განხილვა:ლომვეშაპი
და რატო არის მორჟი? ეს რუსული სახელწოდება არ არის? :) --გიგი 12:36, 26 მაისი 2009 (UTC)
- морж - მ. ზოოლ. მორჟი, ლომვეშაპი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ. 322, თბ., 1993. მთავარი სტატია ქსე-შიც მორჟზეა.--ცანგალა (გ) 13:12, 26 მაისი 2009 (UTC)
მერე მორჟი რომელ ენაში გამოიყენება კიდევ? :) --გიგი 13:46, 26 მაისი 2009 (UTC) მეც ვთვლი რომ ლომვეშაპი უნდა იყოს, მორჟი ნამდვილად რუსული კალკია, ხოლო ლომვეშაპი ლიტერატურულ ენაში უფრო გავრცელებულია. თუ არავინ იქნება წინააღმდეგი სამ დღეში დავაბრუნებ ლომვეშაპზე. - --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:00, 7 თებერვალი 2012 (UTC)
- რაის მორჟი? ძირითადი სათაური უნდა იყოს ლომვეშაპი. — Mikheil მიწერა 08:23, 24 სექტემბერი 2019 (UTC)
- [1] და [2] ცხოველის შესახებ განმარტება მორჟზეა. ასევე არის ქსე-ში. ლომვეშაპი იხ. მორჟი. ტ. 6, გვ. 284, თბ.1983.--ცანგალა 17:44, 24 სექტემბერი 2019 (UTC)
- Odobenidae — მორჟისებრნი, ოჯახი, სადაცაა გაერთიანებული მოცემული სახეობა. გიო ოქრო 09:34, 29 სექტემბერი 2019 (UTC)
@MIKHEIL:-ის პათოსი აქ როგორც ჩანს ხალხმა ვერ გაიგო. მორჟი არის რუსული დასახელება, რომელსაც გააჩნია ქართული შესატყვისი ანუ ლომვეშაპი, რაც ქსე-შიცაა დამოწმებული. არაფერი არანორმალური არ არის იმაში, რომ სტატიას ეწოდოს ლომვეშაპი. არ იქნება ეს შეცდომა. ოჯახს რაც შეეხება, ვერც ლომვეშაპისებრნი იქნება შესაბამისად შეცდომა. ოჯახს, ცოტა ხანი თავი, რომ დავანებოთ, ზემოთ მოყვანილ ონლაინ-ლექსიკონში ჯერ წერია ლომპვეშაპი, ხოლო შემდეგ მორჟი, რაც სრული ჭეშმარიტებაა. ობიექტური და რაციონალური აზრით ამ სტატიას უნდა ერქვას ლომვეშაპი. ქსე არ არის კანონიკური წიგნი. ლექსიკონი ნათლად მიგვანიშნებს ქართული დასახელების უპირატესობაზე, რის გამოც წარმოიქმნება სათაურის შეცვლის წინაპირობა. - OTOGI Messages 10:26, 29 სექტემბერი 2019 (UTC)
გადატანილია. - OTOGI Messages 11:23, 2 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მე არ მაქვს რაღაც განსაკუთრებული აზრი, თუ რომელი სახელია უპირატესი, ეგ ზოგადად რთული საკითხია და მითუმეტეს ამ ცხოველის გულისთვის არ ღირს კამათი. უბრალოდ ვშიშობ გადაწყვეტილებები ძაან რუსოფობიურად არ მოგვივიდეს ხოლმე, უცნაურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ეს ცხოველი, რომელიც ძირითადად სლავური და ფინური ენების გავრცელების ზონაშია, სწორედ მათგან ნაწარმოები სახელით იყოს ცნობილი. ძალიან ბევრ ენაში იყენებენ მორჟს. არ მინდა და ჩემი ძირითადი მიზანი სწორედ ისაა, რომ როგორმე მოვიშოროთ სამუდამოდეს ეს რუსული მენტალობა, რომელიც ძალიანაა ჩვენში გამჯდარი და სამწუხაროდ ვიკიპედიაში ბევრს ტანჯავს ეს მენტალობა, მაგრამ სწორედ ესეც ერთერთი მთავარი დამახასიათებელია რუსული მენტალობისთვის რასაც ჩავდივართ. ინგლისურ ვიკიპედიაშიც შევიხედოთ ეტიმოლოგიის სექციაში:The archaic English word for walrus—morse—is widely thought to have come from the Slavic languages, which in turn borrowed it from Finno-Ugric languages. Compare морж (morž) in Russian, mursu in Finnish, morša in Northern Saami, and morse in French. Olaus Magnus, who depicted the walrus in the Carta Marina in 1539, first referred to the walrus as the ros marus, probably a Latinization of morž, and this was adopted by Linnaeus in his binomial nomenclature.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 12:17, 23 აპრილი 2020 (UTC)