собор - საკათედრო ტაძარი 2. ისტ. კრება земский собор - საერო კრება (რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 3, გვ. 267, თბ., 1959);

Dom - ტაძარი (გერმანულ-ქართული ლექსიკონი, გვ. 123, შვეიცარია 1999). ქართულე ენის განმარტებით ლექსიკონში ვერაფერი ვერ ვნახე. როსკილეს ტაძარი - ქსე, ტ. 8 , გვ. 445, თბ., 1984 სურათთან წერია.--ცანგალა () 21:58, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

Ouzo-მ იქნებ მიგვითითოს ლიტერატურა, სად შეიძლება ამ ყველაფრის წაკითხვა.--ცანგალა () 22:02, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი
დაველოდოთ ouzo-ს, მე წინააღმდეგი არ ვარ გადატანის, მთავარია სათაურმა საბოლოოდ სწორი ფორმა მიიღოს :) --მიხეილ () 22:05, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი
იხ. აგრეთვე საკათედრო ტაძარი, Kathedrale - (საკათედრო) ტაძარი - იგივე გერმანულ-ქართული ლექსიკონი გვ. 267 --ცანგალა () 22:11, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი
ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიაში [1] ასეთი განმარტებაა: "A cathedral (French cathédrale from Lat. cathedra, "seat" from the Greek kathedra (καθέδρα), seat, bench, from kata "down" + hedra seat, base, chair) is a Christian church that contains the seat of a bishop" - ქრისტიანული ეკლესია, სადაც არის ეპისკოპოსის საყდარი (კათედრა, საჯდომი). წყაროდ მითითებულია Shorter Oxford English Dictionary. ვიკიპედია: "Так, собором называют кафедральный храм ( т. е. в котором имеется епископская кафедра и где обычно служит епископ), в европейских языках сам соответствующий термин (англ. Cathedral, фр. Cathédrale, нем. Kathedrale) происходит от слова «кафедра»." ვიკიპედია: "Eine Kathedrale, genauer Kathedralkirche (von griechisch καθεδρικός ναός/lateinisch: ecclesia cathedralis), ist das Kirchengebäude eines katholischen, anglikanischen, altkatholischen, evangelischen oder orthodoxen Bischofssitzes." ანუ, კათედრალური ტაძარი, ანუ კათედრა არის ტაძარი, სადაც ეპისკოპოსის კათედრაა, სადაც ჩვეულებრივ, ეპისკოპოსი წირავს.--Ouzo განხილვაწვლილი 07:07, 16 მაისი 2011 (UTC)პასუხი
რუსულ სტატიაში (христианство) ასევე განმარტებულია კათედრა: "Ка́федра (лат. cathedra, греч. καθεδρα — кресло, трон) — в христианстве почётное кресло в храме, предназначенное для епископа. В переносном употреблении — символ епископской власти. В русском языке от слова «кафедра» произошло название центрального собора епархии — «кафедральный»; во многих европейских языках от него произошло само слово «собор» (англ. cathedral, нем. kathedrale, исп. catedral и др.)." ქართული სტატია კათედრა (ქრისტიანობა)არ არსებობს, მაგრამ არის სტატია საკათედრო ტაძარი, სადაც წერია: "საკათედრო ტაძარი — ქრისტიანულ სამყაროში ქვეყნის, რეგიონის ან ქალაქის მთავარი ტაძარი. ფორმალურად, კათედრალურად ითვლება ტაძარი, რომელშიც განთავსებულია საეპისკოპო კათედრა და სადაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი მსახურობს" (წყარო მითიტებული არ არის). --Ouzo განხილვაწვლილი 07:13, 16 მაისი 2011 (UTC)პასუხი
აქედან გამომდინარე ამ სტატიას უნდა ერქვას როსკილეს საკათედრო ტაძარი. --ცანგალა () 09:15, 16 მაისი 2011 (UTC)პასუხი

და რა გადაწყდა? — ჯაბა ლაბა 14:47, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი

კათედრალი რომ ერქვას არ იქნება სწორი. ან როსკილეს საკათედრო ტაძარი ან პირდაპირ როსკილეს ტაძარი. GIO→13 () 15:03, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი
გააჩნია თუ ტაძარი საკათდროა მაშინ შესაძლოა სათაურშიც ჩაიწეროს საკათედრო ტაძარი. GIO→13 () 15:06, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი
სათაურში სიტყვა საკათედრო საჭირო არაა. სათაური უნდა იყოს როსკილეს ტაძარი, ხოლო სტატიაში აღინიშნოს, რომ საკათედროა. — დავით პასუხი 15:25, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი

კარგი ბატონო, მაგრამ ვნახოთ მაგალითი: სამების ტაძარი და სამების საკათედრო ტაძარი მაშინ რა ხდება? რარაც ვერ გავიგე? GIO→13 () 15:53, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი

და ამ განხილვამ რა მოიტანა? --ჯაბა ლაბაძე 03:30, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

როსკილეს საკათედრო ტაძარი უნდა ერქვას ამ სტატიას. --Wiki - ჯაბა 05:25, 11 მარტი 2021 (UTC)პასუხი

გვერდ „როსკილეს კათედრალი“-ზე დაბრუნება.