განხილვა:მაიკლ დუგლასი

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

როდესაც ამ სტატიას ვქმნიდი მაშინ კარგად მესმოდა, რომ საჭირო იყო სათაურის ისეთი ფორმით დადგენა, რომელიც პირველ რიგში საზოგადოებისთვის იქნებოდა გასაგები. დაგლასით მას არავინ არ იცნობს და არასწორია ამ სათაურით დატოვება. მართალია უფრო სწორია დაგლასი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დუგლასია შეცდომა, ხოლო ამ შემთხვევაში დუგლასს უნდა მიენიჭოს უპირატესობა რადგან ეს მსახიობი ამ გვარით არის ცნობილი. - ოთოჯი განხილვა 10:51, 10 მაისი 2014 (UTC)პასუხი

კი, გეთანხმები. ისე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, გავიხსენოთ, რომ სანდრა ბალოკიც ძალიან შემორჩენილი ფორმაა, მიუხედავად იმისა, რომ ბულოკია. მაგალითი ბევრია. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:56, 10 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ჰო, ბალოკიც აქტუალურია. ადრე მახსოვს ყველა სანდრა ბალოკით მოიხსენიებდა (დაახლოებით იმ პერიოდში როცა „სიჩქარე“ გახდა ჩვენთან ცნობილი, ყველას გვახსოვს ეს ფილმი), ახლა ბულოკსაც ეძახიან. nplg-ზე გადამისამართებაა, თუმცა ბულოკს ენიჭება უპირატესობა (ბმული). - ოთოჯი განხილვა 11:03, 10 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მე მაინც ვფიქრობ, რომ დაგლასი უნდა იყოს. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით ყველა Douglas დაგლასია და სწორი წარმოთქმაც, რა თქმა უნდა, ეგ არის. რაც შეეხება ცნობადობას, ოთოჯი, შენ თავად იყავი ერთ-ერთი მომხრე ჩავი ერნანდესის შავიზე გადატანის, მიუხედავად იმისა, რომ მაგ სახელით საერთოდ არავინ მოიხსენიებს. ვფიქრობ, აქაც გასასწორებელია – გადასატანია დაგლასზე.--Saliner 10:18, 5 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

(მომხრე) მაიკლ დუგლასი და კირკ დაგლასი გვყავს, ოჯახებს ვარღვევთ ვიკრიჭები--Tornike 13:32, 6 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
პარალელის გავლება შავისთან არის არასწორი, რამეთუ იმ შემთხვევაში ერთადერთი სწორი ვარიანტია შავი. აქ სულ სხვა სიტუაციაა, გვარი დუგლასი/დაგლასი გავრცელებულია ორივე ფორმით და შეცდომა არცერთი არ არის, ხოლო ჩავი თუ ხავი შეცდომაა. ვინ ამტკიცებს, რომ დუგლასია შეცდომა ? შესაბამისად, ამ შემთხვევაში უპირატესობა იმ ფორმას უნდა მიენიჭოს, რომელიც უფრო დამკვიდრებული და გავრცელებულია საზოგადოებაში, ხოლო დუგლასი უფრო მეტად არის გავრცელებული და ამავ დროულად, არც შეცდომაა. მოდით ახლა აკადემიურ წყაროებს დავეკითხოთ, ქსე (ტომი 3, გვ. 648) წერს ფრედერიკ დუგლასი, იგივე უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონში და აქ შეყვანილია როგორც დუგლასი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დუგლასით არის უფრო მეტად ცნობილი და ამგვარი ფორმა არ არის შეცდომა. სტანდარტიზაცია ყოველმხრივ შეუძლებელია. - OTOGI Messages 15:46, 7 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
და ვინ ამტკიცებს, რომ ჩავი შეცდომაა? მხოლოდ კატალონიურზე წარმოთქმა და არა ხალხში გავრცელებული აზრი. და როგორც კატალონიურად არ გამოითქმის , ისე ინგლისურად არ გამოითქმის . იმავე ფრედერიკზე, იცილეთ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც ზუსტად რომ სახელების სწორად შემოტანაზე ორიენტირდება, წერია: დაგლას-ი (Douglass) ფრედერიკ (ნამდვ. სახელი და გვარი - ფრედერიკ ოგასტეს უოშინგტონ ბეილი, Bailey) - ამერიკელი აბოლიციონისტი, საზ. მოღვაწე და მწერალი (1817-1895). არასწორია ხავიც, ჩავიც და დუგლასიც და მხოლოდ ხალხშია ასე დამკვიდრებული. და როცა ავტორიტეტული წყაროც ამის შესაძლებლობას იძლევა, ჩემი პირადი მოსაზრებით, ის ვერსია უნდა ავირჩიოთ, რომელიც სწორია მშობლიურ ენაზე.--Saliner 19:30, 7 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ის, რომ კატალანურზე შავია ეს უკვე საკმარისია სტატია შავიზე გვქონდეს. ჩ თუ ხ ჟურნალისტებმა შეცდომით დაამკვიდრეს, ხოლო დუგლასი არა მხოლოდ ხალხშია დამკვიდრებული, არამედ აკადემიური გამოცემები, როგორებიცაა: ქსე და უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი იმოწმებენ ამ ფორმით. თქვენ წერთ მშობლიურ ენაზეო... სწორედ, რომ მშობლიურ ენაზე დუგლასი იკითხება როგორც დუგლასი და როგორც დაგლასი. თქვენ თუ იმოწმებთ უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს, მე ვიმოწმებ ქსე-ს, უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონს და აგრეთვე ცნობადობას (Google), რომლის თანახმად: მაიკლ დუგლასი → 70 300 შედეგი, მაიკლ დაგლასი → 8 540. აი მე კი ვფიქრობ, რომ დუგლასზე უნდა დარჩეს, 1) გვარი შეცდომით არ წერია, რის გამოც გადატანის აუცილებლობა არ არსებობს; 2) ცნობადობა, რასაც ინტერნეტი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს. - OTOGI Messages 06:31, 8 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მშობლიურ ენაზე ანუ ინგლისურზე ეს სახელი და გვარი მხოლოდ დაგლასია [ˈdʌgləs], ისევე, როგორც მისი შემოკლებული ფორმა დაგი და არა, დუგი. ჩემი პირადი აზრით, ასევე თორნეკესიც (სხვები, სამწუხაროდ, არ წერენ) სახელები ისე უნდა შემოვიტანოთ, როგორც ორიგინალშია, თუ ამის შესაძლებლობას თუნდაც ერთი ავტორიტეტული წყარო მაინც გვაძლევს. ეს ერთ-ერთი ბედნიერი შემთხვევაა.--Saliner 07:15, 8 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მაიკლ დუგლასი და კირკ დაგლასი — ერთნაირი გვარი უნდა ჰქონდეს ამ ორ სტატიას. ან ერთი ფორმა უნდა დარჩეს, ან — მეორე. უცხოური პირთა ორთოგრაფიული ლექსიკონი წერს დაგლასს. სხვების მსგავსად, მეც მგონია, რომ დაგლასი უნდა იყოს. გიო ოქრო 18:31, 25 ივნისი 2022 (UTC)პასუხი
გვერდ „მაიკლ დუგლასი“-ზე დაბრუნება.