განხილვა:დიდგორის ბრძოლა

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zolokin თემაში დიდგორის ომიდან გადმოტანილი ტექსტი
.
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!

დიდგორის ომიდან გადმოტანილი ტექსტი

რედაქტირება

ეს ტექსტი (ქვემოთ) გადმოტანილია სტატიიდან /დიდგორის ომი/, რომელიც გადმომისამართდა სწორი სათაურის უკვე არსებულ სტატიაზე. - ალ-ო () 18:13, 7 აგვისტო 2006 (UTC)პასუხი

თურქების სულთანმა შემოიერთა ყველა მაჰმადიანი მთავარი და ამირა დამასკოდან და ერაყიდან, სამხრეთში, ვიდრე სომხეთამდე, ჩრდილოეთში და საქართველოსკენ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა. იმდროინდელი უცხო მწერლების სიტყვით მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი ვითომაც 400-600 ათასი კაცისაგან შედგებოდა. ამასთანავე ეს მწერლები ერთხმად ამტკიცებენ რომ ქართველთა ჯარი რიცხვით რამდენიმეჯერ ნაკლები იყო თურქებისაზე. მტრის ჯარმა სწრაფად იარა, მოულოდნელად შმოიჭრა საქართველოში, მხარმარჯვნივ დასტოვა თბილისი და 1121 წ. 12 აგვისტოს მოადგა ქალაქ მანგლისს. თურქებს განზრახული ჰქონდათ ამ რაიონში გადაელახათ თრიალეთის ქედი და მოეწყვიტათ დავით მეფე დასავლეთსაქართველოში მდებარე მისი ძირითადი ბაზებისაგან. შემოსევის მოულოდნელობამ, ხელი შეუშალა დავითს სრულად გამოეყენებინა თავისი ძლები. მაგრამ დაყოვნება აღარ ივარგებდა და მეფემაც გადაწყვიტა დაესწრო მტრისთვის, შეეტია მისთვის მთიან-ტყიან ადგილებში. სადაც მისი ანგარიშით თურქ-არაბთა ცხენოსანი ლაშქრის სიმრავლეს უნდა დაებრკოლებინა მოწინააღმდეგის მოძრაობა და შეემცირებინა ბრძოლის უნარიანობა.

დავითმა დიდი სისწრაფით ატარა თავისი სამოცათასიანი ლაშქარი და მანგლის ჩრდილოეთით დიდგორის მთაზე შეაგება თურქებს. დიდგორის ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ქართველთა ჯარს გამოეყო და მტრის ბანაკისკენ გაემართა 200 მხედარი. თურქებს ისინი მათ მხარეზე გადასული მოღალატენი ეგონათ და დაუბრკოლებლად მიუშვეს რაზმი შუაგულ ბანაკამდე. მაგრამ გულადმა ქართველმა მეომრებმა ხმალი იშიშვლეს და დაერივნენ გაოცებულსა და დაბნეულ თურქებს, დავითმა ისარგებლა მტრის არევ-დარევით და ელვისებურად ეკვეთა მისი ლშქარი ფრთებს. მაჰმადიანთა უზარმაზარი ჯარი სასტიკად დამარცხდა. თურქებმა ბრძოლის ველზე დატოვეს დიდძალი მოკლული და დაჭრილი და გაქცევით უშველეს თავს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს და აურაცხელი სიმდიდრე და უამრავი ტყვე ჩაიგდეს ხელში. დავითის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და და სამშობლოს დამცველთა მხნეობამ სრული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს. დიდგორის ბრძოლამ დაამტკიცა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფო იყო უკვე.

