განხილვა:კათოლიციზმი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში გაერთიანება
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (12 მარტი, 2022).

კათოლიციზმი - რამდენად მართებულია. კათოლიკობა - ქსე, ტ. 5, გვ. 318, თბ., 1980--ცანგალა () 00:48, 14 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

ეს ზოგადად დილემაა... მე პირადად მომხრე ვარ ვიხმაროთ ქართული შესატყვისი, მაგრამ ამ ეტაპზე ქსე-ს მივდიოთ (მაგ. ავიამოდელიზმი შეგნებულად არ დავწერე ავიამოდელირება, რადგან ქსე-ში პირველია). R. 18:02, 14 ნოემბერი 2009 (UTC)
მეც მომხრე ვარ „“კათოლიკობაზე“ გადატანის, სანამ სხვა წყარო არ გამოჩნდება. - Island 10:14, 15 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი
კათოლიციზმიუცხო სიტყვათა ლექსიკონი [1] --ბრუტ () 10:16, 15 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი
კათოლიკობა:1. კათოლიკედ ყოფნა 2. იგივეა, რაც კათოლიციზმი;
კათოლიციზმი ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1. გვ. 561, თბ., 1990, იგივე ლექსიკონი გვ. 1022 თბ., 1955. რატომ მივუნიშნე ქართული განმარტებითი ლექსიკონის ორივე თარიღი (თბ., 1955 და თბ., 1990)? ქსე-ეს შექმნის დროს (თბ., 1980) არსებობდა ორივე ტერმინი, მაგრამ ქართველმა მეცნიერებებმა კათოლიკობა (ქსე, ტ. 5, გვ. 318, თბ., 1980) - ამ ტერმინით შეიტანეს ქართულ ენციკლოპედიაში. მე მხარს ვუჭერ, რომ გადამისამართება იყოს კათოლიკობაზე.--ცანგალა () 15:29, 15 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

