განხილვა:მითრიდატე V
ეს მეფე ამ სახელით – "მითრიდატე" – არსად არ იხსენიება. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ში მას ეწოდება თრდატი, ძმა ბაკურისი, რევის ძე. ხოლო „მეფეთა ცხოვრება“ მას მირდატ ბაქარის (იგივე ბაკურის) ძეს უწოდებს. საუბარია ერთ პიროვნებაზე, რომელია სწორი თრდატი თუ მირდატი, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მაგრამ მას ნამდვილად არ ეწდოდებოდა მიტრდიატე. მას მითრიდატე შეარქვა გიორგი მელიქიშვილმა იმისთვის, რომ დაენომრა ბერძნულ–ლათინურ წყაროებში მოხსენიებილი იბერიის მეფეები, რომლებიც მითდრიდატედ მოიხსენიებიან და ქართული წყაროების მირდატები. მელიქიშვილის სიით ეს გამოვიდა მითრიდატე V, მაგრამ მეცნიერთაგან ბევრი ამგვარ სახელის გადარქმევას და დანომრვას არ იზიარებს. ქართველ მეფეტა შესახებ არსებულ უახლეს ლიტერატურაში (საქარტველოს მეფეები, რ. მეტრეველის და მ. ლორთქიფანიძის რედაქციით, თბ., 2000) ეს მეფე იწოდება მირდატ ბაქარის ძედ (მეფეთა ცხოვრების მიხედვით) და იქვე ეწოდება თრდატ რევის ძე (მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით) (გვ. 34). ჩემი აზრი ასეთია:
- ამ სტატიას არ უნდა ერქვას მითრიდატე V;
- სტატიას უნდა ერქვას თრდატი, როგორც ეს მე გავაკეთე სტატიაში თრდატი (იბერიის მეფე) (არ ვიცოდი თუ უკვე არსებობდა მითრიდატეს სახელით)
- ან სტატიას უნდა ერქვა მირდატი, მეფეთა ცხოვრების ტანახმად.
- ორივე ბოლო ვარიანტი მისაღებია, აუცილებელი გადამისამართებით და ტექსტში ორივე სახელის აღნიშვნით.
გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი.--Zolokin განხილვაწვლილი 16:15, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)
- ე. ი. თქვენი აზრით სტატიის ძირითადი სათაური უნდა იყოს მირდატ V და სხვებიდან უნდა იყოს გადამისამართებები. გასაგებია. მაგრამ მირდატ V. ორი მირდატ V არის? --ცანგალა (გ) 16:26, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)
- დანომრვა არ უნდა იყოს, რადგან უახლეს ლიტერატურაში არ არის დანომრილი. ან იყოს თრდატი (იბერიის მეფე) ან თრდატი (რევის ძე), ან მირდატი (ბაქარის ძე).--Zolokin განხილვაწვლილი 16:33, 1 ოქტომბერი 2010 (UTC)
ხალხნო, ღრმად პატივცემულო, რატომ არ გვინდა ერთი წყაროთი ვიხელმძღვანელოთ? ქრონოლოგიაში სხვადასხვა წყაროს მითითება არ ივარგებს. შეგვიძლია იბერიის მეფეთა სიაში ჩავსვათ მეფეთა სხვადასხვა ვერსიები, ვთქვათ, კირილ თუმანოვის, რომელიც აბსოლიტურად გაზიარებული ვერსიაა უცხოენოვან ვიკიპედიაში, სერგი გორგოძის, ეგნატე ნინოშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და სხვ., მაგრამ ინფოდაფის ქრონოლოგიაში ერთი ისტორიკოსის ქრონოლოგია უნდა გაზიარდეს, ასე მაგალითად, თრდატი (იბერიის მეფე) ან თრდატი (რევის ძე) სხვადასხვაა. მირდატ (ბაქარ I-ის ძე) სხვაა და თრდატი (რევ II-ის ძე) კი სხვა. ასევე გაუგებარია გვერდი - ფარსმანი, სადაც თუ დავაკლიკებთ ფარსმან III-ს ან/და ფარსმან IV-ს, აბსოლოტურ ერთმნიშვნელობას მივიღებთ. რატომ ხომ ვერ მეტყვით? კიდევ, წერია ვახტანგ I, ძე მითრიდატე VII-სი თუ ვახუშტი ბატონიშვილი-ს მიხედვით, ძე მირდატ V-სი? გვარდზე, საქართველოს მმართველთა სიის განხილვაში მითითებული მაქვს თუ რომელი წყაროებიდანაა შევსებული ზემოთ ნახსენები თარგი. პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 16:19, 29 ნოემბერი 2018 (UTC)
- ეს მირდატ III-ა ნუმეროლოგიით, ქართლის ცხოვრების და ვახუშტის, ასევე კ თუმანოვის მიხედვით. ანუ ეს გვერდი უნდა მიებას ამ მირდატს, რამდენადაც ეს მეფეც ანალოგიურად მირიანის შვილიშვილია.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:11, 3 აპრილი 2020 (UTC)
რატომ არ გვინდა ერთი წყაროთი ვიხელმძღვანელოთ? — მართალც არ იცით ვიკიპედიის არსი. უკვე საკმარისია. --Wiki - ჯაბა 14:20, 3 აპრილი 2020 (UTC)
- ერთ წყაროთი ხელმძღვანელობაში ვგულისხმობ ერთიან მმართველთა სიას, ანუ იბერიის სამეფოს გვერდზე ერთი ვერსია უნდა იყოს, ეს ვთქვი, თორემ ამ და სხვა კონკრეტული მეფეების გვერდებზე ყველა ისტორიკოსის ვერსია უნდა ჩაიწეროს ქვესტატიებად.--Lasha-george განხილვაწვლილი 17:26, 3 აპრილი 2020 (UTC)
- ქსე თუ გაქვს, მეფეები უნდა გადამისამართდეს მაშინ, მაგალითად, ინგლისური ბაკურ III უნდა მიებას ბაკურ V-ეს მაშინ და ბაკურ V-ის გვერდზე ჩაიწეროს მაშინ რომ მას ვახუშტი, ქართლის ცხოვრება და თუმანოვი III-ედ მოიხსენიებს...--Lasha-george განხილვაწვლილი 17:48, 3 აპრილი 2020 (UTC)