ამ სტატიისთვის რუქები არ მოიძებნება?--ტრულალა () 11:59, 10 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი


მხოლოდ ინფორმაციისთვის: დ. აღმაშენებლის ეპოქის ახლებური ხედვის განხილვას საზოგადოება ახლა იწყებს. გამოვიდა წიგნი: ავტორი სოსო მარგიშვილი (ისტორიკოსი) "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ" (ომი სელჯუკთა სამყაროს წინააღმდეგ). Zangala 11:37, 14 თებერვალი 2007 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, ავტორი წიგნისა "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ" თავად დაიკარგა twenty first century-ს მითებში და თავად ვერ გაუგია ვინაა და რაა. ქართველია, ფრანგი, ეგვიპტელი, ამერიკელი, კოსმოპოლიტი თუ ბადრიჯანი? ხომ არ იცის ვინმემ? --Tavadi განხილვაწვლილი 06:52, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ავტორი წიგნისა გარდაიცვალა, თუ არ ვცდები, 2006 წელს, უეცრად, გულის შეტევით. გარდა ამისა, შოვინისტურ გამოთქმებს მოეშვით, თორემ წამოვჭირი საკითხს თქვენ დაბლოკვაზე (მაინც 2006–დან დღემდე 20–ოდე ცვლილება გაქვთ გაკეთებული). სოსო მარგიშვილი ისტორიკოსის გარდა მეომარიც იყო და აფხაზეთში იბრძოდა ომის დაწყებიდან მის დასრულებამდე. აი თქვენ კი, რადგან მადლობა ღმერთს, ცოცხლად და ჯანზე ხართ, ხომ ვერ მიპასუხებთ სად იყავით იმ დროს? ბადრიჯნის ხიზილალას ხომ არ მიირთმევდით და ტელევიზორში ახალ ამბებს ხომ არ უყურებდით სოხუმის დაცემის შესახებ?--Zolokin განხილვაწვლილი 14:52, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მომყავს ციტატები პირველივე თვილისის ფორუმიდან, რომელიც გუგლში ამ სახელის და გვარის მიცემისას ამოვარდა:

 
„მესიჯი მივიღე ფორუმელისგან რომ, ინფარქტით მოკვდა "არსენალი"-ელი Legion_cent -ი.

სოსო მარგიშვილი. არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი. მაგრამ მაგრად დამენანა თუ სიმართლეა. უამრავი "აკადემიკოსისა" და ისტორიის "სპეციალისტის" ქვეყანაში მაგან ერთადერთმა მიუძღვნა ღრმა ნაშრომი დავით IV -ეს. არ ვიცი როგორ დავწერე, მაგრამ მაგრად დამენანა. ამ ქვეყანაში ხომ ყველა ჩუმად არის და თუ ვინმემ რამე სთქვა მერე უნდა დაესივნონ და ჭკუის სწავლება დაუწყონ. ალბათ ეგ იყო მიზეზი. ხსოვნა იყოს

სოსო მარგიშვილი -ის.“
 
„ეგ სამწუხარო ამბავი მართალია.

მე როგორც გავიგე სოსო მარგიშვილი ბაქოში ვიზიტის დროს გარდაიცვალა გულით :(

ხსოვნა იყოს “
 
„ესეიგი მართლა გარდაიცვალა საწყალი? აუ მაგრად გამიტყდა :( “
 
„სოსო მარგიშვილი გარდაიცვალა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოსა და საქართველოს ისტორიის შესწავლას შეალია. ის იყო თანამედროვე მკვლევარი, თანამედროვე შეხედულებებით, რომელმაც ისტორია და სამხედრო საქმე შესანიშნავად იცოდა. შექმნა მეცნიერული ნაშრომი, სადაც მოვლენები ყოველგვარი შელამაზებისა და მითების გარეშე წარმოადგინა. მას ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, მუშაობდა შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორიაზე. წავიდა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაზე მეგობრობით, კეთილი ღიმილითა და კეთილი საქმეებით იყო გამორჩეული. “

აი ამ მართლა ბადრიჯანიჭამია "თავადზე" თუ ვინმე დაწერს რამე ამგვარს თბილისის ფორუმზე, მაშინ ვილაპარაკოთ. --Zolokin განხილვაწვლილი 21:40, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

