განხილვა:მარკ უოლბერგი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

გვარი გამოითქმის, როგორც უოლბერგი. [1] გადასატანია--Tornike 12:26, 24 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი

ვარ მომხრე, იმისა, რომ გადავიტანოთ სათაურზე: მარკ უოლბერგი. - ოთოჯი განხილვა 16:03, 24 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი

გვარი არის შვედური წარმოშობის. ყველა სხვა ცნობილი ადამიანი მაგ გვარის შვედი ან შვედური წარმოშობისაა. --M. განხილვაწვლილი 16:42, 24 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ მარკ უოლბერგი ამერიკელია და შესაბამისად ყველგან უოლბერგად იცნობენ.--Tornike 17:13, 24 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი
იხ. განხილვა:სკარლეტ იოჰანსონი. სიტუაცია იგივეა, გვარი დანიურია, პერსონა ამერიკელი. აქაც ისევეა. ვალბერგის მამა შვედური წარმოშობისაა.
წარმოშობის მიუხედავად, როგორც ჩანს გვარი შეიცვალა. ინგლისურადაც ასე მოიხსენიებენ და ბოლო-ბოლო ქართულადაც უოლბერგზე 72000 შედეგი იგუგლება, ვალბერგზე კი მხოლოდ 131--Tornike 10:01, 25 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი
ტრანსკრიფცია არ მოგვეპოვება?--GagaVaa 13:44, 2 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
როგორც არის ცნობილი ისე უნდა იყოს ვიკიპედიაშიც. არსებითი აქ საზოგადოება და მედია-საშუალებებია, ინტერნეტ-სივრცე, მით უმეტეს, რომ ვიკიპედია ინტერნეტ-ენციკლოპედიაა. გამოსავალი ერთია, ძირითადი სათაური უნდა იყოს მარკ უოლბერგი, საქართველოში ყველა ასე იცნობს ამ მსახიობს, ეს ფაქტია, რაც შეეხება გვარის წარმომავლობას თუ ტრანსკრიფციას, შეგვიძლია თვით სტატიაში ავღნიშნოთ ამის შესახებ, გვარს ვინ დაეძებს, როდესაც იგი ჰოლივუდის მსახიობია. ამჟამინდელი გვარით არ უნდა დარჩეს. - OTOGI Messages 08:19, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მართალია, წინაპრები შვედები ჰყავდა, მაგრამ ამერიკაში გადასახლდა და იქაური პრინციპით აქვს გვარი, ამაზე გვქონდა პრეცედენტები სხვა დროსაც. გერმანული გვარი იყო, თუ არ ვცდები, რომელიღაც რეჟისორის - აქ მეხსიერებამ მიღალატა. ისე, მართალია, წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ ემინემი Drug Ballad-ში გამოკვეთილად ამბობს მარკ უოლბერგს. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:23, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მეც ბევრჯერ მომისმენია უოლბერგი. გუგლის შედეგები 60 ათასზე მეტია უოლბერგის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ვალბერგზე დაახლოებით 600-მდეა. - OTOGI Messages 08:47, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

საინტერესოა, თავად ოსკარების ცერემონიები და ეგეთები რამდენად გამოდგება წყაროდ. იქ ხომ მაინც აცხადებენ გვარებს. ალბათ, არც ეგაა ოფიციალურად სანდო წყარო. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:49, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

უოლბერგია. ზემოთ forvo-ზეც უოლბერგს იძახის, შეგიძლიათ ლეტერმანის გადაცემაშიც მოისმინოთ აქ. - OTOGI Messages 08:59, 7 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - OTOGI Messages 12:54, 9 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „მარკ უოლბერგი“-ზე დაბრუნება.