განხილვა:ზაზა ნადირაძე (ფეხბურთელი)

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa თემაში ისევ ბრჭყალები

ისევ ბრჭყალები

რედაქტირება

და რა მნიშვნელობა ქვს სტატიაში იქნება თუ ინფოდაფაში? :) აღარც კატეგორიაში წერ და აღარც ინფოდაფაში, მაგრამ რა არგუმენტით, მაგას არ ამბობ. :) – BruTe () 09:34, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი

აღარ?? არასდროს არ გამომიყენებია არც კატეგორიაში და არც ინფოდაფაში, სანამ მე დავიწყებდი ამ თემაზე სტაიტიების შექმნას არც მანამდე მინახავს კატეგორიაში ან ინფოდაფაში ბრჭყალები, სტატიაში აუცილებელია, მაგრამ კატეგორიაშიც და ინფოდაფაშიც ბრჭყალების გამოყენების წინააღმდეგი ვარ. დათოსაც ვკითხოთ რა აზრის არის ამ თემაზე.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:55, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მოიცა, მოიცა. თუ ფიქრობ რომ კლუბები ბრჭყალებში არ უნდა ჩაისვას, მაშინ სტატიაშიც წინააღმდეგი უნდა იყო და კატეგორიებშიც. და თუ სტატიაში ბრჭყალების დაწერის მომხრე ხარ, მაშინ გაუგებარია რა მიზეზით ეწინააღმდეგები კატეგორიებში და ინფოდაფებში. არგუმენტს ვითხოვდი შენი განხილვის გვერდზე და აქაც ვითხოვ. – BruTe () 11:02, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ვკითხოთ დათოსაც და მეორე დათოსაც, ისიც კარგად ერკვევა. :) – BruTe () 11:03, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი
საერთოდ, სათაურში ბრჭყალებს არ ვიყენებთ ხოლმე, როგორც წესი. ვინაიდან კატეგორიის დასახელება პრინციპში სათაურია, გასაგებია რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ აქ ბრჭყალები. მაგრამ ინფოდაფიდან ბრჭყალების მოშორება რაღაც „ბრჭყალების დისკრიმინაცია“ უფროა ვიდრე დასაბუთებადი მოქმედება :D. ინფოდაფაც სტატიის ჩვეულებრივი ნაწილია და, რა თქმა უნდა, ბრჭყალები საჭიროა. Deu. 11:28, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ვფიქრობ ინფოდაფაში საჭიროა ბრჭყალების გამოყენება,ხოლო რაც შეეხება კატეგორიებს იქ უკვე ზედმეტად მეჩვენება--დათო1010   11:52, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ვიზიარებ კოლეგების აზრს. ვფიქრობ, ლოგიკურიცაა და სამართლიანიც.— G.G. 19:16, 2 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მე ასლამაზიშვილის პოზიციას ვიკავებ ამ შემთხვევაში, თან გამოკვეთილად. ვფიქრობ ბრჭყალები საჭირო არ არის ინფოდაფაში (ასევე ცხრილის ან ჩამონათვალის შემთხვევაში), რადგან არ არსებობს საჭიროება იმის, რომ ბრჭყალებით გამოკვეთილი იყოს სხვა ტექსტიდან გარკვეული საკუთარი სახელი. გასათვალისწინებელია ასევე ვიზუალური მხარეც, ანუ ჩემი აზრით ინფოდაფას საშინლად არ უხდება ბრჭყალები და სხვა თუ არაფერი შეგვიძლია წესად დავტოვოდ, მსგავსად სათაურისა. ასევე ვიფიქროთ იმაზეც, რომ ინფოდაფების განში გაწელვა ავიცილოთ თავიდან (ორი სიმბოლოც საქმეა). ახლა მეორე საკითხი: სად უნდა დავსვათ ბრჭყალები? განხილვაში დათომ (დეუმ ან დოიმ:)) ახსენა ბრჭყალების მოშორება, რაზეც გამიჩნდა სამართლიანი შეკითხვა - საიდან ვაშორებთ ბრჭყალებს? ბრჭყალებს რეალურად ჩვენ არსაიდან არ ვაშორებთ, იმიტომ რომ ის საერთოდაც არ არსებობს კლუბების დასახელებაში, პირიქით ჩვენ ვქმნით მათ, მაქვს შეკითხვა ასეთი: რატომ? --GagaVaa განხილვაწვლილი 07:49, 8 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ქართულ ენაში ზოგიერთი სათაურის დასახელებისას (ფილმები, ლიტერატურული ნაწარმოები და სხვა) ბრჭყალები ჩვეულებრივად იხმარება და მისი არ გამოყენება ასეთ ვითარებაში ელემენტარული გრამატიკული შეცდომაა. სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს კლუბებთან მიმართებაში არ გამოიყენება ბრჭყალები, ვინ გითხრათ ?!. სპეციალურად ჩავიხედე ქსე-ში (რომელიც უფრო კომპეტენტურია) სადაც ნათლად ათავსებს ცნობილ საფეხბურთო კლუბებს (ცხრილში, ჩვენი გაგებით ინფოდაფას), მათ შორის ბარსელონას, ინტერნაციონალეს, ბენფიკას, ნოტინგემ ფორესტს, პენიაროლსა და სხვა კლუბებს ბრჭყალებში, ხოლო შეჯიბრებების შემთხვევაში: ოქროს თავთავი, სიჭაბუკის თასი და სხვა აგრეთვე ბრჭყალებშია მოქცეული, ისევე როგორც ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები და სხვა. იცით, თუ ჩვენ არ გვინდა სუბიექტური მიზეზების გამო ბრჭყალების არ გამოყენება ეს სულ სხვა საკითხია და არც განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს საკითხი. ბრჭყალები ინფოდაფაში კონკრეტულად, ტექსტის იგივე კონკრეტული სიტვისა თუ ნაწილის გამოსაყოფად მიღებულია ქართულში, ამიტომ მისი აქ აკრძალვა ირაციონალურია. მე, პირადად ვერავინ ვერ ამიკრძალავს ინფოდაფაში ბრჭყალების გამოყენებას. ინფოდაფაში ვიყენებთ როგორც ბრჭყალებს, ისევე ფრჩხილებსაც. ახლა რაც შეეხება ტექნიკურ საკითს; რისი თქმა გინდა, რომ ეს — „“ თარგს წელავს ? :). აბსურდია. არცერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი თუ რატომ არ უნდა გამოვიყენო ბრჭყალები ინფოდაფაში. მესმის მხოლოდ ის, რომ „ჩემი აზრი ხომ უნდა გაითვალისწინოთო“, ვითვალისწინებთ, მაგრამ აზრის დასაბუთებაა საჭირო. არ გჯერათ ? ჩაიხედეთ აკადემიურ გამოცემებში. - ოთოჯი განხილვა 08:17, 8 მაისი 2014 (UTC)პასუხი
გარე აზრი - "ჩემი აზრით ინფოდაფას საშინლად არ უხდება ბრჭყალები" - თავისთავად, თქვენი აზრით. სილამაზის კრიტერიუმები სად არის? და ეს სიმბოლოები არ წელავს ინფოდაფას, იმასთან შედარებით, თუ როგორ წელავს სხვა პარამეტრი. თავად გადმოქართულებული ვერსიის პრობლემაა, ვინაიდან ინგლისური ასეთი ფართო არ არის, სიგანეში უნდა შეიკუმშოს რამენაირად. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:25, 8 მაისი 2014 (UTC)პასუხი
რადგან ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვიკისაზოგადოებამ ჩემს ტექსტში მეორეხარისხოვან საკითხებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც ძირითადი გარემოების დამატებად მოვიყვანე, კიდევ ერთხელ მარტივად დავწერ: მთავარი რაზეც გავაკეთე აქცენტი იყო, რომ ინფოდაფაში ბრჭყალების გამოყენება არ არის საჭირო რადგან (გავიმეორებ) არ არსებობს საჭიროება იმის, რომ ბრჭყალებით გამოკვეთილი იყოს სხვა ტექსტიდან გარკვეული საკუთარი სახელი. რადგან ამ შემთხვევაში ჩამონათვალთან გვაქვს საქმე. დავაკონკრეტებ, რომ ეს ყველაფერი თავის თავში არ მოიცავს იმას, რომ ბრჭყალები შეცდომაა. რაც შეეხება ინფოდაფაში ბრჭყალების გამოყენების სილამაზეს, მე არც მქონია პრეტენზია და არც გამომიხატავს, რომ ესთეტიურად ვინმეზე მაღლა ვდგავარ, უბრალოდ ჩემთვის ინგლისური ვიკიპედია ბევრად მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მაგალითად რუსული, სადაც ბრჭყალებით გადავსებულია ინფოდაფები. თუმცა სამწუხაროდ რუსული სტანდარტები ძალიან გვაქვს შესისხლხორცებული:( ესეც ჩემი პირადი აზრია, და ძალიან გთხოვთ ამისთვის ნუ მაკრიტიკებთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 05:43, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ჩამონათვალი ტექსტი, ნაწერი არ არის ? ქართული ენაზე გამართულად წერა არ არის რუსული ვიკიპედიისადმი მიბაძვა. დაუსვით ამ არააკადემიურ განხილვას წერტილი !. ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, შთაბეჭდილება რჩება, ისეთი, რომ თურმე ჩვენ ბრჭყალებს იმიტომ ვიყენებთ, რომ რუსულ ვიკიპედიაშია იგი ხმარებადი, რა სისულელეა !. ზემოთ, გულუბრყვილო არგუმენტებია მოყვანილი, მეტი არაფერი. ქართული ენა ტექსტში ითხოვს ფრჩხილებსაც და ბრჭყალებსაც და ამას გვერდს ვერ ავუვლით. აღიარეთ, რომ სუბიექტური პოზიციის გამო არ გინდათ თარგში სასვენი ნიშნების გამოყენება. აქვე, არ მაქვს სურვილი რედაქტირების ომი ვიხილო იმის გამო, რომ თარგში ბრჭყალებსა თუ ფრჩხილებს იყენებენ მომხმარებლები. ტექსტის „დაწინწკვლა“ ქართულ ენაში ჩვეულებრივი ამბავია და აქ რუსული და ინგლისური ენები არაფერ შუაშია და განსახილველიც არაფერია. - ოთოჯი განხილვა 09:02, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ეს აგრესია რითი დავიმსახურე ვერ ვგებულობ? შენი ჭირიმე თუ ნერვები არ გყოფნის არავინ გაიძულებს განხილვაში მონაწილეობის მიღებას. ძალიან გარკვევით მიწერია და გულწრფელად მიკვირს რა გახდა აქ გაუგებარი? მე არსად არ მიწერია რომ ჩამონათვალი ტექსტი არ არის, ვაკოპირებ ჩემს დაწერილს: ინფოდაფაში ბრჭყალების გამოყენება არ არის საჭირო რადგან არ არსებობს საჭიროება იმის, რომ ბრჭყალებით გამოკვეთილი იყოს სხვა ტექსტიდან გარკვეული საკუთარი სახელი. სხვა ტექსტი კი ხსენებულ ჩამონათვალში არ არსებობს, არის მხოლოდ კლუბის სახელი. მართალია, ხშირად გაუაზრებლად ვწერ, მაგრამ ვცდილობ სხვის ნააზრევს პატივი ვცე, იგივეს ვთხოვ ყველა ადამიანს.--GagaVaa განხილვაწვლილი 10:50, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
როდესაც ითხოვ, უნდა დაასაბუთო. შენ ამას ვერ აკეთებ და ჯიუტად განხილვას აგრძელებ. ეს უკვე მართლა გამაღიზიანებელია, იმის ფონზე, რომ არგუმენტები მოვიყვანე, შენსგან განსხვავებით. თითქოს ჯიბრში დგახარ. 6 კაცი, რომ გეუბნება იმასაც უნდა სცე პატივი. ასე არ შეიძლება. ეტიკეტის ნორმებს ნუ არღვევ და სიმშვიდე შეინარჩუნე. - ოთოჯი განხილვა 11:01, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
გასაგებია თქვენი პოზიცია, პატივს ვცემ ექვსივეს აზრზს და არ გამოვრიცხავ, რომ მართლები ხართ, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური (ამის აღიარების ნამდვილად არ მრცხვენია:)) და ზოგადად დაწინწკვლა დიდად არ მომდის თვალში, მაგრამ არ გამოვთქვამ მაგაზე პრეტენზიას, რადგან ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ბრჭყალების გამოყენება ქართული სალიტერატურო ნორმებით მიღებულია, აქ სხვა საკითხია, მე ვფიქრობ (და თითქმის დარწმუნებული ვარ), რომ ჩვენს შემთხვევაში (ანუ ინფოდაფაში) ბრჭყალების არ გამოყენება, გრამატიკული ნორმების დარღვევა არ არის. ეს არის სულ, მითუმეტეს, რომ თქვენ ექვსისგან განსხვავებით ბრჭყალების გამოყენების პირდაპირი წესი მეუბნება ამას:)--GagaVaa განხილვაწვლილი 11:06, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
აბა ნახე ზემოთ სანდრომ რა დაწერა, არ დაუკვირდი ალბათ, რომ ნავდაფა თუ ინფოდაფა უშუალოდ სტატიის შემადგენელი ნაწილია და მათი გამიჯვნა არ შეიძლება. სწორეთ ამ კუთხით დაიწყო ეს განხილვა. ისიც გასაგებია, რომ არ მოგწონს წინწკლები, გავიგეთ :), მაგრამ აშკარად საჭიროა მათი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში. - ოთოჯი განხილვა 11:17, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ეტყობა სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ, ასე ადამიანებისთვის აზრის მიწოდება ჯერ არ გამჭირვებია მემგონი. მეორე საკითხია ინფოდაფაში რატომ ჩაისვა ბრჭყალებში ჩიხურა და საჩხერე გარეთ დარჩა? კიდევ დაბნეულობას რომ არ ქონდეს ადგილი განვმარტავ, რომ კლუბის სახელია საფეხბურთო კლუბი ჩიხურა საჩხერე და არა საფეხბურთო კლუბი ჩიხურა. საჩხერე ბრჭყალებს გარეთ, რომელი გრამატიკული წესით გადის?--GagaVaa განხილვაწვლილი 14:48, 9 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ვეთანხმები გაგას, რაც შეეხება რუსებზე მიბაძვას, ამ სფეროში საუკეთესოები არიან, არ არსებობს ფეხბურთელს რუსეთის თუნდაც ბოლო ლიგის ბოლოადგილოსან კლუბში ეთამაშოს და იმაზე ინგლისურთან შედარებით ვრცელი სტატია არ დაეწეროთ (მეც ვცდილობ იმ ფეხბურთელებზე ვწერო, რომლებიც ჩვენს ლიგებში თამაშობენ), ისინი ბრჭყალების მაგივრად «» ამ სიმბოლოებს იყენებენ, მაგრამ არ მინახავს ინფოდაფაში გამოეყენებინოთ, ნახეთ ნებისმიერი ფეხბურთელის სტატია რუსულ ენაზე.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 15:32, 14 მაისი 2014 (UTC)პასუხი

სალამი ყველას: გაგასთან მაქვს ერთი შეკითხვა: „ჩვენს შემთხვევაში (ანუ ინფოდაფაში) ბრჭყალების არ გამოყენება, გრამატიკული ნორმების დარღვევა არ არის. ეს არის სულ, მითუმეტეს, რომ თქვენ ექვსისგან განსხვავებით ბრჭყალების გამოყენების პირდაპირი წესი მეუბნება ამას:)“ — რომელი წესი გვეუბნება ამას, რომ ინფოდაფაში ბრჭყალების არ გამოყენება, გრამატიკული ნორმების დარღვევა არ არის, შეგიძლია მიმითითოთ? — G.G. 16:52, 14 მაისი 2014 (UTC)პასუხი

იხ. ბრჭყალები--GagaVaa განხილვაწვლილი 06:56, 17 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ვიხილე, მაგრამ რა? ჯერ ერთი, მითითებული გვერდი მრავალმნიშვნელობის გვერდია, ხოლო სასვენ ნიშნებზე სტატიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ტექსტებში გამოყენება და ინფოდაფაში არგამოყენება გრამატიკულად მართებულია.
პ.ს. ასეთ წესს, ბევრიც რომ ვეძებოთ, ვერ ვიპოვით, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს, ქართულად მაინც, ყოველშემთხვევაში. მე აქ მოვრჩი. — G.G. 07:18, 17 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ნუ ართულებ. ვგულისხმობ, რომ სტატიაში წერია (და ჩემი დაწერილი არაა) ბრჭყალები იხმარება სხვადასხვა რამერუმეების გამოსაყოფად ტექსტში.--GagaVaa განხილვაწვლილი 18:41, 17 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „ზაზა ნადირაძე (ფეხბურთელი)“-ზე დაბრუნება.