განხილვა:კავიანის ციხე

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში ლოკალიზაცია

ადგილმდებარეობა რედაქტირება

ეს ციხე ორჯერ აქვს აღრიცხული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, N13705 კავიანის ციხე, ქედა და N11841 ხიჭაურის ციხე, შუახევი. საქმე ისაა, რომ ხიჭაურის ციხის აღწერილობაში ის კავიანის ციხედ მოიხსენიება და სრულად ემთხვევა კავიანის ციხის იმ აღწერას, რაც გვაქვს და რომელიც ქედის მუნიც. საიტზეა. ხიჭაურის ციხის (11841) კოორდინატები ზუსტია, ხოლო კავიანისა (13075) წერია რომ კოორდინატები დასაზუსტებელია. რუკაზე ჩანს, რომ ორივე კავიანის ციხეც (დაუზუსტებელი) და ხიჭაურიც (ზუსტი კოორდინატი) ახლოსაა შუახევი ქედის საზღვართან, კავიანს 2006 მიენიჭა სტატუსი, ხიჭაურს - 2009. მოკლედ, ეს ორი ძეგლი ერთიდაიგივეა, უბრალოდ შეცდომით იყო აღრიცხული და შემდგომში დაზუსტდა --M. განხილვაწვლილი 17:08, 12 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მეც დავინტერესდი ამ ციხის მდებარეობით, მამულაძეს უწერია რომ „მდებარეობს ხიჭაურის გაღმა“-ო რუკას თუ დავხედავთ ხიჭაურის გაღმა ძალიან მარტივად შეიძლება არსებობდეს ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრე და ამიტომ დავტოვე ქედის მუნიციპალიტეტში, კატეგორია არ შევუცვალე. --Wiki - ჯაბა 17:24, 12 მარტი 2020 (UTC)პასუხი
სოფლის გაღმა არის, მაგრამ შუახევის ტერიტორიაზეა N11841 რუკის მიხედვით, კატეგორიაც შესაცვლელია და ტექსტიც --M. განხილვაწვლილი 18:19, 12 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ მაგ გვერდზე იმდენი შეცდომებია ეგ კოორდინატებიც არ მგონია სწორი. --Wiki - ჯაბა 19:45, 12 მარტი 2020 (UTC)პასუხი

რაკი დაზუსტებული წერია, არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ, სადაც სათუოა, თავად აქვთ მითითებული დაუზუსტებელი --M. განხილვაწვლილი 04:53, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

და როგორ უნდა ენდო, როცა თავად ამბობ რომ ორჯერ აქვთ აღნუსხული? მე მაგ ორგანიზაციასთან მაქვს დიდი ხნის და მჭიდრო ურთიერთობა და თავად ამბობენ რომ კოორდინატები აქვთ არეული და ასევე შეცდომებია ბევრი. რამდენიმე თვის წინ თანამშრომლობაც კი შევთავაზე მოხალისეობრივად და ველოდები პასუხს. --Wiki - ჯაბა 06:03, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

