განხილვა:კოდიწყარო
ბოლო კომენტარი: 11 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში პრობლემა
„ამავე სახელწოდების სოფლები გვაქვს დუშეთის, თეთრი წყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებში“ — ამაე სახელწოდების არ გვაქვს. იმათ კოდისწყაროები ჰქვიათ და ხომ არ ჩაგვესწორებინა? გიო ოქრო 20:04, 30 აპრილი 2019 (UTC)
- დუშეთის, თეთრი წყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებში — კოდისწყარო უნდა დარჩეს. ეს კი კოდიწყაროა, რადგან მითითებულ ლიტერატურაში კოდიწყარო წერია (იმედია შეცდომით არ არის შემოტანილი). რა უნდა ჩაასწორო ვერ გავიგე? --ცანგალა 20:20, 30 აპრილი 2019 (UTC)
- სტატიაში წერია, რომ ამავე სახელწოდების სოფლები გვაქვს, მაგრამ ამავე სახელწოდების არ არიან ისინი და ამ „ამავე“-ს ჩასწორებას ვგულისხმობ, მაგალითად „მსგავსი“-თ. გიო ოქრო 20:25, 30 აპრილი 2019 (UTC)
დუშეთში მე საერთოდ ვერ ვნახე მსავსი სოფელი და საერთოდ ხომ არ ამოგვეღო ეგ წინადადება? --Wiki - ჯაბა 03:48, 1 მაისი 2019 (UTC)
- დუშეთი შეიძლება ამოვიღოთ რადგან ძველი სახელწოდებაა კოდისწყარო (დუშეთის მუნიციპალიტეტი). ვეთანხმები მომხმარებელი:გიო ოქრო რადგან მსგავსი სახელწოდებაა და არა ამავე. გაზ., ხაშურის მოამბე, №17, 28 აპრილი, 2019, გვ. 4 გაზეთში ხომ არ არის გაპარული შეცდომა. ჩვენ კი ვწერთ წყაროს გაზეთს, საინტერესოა ავტორი რა წყაროებს ეყრდობა.--ცანგალა 05:55, 1 მაისი 2019 (UTC)
- გასწორდა გიო ოქრო 21:11, 12 თებერვალი 2020 (UTC)
კოდიწყარო თუ კოდისწყარო?
რედაქტირებაძველ რუკებზე კოდისწყაროა Khidistavi (განხილვა/წვლილი) 17:39, 3 იანვარი 2024 (UTC)
პრობლემა
რედაქტირებაპრობლემის მოსაგვარებლად, მეტი წყაროებია საჭირო. სტატიის — ღორინამკალი ე.წ. — არ არის, არსებობს ღორისნამკალი, განშტოება თრიალეთის ქედისა. შესაძლოა პრობლემა ძირითად სათაურშიც იყოს. - OTOGI Messages 17:40, 5 იანვარი 2024 (UTC)