თავადს ბრჭყალები მოხსენით, ბატონო Zolokin! მიცვალებულზე ან კარგი, ან არაფერიო, ნათქვამია. რომ მცოდნოდა გარდაცვლილზე ვსაუბრობდი, არ მოვიხსენიებდი ბატონ მარგიშვილის, აცხოვნოს უფალმა, ისე, როგორც მოვიხსენიე. ჩემს სამდურავს მომავლისკენ მივმართავ და ყველა ქართველს, რომელსაც ეფექტის მოხდენისა და ყურადღების მიქცევისათვის სიცრუის დაწერა შეუძლია საკუთარ ისტორიაზე, ბადრიჯანს ვუწოდებ. რაც შეეხება საკითხს, თუ სად ვიყავი აფხაზეთის ომის დროს, გაგაწბილებთ და უპასუხოდ დაგტოვებთ, ვინაიდან ფორუმებზე მეომრული სულისკვეთების მტკიცება და წარსული გმირობებით ტრაბახი არამხედრულია და თავადისთვის შეუფერებელი.--Tavadi განხილვაწვლილი 08:00, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

სოციალური სტატუსი, რომელიც შესაძლოა ვინმეს ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ჰქონდა, არც ჩემთვის და არც ხალხისთვის მთავარი არ არის – ყველამ კარგად ვიცით რა შემთხვევაში ითქმება – "... ცუდია გვარიშვილობაო". შადიმანიც და ნიკოლოზიც ორივე ბარათაშვილები იყვნენ და რა მერე? ან რა შემატა შადიმანს ბარათაშვილობამ ან რა დააკლო ნიკოლოზს? მთავარი სხვაა: ადამიანის, ამ შემთხვევაში, ისტორიკოსის შრომა უნდა შეაფასოთ მისი რეალური ღირებულებით და არა იმით, ვინ რომელი ხილ–ბოსტნეულის ასოციაციას გამოიწვევს თქვენში. თქვენ არ ჩანხართ ის პიროვნება, რომელმაც ასეთი რამ უნდა აკადროთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ სხვას. იმის დასაბუთებას კი გთხოვთ, რომ სოსო მარგიშვილი, თურმე, თავის ნაშრომს წერდა ეფექტის მოხდენისა და ყურადღების მიქცევისათვის, თანაც, სიცრუეს. ახლა მე მოვიტან ორი ცნობილი ისტორიკოსის შეხედულებას ს. მარგიშვილის ნაშრომზე და მერე თქვენ მოიტანეთ საწინააღმდეგო აზრი, მხოლოდ იმავე რანგის და ავტორიტეტების ისტორიკოსების (ისტ. მეც. დოქ., პროფ. აკად.), თუ ასეთი აზრი არსებობს.

 
„ამ ცოტა ხნის წინ კი ჩემს ხელთ აღმოჩნდა სოლიდური წიგნის ხელნაწერი, რომელშიც ამოვიკითხე ამომწურავი პასუხები ყველა ზემოხსენებულ კითხვაზე, რომელიც თითქმის ოცდახუთი წელია, რაც მაწუხებს. კიდევ მეტი, ამ ნაშრომში ბევრი სხვა ისეთი კითხვაც არის პირველად დასმული და პასუხგაცემული, რომელიც სრულიად ახლებურ შუქს ჰფენს საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას, დიდი დავით აღმაშენებლის მეფობით რომ იწყება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წიგნი დავით აღმაშენებლის სამხედრო პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ აქამდე არ დაწერილა ... ძველი ქართული, აღმოსავლური და ევროპული წერილობითი წყაროების მონაცემთა ოსტატური ანალიზი ავტორს საშუალებას აძლევს წარმოადგინოს XI-XII საუკუნის საქართველოს რეალისტური სურათი წინააზიაში არსებული სიტუაციის ასევე რეალისტურად დახატულ ფონზე და არა ლამაზი სიტყვებით, არამედ ფაქტებით გვაჩვენოს, რომ დავით აღმაშენებელი მართლაც გენიალური პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო. იულონ გაგოშიძე, რედაქტორის შესავალი წერილი ს. მარგიშვილის წიგნზე "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ"
 
