განხილვა:თოუზის რაიონი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala თემაში სახელწოდება

სახელწოდება

რედაქტირება

რაიონის სახელწოდება ქართულად არის თოუზი და არა თოვუზი. წყარო: ქსე. --Mehman 97 12:13, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

არსებობს სტატია თოუზი, მე მგონი ერთიდაიგივეა. --Wiki - ჯაბა 17:12, 1 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
წესით იქ ქალაქზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ავტორს რაიონი აქვს აღწერილი. --Mehman 97 21:48, 1 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
ორივე სტატია ერთსა და იმავე დღესაა დაწერილი და რაიონის შესახებაა. ორივე რუსულენოვანი ვიკიპედიიდანაა თარგმნილი. თოუზის ენათშორისი ბმული არასწორადაა მიბმული ქალაქზე. ჩემი აზრით, აჯობებს ეს სტატია დავტოვოთ, მეორე კი, წავშალოთ.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 21:57, 1 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
თოუზის რაიონი დროის მიხედვით უფრო გვიან არის შექმნილი.--ცანგალა 14:44, 2 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

ჩემი აზრითაც ეს სტატია უნდა დარჩეს და რამდენიმე საათის გამო ის უპირატესად არ უნდა მივიჩნიოთ. რეალურად შერწყმის (შესარწყმელი არც არაფერია) შედეგად კვლავ ამ სტატიის შიგთავსი დარჩება (მცირე შესწორებებით). --Wiki - ჯაბა 19:48, 2 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

ქართულ ვიკიპედიაში წესის მიხედვით ყოველთვის რჩება სტატია, თუნდაც ერთი წამითაც ადრე იყოს შექმნილი (ამით მომხმარებელსაც პატივს ვცემთ). თუ წესის დარღვევა გსურთ... --ცანგალა 20:08, 2 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
არაფერი არაა წასაშლელი, მეორე სტატიის შიგთავსია შესაცვლელი. ახლა აქ აყალ-მაყალი არაა საჭირო! ვიკიმონაცემები რიგზეა, შევასწორე ყველაფერი. --Mehman 97 21:49, 2 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

მადლობა მეჰმან.--Wiki - ჯაბა 04:07, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბას. 😉 და კიდევ მომწონს მეჰმანს (რომელიც ქსე-ეს წინააღმდეგია) წყაროდ ქსე მოჰყავს. იხ. ვიკიპედია:კენჭისყრა/ქართული საბჭოთა ენციკლოპედია და ვიკიპედია, სადაც ხმა მისცა (შედეგი: ხმათა უმრავლესობით, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას აღარ ექნება ერთადერთი და უალტერნატივო წყაროს სტატუსი არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერის და არც გრამატიკის თვალსაზრისით. ). სხვა წყარო არ არსებობს? მაგ. თოვუზის ინციდენტი, კორონავირუსი და გეოპოლიტიკა (რადიო თავისუფლება 2020 წლის 14 ივლისი, კობა ლიკლიკაძე) --ცანგალა 09:25, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
როცა სხვა წყარო არსებობს (თუდაც ძველი), ჟურნალისტური სტატიები მაშინ ნაკლებად სანდოა, მითუმეტეს, არც არიან სათანადო პროფესიონალები, რომ უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა სწორად მოახდინონ. ამის ნათელი მაგალითია უხანი, რომელსაც შეცდომით ვუჰანი დაარქვა ბევრმა (ინგლ. მიხედვით), თუმცა ჩინურად გამოითქმის ისე, როგორც ამას ქსე გვეუბნება (ამასვე მოწმობს ჩინური ენის მარცვალთა გადმოცემის ახალი ინსტრუქცია). გიო ოქრო 09:39, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
P.S. იმ წესის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ ზოგი. იქ არ წერია, რომ საერთოდ არ უნდა გამოიყენო. ლაპარაკია იმ შემთხვევებზე, როდესაც უფრო ახალი წყარო არსებობს. თუმცა, ჟურნალისტური სტატიები ენციკლოპედიასთან მიმართებაში არასათანადოა, თუმდაც ახალი იყოს. გიო ოქრო 09:41, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
რიგითი ჟურნალ-გაზეთები და სტატიები არ არის სანდო წყარო. ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ. @Zangala: ბმულზე ვერ გადავდივარ, თუმცა მეეჭვება მნიშვნელოვანი იყოს. - OTOGI Messages 09:56, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
@გიო ოქრო: „იმ წესის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ ზოგი. იქ არ წერია, რომ საერთოდ არ უნდა გამოიყენო. ლაპარაკია იმ შემთხვევებზე, როდესაც უფრო ახალი წყარო არსებობს.“ (ამას ისედაც ვაკეთებდით რა საჭირო იყო წესი?) და გთხოვ, მიმითითო რომელია ახალი წყარო, რომელიც ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე მიგვითითებს? @Otogi:პირველი არხი, საქართველოს გენერალური საკონსულო აზერბაიჯანში თოვუზი წერია. mfa.gov.ge — საგარეო საქმეთა სამინისტროა. --ცანგალა 12:12, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
@Zangala: მასე რომ მივყვეთ რასაც ინტერნეტში ამოიკითხავ ყველაფერი სანდოა :). სანდოობის ხარისხი ამ შემთხვევაში დაბალია. - OTOGI Messages 12:58, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
@Zangala კი, მაგას ისედაც ვაკეთებდით :)) წიგნის აკრძალვა ვიკიში არ ხდება. გიო ოქრო 15:25, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
@Otogi:,უბრალოდ მახსენდება სხვა სახელებს რა სანდოობით შევუცვალეთ სახელები იგივე პრინციპებით პრესა-გაზეთებით, გამოცემული წიგნებით (არავითარი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების საფუძველით). ინტერნეტში სანდოობის ხარისხი ამ შემთხვევაში დაბალია — გეთანხმები. სამწუხაროდ მრავალ სტატიებს სათაურები ზუსტად ინტერნეტში მოძიებით შევუცვალეთ. სანდო არც ვიკიპედიაა.--ცანგალა 16:05, 3 ნოემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „თოუზის რაიონი“-ზე დაბრუნება.