განხილვა:ანიმაცია

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:მულტიპლიკაციური კინო)
ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Floydgeo თემაში თოჯინური კინო

საერთოდ თანამედროვე საზოგადოებაში და სამყაროს უმეტეს ნაწილში გამოიყენება ’ანიმაცია’ და არა ’მულტიპლიკაცია’. ნუ დაგვავიწყდება, რა პრინციპული განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის. მიუხედავად ამისა, ვიკიპედიაში არ შეიძლება იყოს ორი ტერმინი.

ანიმაციური ფილმი - ეხება როგორც ნახატ, ასევე თოჯინურ და 3D და სხვა ტექნიკაში შესრულებულ ფილმებს. იგივე ეხება მულტფილმსაც.

უკანასკნელ ხანს საქართველოში ცოტა (და სამართლიანადაც) იყენებს ტერმინს ’ანიმაციური ფილმი’ (გაცოცხლებასთან უფრო არის ახლოს). ორი ტერმინის არსებობით ვიკიპედიაში დომხალი დატრიალდება. ამიტომ უნდა იყოს ერთი. ფუნქციურად საბჭოთა დროის ფილმების ანიმაციური ფილმებია და არა მხოლოდ მულტიპლიკაციური.

უნდა საბოლოოდ დადგინდეს, რომელი დარჩეს. იმიტომ რომ არ შეიძლება არსებობდეს ორი - ანიმაციური და მულტიპლიკაციური ფილმი.

თუ საუბარი იქნება შერწყმაზე, მაშინ ძირითად სტატიებში (როგორიც არის ’ანიმაცია’) უნდა ეწეროს, რომ ამ დარგს მეორე სახელწოდებაც აქვს (მულტიპლიკაცია). რომელიც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენება. — BH განხილვაწვლილი 15:43, 24 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

უფრო ჩამოყალიბებულად რედაქტირება

ეს გუშინდელი ჩემი პოზიციაა. ამას შემიძლია დავუმატო ერთი რამ, რაზეც საბოლოოდ ჩამოვყალიბდი პირადად მე (და ვფიქრობ. ეს ჩემი პოზიციის უფრო ნათელი გამოხატვაა):

სიტყვა ’მულტფილმი’ უნდა შეიცვალოს სიტყვა ’ანიმაციური ფილმით’ და შესაბამისად, მულტიპლიკაცია - ’ანიმაციით’.

მიზეზი: რათა არ მოხდეს ვიკიპედიაში გარკვეული აღრევა. ანუ ვიღაც დაწერს თავის სტატიაში ’1990 წლის მულტფილმი’, ვიღაც დაწერს - ’1990 წლის ანიმაციური ფილმი’. იგივე ეხება კატეგორიებს. უნდა იყოს ერთი ვარიანტი ყველა შემთხვევაში.

რატომ არის მულტფილმი ანიმაციური ფილმი: ტექნოლოგიურად წარმოების პროცესი ერთი და იგივეა. განსხვავდება მხოლოდ სახელი. თუკი ’მულტფილმი’ ნიშნავს ’გამრავლებას’, ’ანიმაცია’ ნიშნავს 'გაცოცხლებას’. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მულტიპლიკატორს თავში მხოლოდ გამრავლება უტრიალებს ან ანიმატორს - მხოლოდ ნახატის გაცოცხლების ამოცანა.

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ’მულტფილმი’: ვშიშობ, რომ ამ საკითხში ვიკიპედია უკვე უძლურია და თავის სტანდარტებს ვერ დაამკვიდრებს. ის, რომ ჩვენ ამ ტერმინს გამოვიყენებთ, არ ნიშნავს, რომ მას ვინმე მასშტაბურად გამოიყენებს. დღევანდელ გარემოებაში ანიმაციური ფილმი სწორედ ის ტერმინია, რომელსაც იყენებს მოსახლეობის უმეტესი რაოდენობა - და ეს არ არის შეცდომა. ისეთი პირი უჩანს ამას, რომ მაქსიმუმ 90-იანებში დაბადებული თაობა თუ გამოიყენებს სიტყვა ’მულტფილმს’. რაც არ ეხება 2010-იანებში დაბადებულებს. შეიძლება, ეს ნაკლებად აინტერესებდეს ვინმეს, მაგრამ ვთვლი, რომ დრომოჭმული ტერმინია. მით უმეტეს, რომ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია შემორჩენილი.

ამიტომ ვთვლი, რომ ’მულტიპლიკაცია’ და ’მულტფილმი’ უნდა ამოღებული იქნას, არის გამონაკლისები, როდესაც მათი გამოყენება უნდა მოხდეს - მაგრამ მხოლოდ საბჭოთა დროის გარკვეულ მოვლენებთან მიმართებაში. თუმცა, ის, რომ ’წუნა და წრუწუნა’ გადაიღეს საბჭოთა დროს, არ უნდა ნიშნავდეს, რომ იგი აუცილებლად მულტფილმია. მოკლედ, გამონაკლისები ასეთი უნდა იყოს:

ყველა მულტფილმს ეწოდოს ანიმაციური ფილმი. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენოთ სიტყვა ’მულტფილმი’. ასეთი შემთხვევებია:

  • ინფორმაცია რომელიმე საბჭოთა პერიოდის ფესტივალზე (მულტფილმების ფესტივალი, ანუ მისი ოფიციალური სახელი იმ პერიოდში
  • რომელიმე პიროვნების ციტირება, სადაც ნახსენებია სიტყვა ’მულტფილმი’ (ორიგინალურ ტექსტში ამ სიტყვას ვერ შევცლით)
  • საბჭოთა პერიოდის სტუდიების ოფიციალური სახელები (ესა და ეს მულტიპლიკაციური სტუდია)

მოგეხსენებათ (შეამჩნევდით), რომ ანიმაციასთან დაკავშირებულ სტატიებზე ძირითადად 2 კაცი ვმუშაობთ, მაგრამ საკითხი გადასაწყვეტია ერთხელ და სამუდამო. ბოლო პერიოდში ვმუშაობ კატეგორიების დახარისხება-გასწორებაზე და ამიტომ მჭირდება, რომ ყველა შეთანხმდეს ერთ ვერსიაზე. თავისთავად, აქვე დავამატებ იმასაც, რომ თუ საბოლოოდ გადაწყდება, რომ ერქმევა ’მულტფილმი’, მე უარზე არ ვიქნები. მიუხედავად ჩემი პირადი პოზიციისა, ჩემთვის უმჯობესია და მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს 1 სტანდარტი და მორჩა.

ანუ გახსოვდეთ:

  • თუ იარსებებს ტერმინები „მულტიპლიკაციური ფილმი/მულტფილმი/მულტიპლიკაცია“, ვერ იარსებებს ტერმინი „ანიმაციური ფილმი/ანიმაცია“ და პირიქით.

აქვე გთავაზობთ კენჭისყრას. — BH განხილვაწვლილი 11:58, 25 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

გამონაკლისი: ანიმე რედაქტირება

ეს წესები არ ვრცელდება ჟანრ ანიმეზე. ტექნიკურად ამ ჟანრის ფილმები ანიმაციურია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ცნობილია ანიმეს სახელწოდებით - თავისი ზოგადი სპეციფიკის გამო. იგივე წესი ვერ გავრცელდება ანიმაცია/მულტიპლიკაციაზე, ვინაიდან, როგორც ითქვა, ტექნიკურად ორივე იდენტურია, სხვა სპეციფიკა არ აქვს. — Floydgeo განხილვაწვლილი 17:36, 26 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

კენჭისწყრა რედაქტირება

ანიმაციური ფილმი/ანიმაცია რედაქტირება

მულტიპლიკაციური ფილმი/მულტფილმი/მულტიპლიკაცია რედაქტირება

ნეიტრალური რედაქტირება

განხილვა რედაქტირება

აქ განვიხილოთ ეს საკითხი, საჭიროების შემთხვევაში. — Floydgeo განხილვაწვლილი 15:59, 26 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გიორგი, ანუ რაც აქ წერია, გადაამუშავებ და ცალკე წესად გააფორმებ - ამას გულისხმობ? — Floydgeo განხილვაწვლილი 18:09, 26 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
+ ამას მაინც უნდა მივაწერო, რატომ გავაკეთე გამონაკლისები (ზევით წერია, რა შემთხვევაში უნდა დაიშვას) - ანუ ვთვლი, რომ რაღაც ღონისძიებების (ვთქვათ) სახელწოდებებში ’მულტიპლიკაცია’ უნდა დარჩეს (საბჭოთა პერიოდის), მაგრამ ფილმებს მაინც ანიმაციური უნდა ეწოდოს, განურჩევლად იმისა, როდის იქნა გადაღებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კანონი არ გამოცემულა, არიქა და აღარ არის მულტიპლიკაციური ფილმებიო. არც პირიქით. უბრალოდ ალბათ მიხვდით, რომ ’ანიმაციის’ გამოყენების ინიციატივა შემოვიტანე, ვინაიდან დღესდღეობით ეგ თქვენი (ჩვენი) ’მულტი-პულტი’ ამოძირკვულია და კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. — Floydgeo განხილვაწვლილი 18:12, 26 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
არა, ცალკე წესად არ გამოვა. დათოს რომ აქვს, ვიკიპედიის დადგენილებები, იქ შეიძლება შევიტანოთ. როგორც შევთანხმდით და როგორც დათო გვპირდება, ეს გვერდი ვიკიპედიის გვერდად უნდა იქცეს.—G.G. 18:19, 26 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ყველას, ვინც იაქტიურა. ჯერ-ჯერობით, ვინც შემოიხედავს, დაამატოს ხმები. ხმათა უმრავლესობა აშკარად არის :) ამიტომ ამ დღეებში მივხედავ საკითხს. — Floydgeo განხილვაწვლილი 08:34, 27 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

en:Animated cartoon - ეს როგორ იქნება ქართულად?--ცანგალა () 17:05, 24 მაისი 2009 (UTC)პასუხი

მულტიპლიკაციური კინო ?--ცანგალა () 17:09, 24 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ალბათ „ანიმაციური მულტფილმი“--დათო_დათო () 18:24, 24 მაისი 2009 (UTC)პასუხი

„ანიმაციური ფილმი“ - ხომ არ ჯობია ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:26, 16 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

თოჯინური კინო რედაქტირება

საერთოდ, ანიმაცია ძირითადია, მაგრამ თოჯინურ კინოზე პრინციპში, ცალკე სტატიაც დაიწერებოდა. en:Stop motionHenry McLean განხილვაწვლილი 10:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „ანიმაცია“-ზე დაბრუნება.