რომელიც სწორადაა აღწერილი, იმას ვენდობი. ესეც ნახე და ესეც, საკმარისი საფუძვლებია იმისთვის, რომ შუახევი მივუთითოთ და არა ქედა. ქედის მუნიციპალიტეტი სად წერია საერთოდ, მამულაძის წიგნში ქედა წერია? --M. განხილვაწვლილი 06:26, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სად წერია და სტატიაშიც არის ბმული მითითებული და კულტურული მემკვიდრეობაც წერს (ზემოთ თავად მიუთითე). მამულაძის წიგნში რომ ეწეროს დავწერდი. --Wiki - ჯაბა 06:32, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მით-უმერტეს, ლიტერატურული წყარო თუ არ გვაქვს და მხოლოდ ბმულებით თუ წყდება პირველი სტატიაში არის ქედის მუნიციპალიტეტის ბმული. ამის საპირისპიროდ არსებობს შუახევის მუნიციპალიტეტის ბმული. ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს. მეორე არსებობს ერთმანეთის გამომრიცხავი ბმულები კულტ. მემკვიდრეობის სააგენტოსი, მაგრამ ერთი, რომელიც ქედაზე მიუთითებს (1) ამბობს რომ კოორდინატი დაუზუსტებელია, (2) არ აქვს ფოტო (3) მიუთითებს რომ ციხე დანგრეულია (4) არის უფრო ძველი, 2006 წლის; ხოლო მეორე ბმული რომელიც მიუთითებს რომ შუახევში შედის (1)ამბობს რომ კოორდინატი ზუსტია (2) ახლავს ფოტომასალა (3) სადაც ჩანს რომ ციხე რეალურად არსებობს (4) არის შედარებით ახალი, 2009 წლის. ამ ორ ბმულს შორის შედარებით უფრო სანდო არის ის, რომელიც შუახევზე მიუთითებს. მესამე არსებობს აჭარის კულტ მემკვიდრეობის სააგენტოს (რომელიც ცალკე უწყებაა) ბმული, რომელიც ასევე შუახევზე მიუთითებს. ამოწურულია ჩემი აზრით ეს და შემაქვს ცვლილება, თუ გამოჩნდება უფრო სანდო ლიტერატურული წყარო, შეიცვლება შემდეგ --M. განხილვაწვლილი 06:42, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მეილი დავაგზავნე აჭარის კულტურულ მემკვიდრეობაშიც, შუახევშიც და ქედაშიც. დაველოდოთ პასუხს. თუ ვერ მივიღეტ შემდეგ ტელეფონზე დავრეკავ. --Wiki - ჯაბა 06:42, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

არაფერი არ არის ჯერ გადაწყვეტილი. გასაგებად დაგიწერე რომ ის ორგანიზაცია რომელსაც შენ ენდობი თავად ამბობს რომ შეცდომები აქვთ. დაველოდოთ პასუხს. არსად გვეჩქარება. --Wiki - ჯაბა 06:45, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის წესის მიხედვით სანამ საკითხი გადაწყვეტის პროცესშია არ ვცვლით არაფერს. --Wiki - ჯაბა 06:47, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ცვლილების განხორციელება არ შეიძლება სტატიაში? ბმულები და ინფორმაცია დავამატე. თუ საწინააღმდეგო პასუხს მიიღებ, შემდეგ შეგიძლია შეცვალო --M. განხილვაწვლილი 06:50, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

დიახ. ინფორმაციას როგორც კი მივიღებ მერე შევცვლი. მე არ ვამბობ რომ მე ვარ მართალი და შენ მტყუანი. უბრლაოდ მინდა სწორი ინფორმაცია იყოს ვიკიპედიაში. ვიკიპედია:ვიკის უყვარს ძეგლები/ძეგლების სია/აჭარა/ქედის მუნიციპალიტეტი აქ რომ ამოშალე ესეც ქედას ამბობს ხედავ? --Wiki - ჯაბა 06:52, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

აგერ წყარო, რომელიც წერს რომ კავიანის ციხე არის დანდალოში. თავი შეიკავე ვანდალიზმისაგან. --Wiki - ჯაბა 06:54, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

და მანდვე არ აქვთ გარკვეული კიდევ იმის დასტურად რომ ცდებიან. დაველოდოთ პასუხს. --Wiki - ჯაბა 06:56, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სტატიიდან ნუ შლი ცვლილებას, რომლსაც ახლავს წყარო და ბმული. როდესაც გექნება უფრო ზუსტი წყარო, მიუთითე, მაგრამ ცვლილებების წაშლის უფლება არ გაქვს --M. განხილვაწვლილი 06:57, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მოგწერე და უნდა წაიკითხო რომ წესის მიხედვით სანამ არ გადაწყდება ცვლილებები არ შეგვაქვს. --Wiki - ჯაბა 06:59, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

wikimapia.org-ზე შუახევს ეკუთვნის. თუმცა პასუხებს დაველოდები სამივე უწყებიდან. --Wiki - ჯაბა 07:19, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ლოკალიზაცია რედაქტირება

კავიანის ციხე
მდებარეობა   საქართველო
სტატუსი დანგრეული
 
 
 
 
მიშა მადლობა, მაგრამ ამ ორი რუკით სხვადასხვა მუნიციპალიტეტია. პირველი ვიკიმაპია ამბობს რომ შუახევია და მეორე რუკა ამბობს რომ ქედაა. როგორც ვიცი მუნიციპალიტეტების საზღვრები არ შეცვლილა. --Wiki - ჯაბა 07:30, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი
ეგება ამ წყაროს უფრო ვენდოთ?--Surprizi განხილვაწვლილი 07:41, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

