განხილვა:ვივერა

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik

მოვხსენი გადამისამართება ვივერისებრნიდან ცივეტზე. რამდენად მართებულია ქართულად ცივეტი თუ ციბეტა? ქსე-ში არის ხსენებული ციბეტა, აფრიკული ციბეტა.--ცანგალა () 14:46, 15 ივნისი 2007 (UTC)პასუხი

ღმერთო ჩემო, ამასაც თუ სტატია ჰქვია!. - ოთოჯი განხილვა 11:11, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი

სტატიას რაღაც სახე მივეცი. სათაურს რაც შეეხება: „ციბეტაზე“ გადავიტანე ცანგალას მიერ ზემოთ ხსენებული არგუმენტისა და კიდევ ამ სტატიაშიც, რომელიც ქსედან არის დაწერილი, ნახსენებია „ციბეტა“. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მართებულ სახელზე გადავიტანე, რადგან აღნიშნულ სტატიაში „ვივერებიც“ არის ნახსენები. ამრიგად, გვარს (ციბეტა ან ვივერა) არა მგონია ჰქვიოდეს „ცივეტი“, რასაც მის სახეობებზე ვერ ვიტყვი დანამდვილებით. — G.G. 15:05, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი

როგორც დსე-ში წერია (ი. სოკოლოვის მიხედვით, სიტყვასიტყვით), ვივერისებრნი - ძირითადი გვარებია: გენეტა (6 სახეობა), ვივერა (3 სახეობა), ბინტურონგი (1 სახეობა), ფოსა (ერთი სახეობა), იქნევმონი (8 სახეობა), მუნგო (ერთი სახეობა), აფრიკული ციბეტა (Civettictis, ერთი სახეობა), აფრიკული პალმური ციბეტა (Nandinia, ერთი სახეობა) და სხვა. გაუგებარია ქსე-ში საიდან არის მოტანილი ვივერაც და ციბეტაც, რადგან დსე-ში ვერ ვკითხულობ. Африканская цивета ქსე-ს მიხედვით იქნება აფრიკული ციბეტა, ხოლო Циветы (და არა цивета) შესაბამისად, ციბეტა გამოდის. საერთოდ ფაქტების გარეშე ლაპარაკი არ მჩვევია. რასაც შედარებებიდან მივხვდი, არის ის, რომ ციბეტა და ვივერა ერთიდაიგივეა. რაც შევძელი ა, ბატონო, დავწერე. - ოთოჯი განხილვა 17:28, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ისე, მართალია ფეისბუკი წყარო არ არის, მაგრამ იხ.... ზოოპარკში ყოფნისას რამდენჯერ მყავს ეს საწყალი ნანახი და გალიაზე აშკარად ცივეტა წერია. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:39, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი

მართალი ხარ, ოთო. ნახე ru:Циветы, რუსულ ვიკიპედიაშიც ერთი და იგივეა: Циве́ты[1], или виверры[2] (лат. Viverra). ხოლო ჩვენი სტატია რომ ნამდვილად ციბეტებზეა, ამას მოწმობს არამარტო საერთაშორისო ბმულები, არამედ ის ფაქტიც, რომ დიდი ინდური ციბეტა ამ გვარის წარმომადგენელია აქაც და იქაც. მრავლობით ფორმაში უნდა ჩავსვათ და, ვფიქრობ აჯობებს, სტატიას სახელწოდებად „ვივერები“ შევურჩიოთ. „ციბეტებს“ მხოლოდ რუსული და ბელორუსული ვიკიპედიები წერენ, ამასთან, „დიდი ინდურ ციბეტა“ რუსულ ვიკიში ru:Большая индийская циветта გადამისამართებულია „დიდ ვივერაზე“. გადამისამართებები ყველა შესაძლო ვარიანტიდან. რას იტყვით? ჰენრის მიერ ზოოპარკში ციეტა კი ერთ-ერთი კონკრეტული სახეობის წარმომადგენელი იქნებოდა, რომელსაც „უბრალოდ ცივეტას“ ეძახდნენ, სიმარტივისთვის. რაც შეეხება ვ-ბ სხვაობას, თუ ქსე არ ტყუის, ალბათ, რუსულის გავლენით დააწერეს გალიას. — G.G. 19:18, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ, რომ უფრო მისაღები იქნება თუ ვივერა-ზე გადავიტანთ, თუმცა, როდესაც გვარზეა საუბარი მრავლობით ფორმას არ ვირჩევთ, როგორც წესი, არამედ სათაურს ფრჩხილებში ვსვავთ ხოლმე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვივერა როგორც ასეთი თავისუფალია და ვფიქრობ, უბრალოდ ვივერა-ზე, რომ გადავიტანოთ არ დაშავდება არაფერი (შდრ. გენეტა, რომელიც რუსულად იქნება Генеты, მსგავსად ამ შემთხვევისა). რას ფიქრობთ ?. - ოთოჯი განხილვა 19:37, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი
მართალია. მე რუსულში რომ ვნახე მრავლობითში, ანალოგიით ვთქვი, აქაც მრავლობითი იყოს-მეთქი. ქართულში კი მაგალითისთვის გამოდგება ძაღლი (გვარი), რომელზედაც მახსოვს, განხილვები რომ მიდიოდა, რა დაგვერქმია, რადგან ძაღლი ერქვა (შეგიძლიათ, იხილოთ ამ სტატიების განხილვის გვერდები). ბოლოს გადაწყდა ეს ფრჩხილებით დაწერილიყო და სტატია შინაურ ძაღლზე კი პირდაპირ. იყოს „ვივერა“. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — G.G. 21:35, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი
  • გაკეთდა, ძაღლი მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე, ცხოველთა გვარებზე სხვა სტატიებიც ბლომადაა მხოლობითში.— G.G. 22:15, 3 მაისი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „ვივერა“-ზე დაბრუნება.