განხილვა:კშიშტოფ კესლევსკი

ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ასეთი სექციების შექმნისაგან, როგორიცაა „რჩეული ფილმოგრაფია“. რა კრიტერიუმებით არის შექმნილი ასეთი სექცია ? ამ გენიალური რეჟისორის შემოქმედებას მეც და ბევრი სხვაც კარგად იცნობს, და მასში „დეკალოგის“ არ შეტანა მაგალითად, დანაშაულია. ასე, რომ ეს გამოიწვევს დავას. ამიტომ ეს სექცია უკვე არ არის რჩეული. შესაბამისად, არ არის საჭირო ასეთი სექციების შექმნა საერთოდ. უბრალოდ შეიქმნას სექცია მარტივად: ფილმოგრაფია. ახლა რაც შეეხება გვარს. კესლევსკი ხომ არ უნდა იყოს ?. - ოთოჯი განხილვა 09:20, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

რჩეულს იმიტომ ვარქმევ, როცა სია არასრულია, მკითხველს სრული რომ არ ეგონოს და არა საუკეთესოობის პრინციპით. ინგლისურშიც ხშირია ასეთი Selected filmography. დამატებას რა თავი უტკივა? გვარს რაც შეეხება, პოლონურად გამოთქმული კიშლოვსკი ისმინება, გვახარია ასე იხსენიებს და უფრო მეტად სარწმუნო წყარო ვერც ერთის ვნახე და ვერც მეორეს --M. განხილვაწვლილი 10:26, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გასაგებია, მაგრამ გვინდა თუ არა „რჩეული“ ძირითადთან, საუკეთესოობასთან ასოცირდება. ამიტომ იყოს უბრალოდ ფილმოგრაფია, რომ არ გართულდეს მომავალში საკითხი, და, რომ მომხარებელს არ ეგონოს რომ რჩეულში იგულისხმება რეჟისორის საუკეთესო სურათები. ძნელია ამის გაკეთება ?. რაც შეეხება გვარს, პირველზე რა გითხრა, და აი მეორეზე იხილეთ ბმული. - ოთოჯი განხილვა 10:36, 7 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან გთხოვთ შეუცვალოთ სათაური, რადგან ამ ადამიანის გვარ-სახელი ძალიანაა დამახინჯებული. აშკარაა რომ რუსულ ვიკიპედიაში შეცდომით დაწერეს (დაამახინჯეს) და მერე ამ სტატიის ავტორმაც რუსულიდან გადმოიტანა. სახელისა და გვარის ასეთი დამახინჯება ძალიან მიუღებელია. უნდა ეწეროს კრჟიშტოფ კიშლოვსკი, განვმარტავ თუ რატომ: Krzysztof : rz-რჟ (ერთი ბგერაა პოლონურში, ისევე როგორც ჩეხური ř, რჟშ-ს ნარევი), ამიტომ გამოდის კრჟიშტოფ, Kieślowski: ie იკითხება როგორც რუსული е (იე დიფთონგი), რომელიც ქართულად არის მხოლოდ ე, ś-შ (რბილი შ, რომელიც ცოტა სისინაა, მაგრამ მაინც უფრო შ არის ვიდრე ს), და ბოლოს დაბოლოება owski, აქ ცხადია, რომ არის ოვსკი და არა ევსკი... იმედია კამათის გარეშე მენდობით რომ მართლაც ასეა, თუ ვინმემ პოლონური იცის დამემოწმება... Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

იხ. დახმარების გვერდი. ამის მიხედვით კშიშტოფ კესლევსკია.--ჯაბა 1977 05:08, 27 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მეორე საიდან მოვიდა? მანდვე გვარია Szymanowski, რომელიც შიმანოვსკიდ ითარგმნება. და ასევე IPA-ს მიხედვით ś აშკარად არის--Tornike 09:30, 27 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
დღევანდელი სათაურის წყაროს/არგუმენტაციას თუ არავინ მოიტანს, როგორც მინიმუმ პირველ ქ-ს და ბოლო ე-ს შევცვლი შესაბამისად კ-თი და ო-თი.--Tornike 06:31, 29 აპრილი 2016 (UTC)პასუხი

პოლონურ ვიკიში სტატიის დასაწყისშივე დევს აუდიო ჩანაწერი, თუ როგორ იკითხება ეს სახელი და გვარი: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/07/Pl-Krzysztof_Kie%C5%9Blowski.ogg ამაზე მეტი არგუმენტაცია და დაზუსტება რაღა უნდა იყოს არ ვიცი... ვინ საიდან მოჩმახა ქშიშტოფ კესლევსკი არვიცი... Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

სტატიაში წერია გამოთქმა: [kʂɨʂtɔf kʲɛɕˈlɔfskʲi] ანუ ქშიშტოფ კეშლოვსკი (კშ ქართულში არ იწერება, i-ს წინ პოლონური s ხდება „შ“). პოლონურის ტრანსლიტერაციის წესები ჯერ არ არის მიღებული, თუმცა პროექტი მომზადებულია. ყოველ შემთხვევაში ქშ, და გვარში მეორე ე ჩასასწორებელია. გიო ოქრო 17:41, 4 აგვისტო 2024 (UTC)პასუხი
გვერდ „კშიშტოფ კესლევსკი“-ზე დაბრუნება.