აქ ვერაფერი გავარკვიე. მაცნე.გოვ.ჯი-ზე არაფერი იქნება ვითომ? --Wiki - ჯაბა 07:44, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ქსე-ში ვნახე: ქედის რაიონშ არაფერი წერია. შუახევის რაიონში ხიჭაურის ციხე უწერიათ. --Wiki - ჯაბა 07:48, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კავიანის (ხიჭაურის) ციხე კავიანის (ხიჭაურის) ციხე შუახევის მუნიციპალიტეტში. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ჩემი აზრით კავიანის სახელით, რომ არსებობდეს ციხე იქნებოდა შეტანილი ენციკლოპედია „საქართველო“-ში. ქსე-ში არ არის, მაგრამ არსებობს სოფელი ხიჭაური. აქედან გამომდინარე ხიჭაური და კავიანი ერთი ციხეა.--ცანგალა 08:17, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ქსე-ში არის შეტანილი შუახევის მუნიციპალიტეტის ბოლოში. კულტურის სექციაში ხიჭაურის ციხის სახელით. --Wiki - ჯაბა 08:21, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

იქვე ქედის მუნიციპალიტეტის (რაიონი) ბოლოში კულტურის სექციაში კავიანის ციხის სახელით არაფერი წერია. --ცანგალა 08:45, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

ეგ დავწერე უკვე ზემოთ. --Wiki - ჯაბა 08:48, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

@David1010: კავიანის ციხე მომხმარებელი:Surprizi Copyright. აქედან გამომდინარე სტატია დასაბლოკი კი არ არის, არამედ წასაშლელი.--ცანგალა 08:53, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სულაც არაა წასაშლელი, მასე რომ მივყვეთ ქართული ვიკიპედიის 80 % და შენი შემოტანილი სტატიების 100 % წასაშლელია. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ სტატიის მართებულ შინაარსზე, რაც თუ გაირკვა დაბრუნდება მ.-ის ცვლილებები და სტატიას ეშველება. მოკლედ სულ სხვა მიმართულებით ნუ მიგყავს განხილვები. --Wiki - ჯაბა 09:02, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

იმ 80%-ში შენი და შენი მოსწავლეების მიერ დაკოპირებული სტატიებიც არის, ხოლო რაც შეეხება ამ სტატიის ეს სტატია უნდა წაიშალოს, რადგან Copyright. იხ. ვიკიპედია:საავტორო უფლებები--ცანგალა 09:21, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სტატია არ წაიშლება სანამ არ გაირკვევა რამე. --Wiki - ჯაბა 09:25, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

სტატია გაურკვევლობის გამო კი არ უნდა წაიშალოს, არამედ ვიკიპედია:საავტორო უფლებები არის დარღვეული. ხოლო როდესაც რამე გაირკვევა კვლავ იქნეს შემოტანილი ქართულ ვიკიპედიაში.--ცანგალა 09:49, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი
მსგავსი შემთხვევა (სტატია წაშლილიყოს და უკან შემოგვეტანოს) სულ ორიოდე მახსოვს ისიც მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ საკუთარ თავზე ჰქონდათ დაწერილი სტატია. მაგ პრობლემას წაშ₾ის გარეშეც ეშველება. --Wiki - ჯაბა 10:01, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი
 
აი საკადასტორსი და ვიკიმაპიის (თანამგზავრული) რუკების შერწყმული ვარიანტი. სახელმწიფოს თვალში ციხე ქედის მუნიციპალიტეტშია.

საერთოდ მიმაჩნია რომ უნდა შემოვიღოთ წესი რუკების აწყობასთან დაკავშირებით.--Surprizi განხილვაწვლილი 11:11, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს საკადასტროსა და მაიჯეორჯიას რუკები ემთხვევა ერთმანეთს. --Wiki - ჯაბა 11:12, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი

კი, ამ კონკრეტულში ესეა, სხბაგან არ ვიცი.--Surprizi განხილვაწვლილი 11:16, 13 მარტი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „კავიანის ციხე“-ზე დაბრუნება.