განხილვა:სახა

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:რესპუბლიკა სახა (იაკუტია))
ბოლო კომენტარი: 5 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

რესპუბლიკა სახა ქართულ ენაში ასე არ იქნება დამკვიდრებული. მასე აზერბაიჯანიც რესპუბლიკაა, ასე ხომ არ იქნება სათაური: რესპუბლიკა აზერბაიჯანი. ჩემი აზრით, უნდა მოვაცილოთ რესპუბლიკა. ასე აჯობებს მგონია: სახა (იაკუტია).--ოთოჯი / მომწერე 09:08, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა, განხილვაც კი არ უნდა ამას ოთო. --მიხეილ მიწერა 09:19, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 12:27, 9 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ფრჩხილები რატომ აქვს? მე ვფიქრობ მოსაშორებელია, რადგან უპირველესი მნიშვნელობისა ეს უფროა ვიდრე სხვები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა დაწერილი ქართულ ვიკიპედიაში. --ჯაბა 1977 20:39, 1 აპრილი 2016 (UTC)პასუხი

ფრჩხილებში იაკუტია მოსაშორებელია, რადგან სახაც და იაკუტიაც ორივე ამ რეგიონის სახელებია--დათო1010 06:15, 2 აპრილი 2016 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ სათაური უნდა იყოს სახა (რესპუბლიკა), რადგან სახას სხვა მნიშვნელობებიც აქვს (მაგალითად სახა (ხალხი)). --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:47, 3 მაისი 2016 (UTC)პასუხი

სახის რესპუბლიკა? გიო ოქრო 15:14, 24 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

უფრო გავრცელებული სახელია იაკუტია, ამიტომ ვფიქრობ ამ სახელზე უნდ გადავიტანოთ. გიო ოქრო 07:00, 28 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

ამ ტერიტორიულ ერთეულს რა ხანია აღარ ჰქვია იაკუტია. მოყვანილი ლექსიკონი არგუმენტად არ გამოდგება. 1991 წლიდან ამ რესპუბლიკას ოფიციალურად ეწოდება სახა. სახის რესპუბლიკა ძალიან არაეფექტურია სახელწოდებაა, მსგავსად ნასკის ფილისა, იგივე იქნება დაახლოებით, ხელოვნური სახელწოდებებია, მე ვფიქრობ, გერმანულის მსგავსად გაკეთდეს სათაური: სახა, ხოლო სტატიაში ჩაიწერება სახას რესპუბლიკა. - OTOGI Messages 08:07, 28 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

მაშინ უნდა იყოს ან სახის რესპუბლიკა ან უბრალოდ სახა. ხელოვნურ სახელს რაც შეეხება, მაგ., ქსე-ში არის სტატია „ჩიტის რესპუბლიკა“ (ტოპონიმი ჩიტა). გიო ოქრო 08:10, 28 ივლისი 2019 (UTC)პასუხი
მგონი დღეს საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვიძლია მავნე საბჭოთა სტერეოტიპებისაგან განთავისუფლება. ჩიტის, ნასკის, სახის, შუბლის და კიდევ ათასი მარგალიტი არის ხელოვნური და ვიკიპედიისთვის არც თუ ისე კარგი. - OTOGI Messages 08:19, 28 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

გადატანილია სათაურზე „სახა“. - OTOGI Messages 13:35, 23 ოქტომბერი 2021 (UTC)პასუხი

ქართული ენის ნორმებით, ა-ზე დაბოლოებული ტოპონიმები მოიკვეცება (უკრაინ-ის, მოლდოვ-ის, პრაღ-ის, სახ-ის და ა.შ.). საბჭოთა სტერეოტიპები აქ არაფერ შუაშია. გამონაკლისია მხოლოდ ადამიანის სახელებიდან წარმოებული ტოპონიმები (ვიქტორია-ს, მარიანა-ს და ა.შ.). იხ. უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში. ამიტომ ტექსტში უნდა ჩასწორდეს „სახა (იაკუტია) (ოფიციალურად — სახის რესპუბლიკა)“. სათაური დარჩება როგორც არის. გიო ოქრო 12:00, 28 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „სახა“-ზე დაბრუნება.