როსკილეს კათედრალი

(გადამისამართდა გვერდიდან როსკილეს საკათედრო ტაძარი)

როსკილეს კათედრალი (დან. Roskilde Domkirke) — დანიის ლუთერანული ეკლესიის ტაძარი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ზელანდიაზე, ქალაქ როსკილეში. ეს იყო პირველი გოთური არქიტექტურული სტილის კათედრალი, რომელიც აგურით აშენდა, რის შემდეგაც აგურის გოთიკა მთელს ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა.

როსკილეს კათედრალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°38′34″ ჩ. გ. 12°04′48″ ა. გ. / 55.64278° ჩ. გ. 12.08000° ა. გ. / 55.64278; 12.08000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 695
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 695
ინგლ.რუს.ფრ.

ტაძარი XII-XIII საუკუნეებში აიგო, გოთური და რომანული არქიტექტურის ნაზავით. XX საუკუნემდე ის კუნძულ ზელანდიის ერთადერთ კათედრალად რჩებოდა.

XV საუკუნიდან, როსკილეს კათედრალი დანიის მეფეთა მთავარ ძვალთშესალაგს წარმოადგენდა. საუკუნეთა განმავლობაში, კომპლექსი მნიშვნელოვნად იცვლებოდა და ფართოვდებოდა, რადგან თითოეული მმართველი ახალ სამარხ კაპელებს ამატებდა.

კათედრალი მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ყოველწლიურად მას 125 000 მნახველი სტუმრობს. 1995 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება