განხილვა:კირკე
ცირცე და არა კირკე, ქართული იხმარეთ და არა ბერძნული, ქართულად მართებულია ცირცე!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Neweditor26 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 1985 წ. გვ., 56 კირკე. --ჯაბა ლაბაძე 18:33, 8 ივლისი 2013 (UTC)
წყარო: "საქართველოს გეოგრაფია" ვახუშტი ბატონიშვილი, 1904 წ. გვ 73 "ცირცე", "ცირცეა II". გთხოვთ გადაასწოროთ, ცირცე და ცირცეს კუნძულია სწორი.
Neweditor26 (განხილვა) • (წვლილი) 06:12, 9 ივლისი 2013 (UTC)
ორ წყაროს შორის უპირატესობა ენიჭება უახლესს. --ჯაბა ლაბაძე 08:18, 9 ივლისი 2013 (UTC)
ამერიკელი მეცნიერის ხუმრობას რაც შეეხება, თავი დავანებოთ იმას, რამდენად ენციკლოპედიურია ამგვარი გამონათქვამის გამეორება, თუ ვწერდით სახელიც მიგეწერათ იმ ხუმარა ამერიკელის ბარეღამაც. --Pirts განხილვაწვლილი 21:19, 25 აგვისტო 2013 (UTC)
ქართულად არის ცირცე და წერტილი! კირკე არის ბერძნული ფორმა და არ ვდავობ რომ ასეთი სახელით იძებნებოდეს (ბერძ. Κίρκη, ლათ. Circe). (მისი სახელი ემსგავსება მეგრულს ცირა – გასათხოვარი ქალი და გურულს ციცა)[1]. ანუ მთავარ გვერდად ცირცე უნდა იყოს.Lasha-george განხილვაწვლილი 05:49, 25 ნოემბერი 2019 (UTC)
- ↑ მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ვ. ცირცეა I. ტომი I, გვერდი: 94.