განხილვა:კარები (კარსტი)

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

შ. ცხოვრებაშვილი, ზოგადი გეომორფოლოგია, გვ.178, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა - კარრები მცენარეულ საფარს მოკლებულ შიშველ კირქვებზე, აქტიური ნაპრალების გასწვრივ, წყლის ქიმიური მოქმედებით მიღებული ღარებია..., ანუ სწორია კარი ორი რ-თი და არა კარი. ამიტომ გადასატანია--David 15:11, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

რაღაც ვერ გავიგე, რა ცხოვრებაშვილი ლევან მარუაშვილზე ან ბორის დობრინინზე ან დავით უკლებაზე ან კიდე ქსე-ზე უფრო ავტორიტეტულად უნდა ჩავთვალოთ, ისმის კითხვა აქ ?. და რატომ არის დაჟინებული მოთხოვნა სახელის გადატანაზე, დავით თქვენ თუ ცხოვრებაშვილი მოგყავთ წყაროთ, მე ლევან მარუაშვილი მომყავს--Otogi განხილვაწვლილი 15:24, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

დღესდღეისობით თსუ-ში გეომორფოლოგიის სწავლება მიდის სწორედ ცხოვრებაშვილის წიგნებით და უკვე დამკვიდრებულია ტერმინი კარრი კარსტებთან და კარი მყინვარებთან--David 15:44, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ვიცი მეც რითი მიდის სწავლება თსუ-ში. კარგი იყოს კარრი--Otogi განხილვაწვლილი 18:40, 22 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გაკეთდა--Otogi განხილვაწვლილი 16:09, 20 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

@David1010: ზემოთქმული იყო 2011 წელს, ახლა საბედნიეროდ ხელთ გვაქვს ახალი ენციკლოპედია, და შესაბამისად, ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 145, კარები (კარსტულ რელიეფთან, და კარი სავარძლისებურ ჩაღრმავებასთან), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014, ავტ. დავით უკლება, კობა ხარაძე და სხვ. მე პირადად, ამჟამინდელ სათაურს იმიტომ არ ვემხრობი, და მათ შორის ბატონ ცხოვრებაშვილის ნააზრევს, რომ ახლანდელ სათაურში ელემენტარულად არ არის დაცული ქართული ენის მართლწერის პრინციბი. ორი თანხმოვანი ქართულში არ გადმოდის, ჩვენი მეცნიერები საკუთარ ნაშრომებში ორ თანხმოვანს ძველად შეცდომით წერდნენ, ისევე როგორც ქართული ანბანიდან განდევნილ ასოებს ჲ, ჳ და სხვა. ამ მხრივ მხოლოდ სიურრეალიზმი მახსენდება, რომელიც აგრეთვე შეცდომით დამკვიდრდა. რაც შეეხება სათაურს, რადგან კარები უპირველესად კედლის ღიობთან ასოცირდება, აჯობებს სტატია დავაბრუნოთ უწინდელ სათაურზე ფრჩხილებში კარსტის გამოყენებით და განსხვავებით მხოლოდ მრავლობითთან ანუ კარები (კარსტი). - OTOGI Messages 11:33, 19 მაისი 2016 (UTC)პასუხი

კი გეთანხმები ოთო და ახალი წყაროს შესაბამისად ვიმოქმედოთ--დათო1010 13:35, 19 მაისი 2016 (UTC)პასუხი

გაკეთდა. - OTOGI Messages 14:32, 25 მაისი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „კარები (კარსტი)“-ზე დაბრუნება.