განხილვა:ისრაელ-ჰამასის ომი (2023)

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა DerFuchs თემაში გადატანა

სათაური

რედაქტირება

ა-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები იკვეცება! უნდა იყოს „ღაზის“. გიო ოქრო 20:57, 7 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

  გაკეთდა.--DerFuchs მიწერა 10:24, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

თ|მუშავდება

რედაქტირება

სტატიის რედაქტირების აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას ინტენსიური და აქტუალური მსოფლიო მნიშვნელობის საკითხი. ასეთი პრაქტიკა ვიკიპედიაში არარსებობს, ამდენად თარგს ამოვიღებ. - OTOGI Messages 08:46, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ბარემ აქვე — მანქანური თარჯიმნებით წერა, განსაკუთრებით ამგვარი მნიშვნელობის სტატიებისა, არის სირცხვილი ქართული ვიკიპედიის. გიო ოქრო 15:45, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

სათაური შესაცვლელია. კონფლიქტი გაჩაღდა ორივე მიმართულებით, ამდენად სათაური უნდა იყოს მსგავსად ინგლისური ვიკიპედიისა. - OTOGI Messages 09:00, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ღაზის თავდასხმა, ცალსახად, უნდა შეიცვალოს. ჰამასის თავდასხმა ისრაელზე (2023), მემგონი, ამ ეტაპზე უფრო სწორია.--DerFuchs მიწერა 14:51, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
ისრაელ-ღაზის კონფლიქტი (2023) ხომ არა? Wiki - ჯაბა 18:56, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
რადგან კონფლიქტში ჩრდილოეთიდან ჰეზბოლაც ჩაერთო და ორივე მხარე სიტყვა „ომს“ ხშირად იყენებს, შეიძლება ისრაელ-პალესტინის ომი (2023) დავარქვათ -ზურა 6446 19:14, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
თუ შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე დღე გაგრძელდება, გადავიტანოთ. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 19:37, 8 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა - ეს არის ომი.
ოპერაციები ბოლო წლებში იყო ხშირად, და მხოლოდ გუშინწინ გამოაცხადეს რომ ესაა ომი და არა ოპერაცია.
თავს დაგვესხა ჰამასი.
ისრაელები ომებს და ოპერაციებს ყოველთვის არქმევენ სახელებს. ამ ომს ჰქვია "რკინის ხმლები".
ლელა 31.154.177.158 13:22, 9 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

გადატანა

რედაქტირება

თუ არავინ არის წინააღმდეგი სტატიას გადავიტან ღაზა-ისრაელის კონფლიქტი (2023)-ზე --ზურა 6446 20:19, 10 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ზურა, ეს ვერსია არ ყოფილა შემოთავაზებული და წინააღმდეგიც არავინ იქნებოდა. მე როგორც მახსოვს ასეთ შემთხვევაში ანბანის რიგზე უნდა დალაგდეს სახელწოდებები და უნდა იყოს ისრაელ-ღაზის კონფლიქტი (2023), თუმცა ამის მომხრეც არავინ ყოფილა. ასე რომ დაელოდე. Wiki - ჯაბა 04:22, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
ინგლისურში შეუცვლიათ უკვე სათაური და დაურქმევიათ ისრაელ-ჰამასის ომი, რაც ქართულად ასე იქნება: ისრაელ-ჰამასის ომი (2023). Wiki - ჯაბა 04:24, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
  გაკეთდა.--DerFuchs მიწერა 04:50, 11 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „ისრაელ-ჰამასის ომი (2023)“-ზე დაბრუნება.