გაერთიანება

რედაქტირება

გამარჯობა, გთავაზოთ არსებული სტატია გავაერთიანოთ სტატიასთან „რომის კათოლიკური ეკლესი“ სახელწოდებით „რომის კათოლიკე ეკლესია“ (კათოლიკური ითქმის ეკლესიის ნაგებობაზე, ამ შემთხვევაში კი მართებული კათოლიკე იქნება, ხოლო სათაურში რომი იმიტომაა აუცილებელი, რომ თითქმის ყველა ეკლესია თავს კათოლიკეს უწოდებს, ამიტომაც ასე თავიდან ავიცილებთ მომხმარებლის არევას). ფეისბუქ გვერდზეც დავწერე ამის შესახებ და ნათლადაა იქ განმარტებული გაერთიანების მიზეზები, თუმცა კიდევ განვმარტავ: 1. ასეა არაერთ მსხვილ და ამ საკითხში დომინანტ ენებზე; 2. რეალურად რომის კათოლიკური ეკლესია და კათოლიციზმი ფაქტობრივად ერთი რამაა, ესაა ერთიანი კონფესია სათავეში პაპით და ის კათოლიკური მიმდინარეობებიც კი, რომლებიც განსხვავებულად აღავლენენ წირვას, მაინც პაპისა და რომის პრიმატში შედიან და რომის ეკლესიას ეკუთვნიან; 3. ფაქტი, რომ მართლმადიდებლობისა და პროტესტანტობის შემთხვევაში ცალ-ცალკეა ასეთი სტატიები, არ ნიშნავს, რომ აქაც ასე იყოს მარტივი მიზეზით: მართლმადიდებლობა იყოფა ავტოკეფალიებად, პროტესტანტობა რადიკალურად განსხვავებულ მიმდინარეობებად, ამიტომაც იქ აუცილებელია ყველა მათგანზე იყოს ცალკე სტატია და ასევე მათი შემაჯამებელი კონფესიის სტატია კიდევ ცალკე, მაგრამ კათოლიციზმში ასე არაა, ეს არის ერთი დიდი ეკლესია, სადაც ეკლესიური ორგანიზაცია და კონფესია ფაქტობრივად იგივეა, რამეთუ კონფესიას განსაზღვრავს პაპისა და კარდინალთა კოლეგიის მიერ დადგენილი ნორმები; 4. არსებული მდგომარეობა არ იძლევა და არ მაძლევს საშუალებას ამ თემაზე სრულად და ამომწურავად ვწერო, რამეთუ თითქმის ერთი შინაარსის მქონე სტატიაა ორივე, უაზრობა იქნება ერთის დეტალურად წერა, ხოლო მეორის არა, გაერთიანება კი მოგვცემს საშუალებას იყოს ერთი დიდი და ამომწურავი სტატია ამ თემაზე, რათა მომხმარებლებს არ უწევდეთ ცალ-ცალკე ძებნა; 5. მომხმარებლები რომ არ დაიბნან, გაუკეთდება გადამისამართების გვერდი კათოლიციზმიდან, როგორცაა მაგალითად ინგლისურში; 6. და საბოლოო მიზეზი, ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, გაცილებით უფრო დამაბნეველია როცა ეძებ ინფორმაციას ამ თემაზე და ორი იდენტური სტატია გხვდება და იძულებული ხარ არკვიო რატომაა გაყოფილი და რომელში რა წერია. P.S. ეს თემა გადავამოწმე ამ საკითხში კომპეტენტურ პირთან, თავად ქართველ კათოლიკე მოძღვართან და მისი მრევლის სხვა წევრთანაც, და მივიღე დასტური, რომ გაერთიანება ნამდვილად საჭიროა. --Valois 14:02, 27 ნოემბერი 2021 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით უნდა დარჩეს ცალ-ცალკე. 1. ბევრ სხვა ვიკიში ცალ-ცალკეა, მათ შორის ცალკეა ვიკისაწყობში და სხვა პროექტებში. 2. თავად ახსენებთ სხვაობას რომის და სხვა კათოლიკურ ეკლესიებს შორის, რომლებიც ცხადია პაპის პრიმატს აღიარებენ, მაგრამ მაინც ორგანიზაციული და ტრაიდიციული განსხვავები ახასიათებთ 3. ეს სტატია შესაძლოა დაეთმოს რელიგიის,, კონფესიის აღწერას, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესია კონკრეტულად ეკლესიის ორგანიზებას. ასევე ცალ-ცალკე გვაქვს კატეგორია: კათოლიციზმი და კატეგორია:რომის კათოლიკური ეკლესია. არამხოლოდ ჩვენ გვაქვს, სხვა ვიკიპედიებშიც ასეა --M. განხილვაწვლილი 17:37, 1 დეკემბერი 2021 (UTC)პასუხი
გასაგებია თქვენი მოსაზრება, თუმცა რაც შეეხება არგუმენტებს: არის ვიკიპედიები სადაც ერთია ეს სტატია, არის სადაც ცალ-ცალკეა, არარეთ დომინანტ ენაზე ერთადაა, ჩვენთან კი ცალკე კატეგორიები იმიტომ გვაქვს, რომ აქამდე ცალკე იყო ეს სტატიები. რაც შეეხება განსხვავებას კათოლიციზმსა და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული განსხვავებები თითქმის არ არსებობს მათ შორის პაპის ერთიანი პრიმატის გამო, ტრადიციული განსხვავებები კი ერთი ქვეყნის ორი სხვადასხვა კუთხის ეკლესიებს შორისაც შეიძლება იყოს და ეს არამგონია იმის საფუძველს წარმოადგენდეს, რომ მათზე ცალცალკე იწეროს, რადგან ისინი მაინც ერთ ეკლესიასა და ერთ კონფესიას ეკუთვნის, სწორედ ამიტომ აქვს სტატიას ქვეთავების ფუნქცია, სადაც შეგვიძლია რაღაც ძირითადი თემისაგან განსხვავებული, რომელიც მაინც მისი ნაწილია, განცალკევებით და უფრო სრულად დავწეროთ ამ ქვეთავში. --Valois 18:30, 1 დეკემბერი 2021 (UTC)პასუხი
მე, როგორც აქამდეც აღვნიშნე, ვემხრობი ორი სტატიის არსებობას. გიო ოქრო 11:19, 2 დეკემბერი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „კათოლიციზმი“-ზე დაბრუნება.