„ქართული საზოგადოების რეაქცია სოსო მარგიშვილის მონოგრაფიაზე არ იყო ცალსახა და ერთგვაროვანი: საზოგადოების ერთმა, მოაზროვნე ნაწილმა გაიგო და მიიღო ავტორის ნააზრევი, როგორც ახალი სიტყვა ქართულ ისტორიოგრაფიაში (იხ. დავით მუსხელიშვილი, რეცენზია ს. მარგიშვილის წიგნზე "საინტერესო მონოგრაფია" დიდგორის ბრძოლის შესახებ, გაზ. "რეზონანსი", 51, 27.02.07), მეორე ნაწილმა კი ... უკადრისი იკადრა . საბედნიეროდ, ასეთები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ უმცირესობა ხშირად მოძალადის როლში გამოდის ხოლმე. იულონ გაგოშიძე, რედაქტორის შესავალი წერილი ს. მარგიშვილის წიგნზე "შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში"
 
„2006 წელს გამოქვეყნდა ... ფრიად საყურადღებო, ვრცელი მონოგრაფია დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ, ეს გამოკვლევა გამოირჩევა პრობლემისადმი მიდგომის ფართო თვალსაწიერით და დიდძალი ევროპული და აღმოსავლური პირველწყაროებისა და სპეციალურ მედიევისტური ლიტერატურის საფუძველზე რიგი საკითხების ახლებურად დასმით და გადაჭრით. დავით მუსხელიშვილი, ბოლოსიტყვაობა გარეკანზე ს. მარგიშვილის წიგნზე "შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში"

იქვე დავით მუსხელიშვილი სოსო მარგიშვილს აფასებს, როგორც დიდი ერუდიციის სპეციალისტს და ფრიად ნიჭიერ ისტორიკოსს.

ახლა მე გთხოვთ მოიტანოთ საწინააღმდეგო აზრი, სადაც ს. მარგიშვილის ნაშრომი შეფასებულია, როგორც სიცრუე, ეფექტის მოხდენისა და ყურადღების მიქცევისათვის დაწერილი. იმ ისტორიკოსებს, რომლებიც ვითომდა ელიტარულ "ჩაეპიტიებზე" ქილიკობენ, როგორც ჩანს არც ერუდიცია და არც გამბედაობა არ ჰყოფნით იმისა, რომ ნაშრომზე ისაუბრონ და გულს მხოლოდ ცინიკური გულისფხანით იოხებენ. გთხოვთ დაწეროთ კონკრეტულად და არ გავცდეთ კორექტულობის ფარგლებს, ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებით და მხოლოდ თემის ირგვლივ.— Zolokin განხილვაწვლილი 16:18, 16 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

რუქებია საჭირო

რედაქტირება

კარგი თემაა მარა ჩემის აზრით რუქებია საჭირო და კიდევ აღარ მახსოვს სადღაც ვნახე ამ ბრძოლის გეგმა(ნახატად)აი ეგეც რო იყოს მაგარი იქნებოდა.და კიდევ კარგი იქნება ტუ თანამედროვე შეხედულებებ ჩაამატებდი იმ წიგნის მიხედვით,რაც წინა მონაწილებ აღნისნა ინფორმაციის სახიტ(თუმცა შეიძლება არცაა ღირსი ეგ ნაშრომი)

სტატია რედაქტირებისთვის თავისუფალია და შეგიძლიათ უყოყმანოდ შეიტანოთ ცვლილებები/დამატებები. ვიზუალურ მასალას თუ მოიძიებთ კარგი იქნება. - ალ-ო / 10:39, 28 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

მემატიანე წერს ”აგჳსტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა” [1] და რამდენად გამართლებულია სტატიაში თბილისის ახლოს რომ წერია? დიდგორის მტა ორია: ერთი თბილისთან, სოფელ დიღომთან დიდგორი (საწკეპელა-სათოვლიის ქედი) და მეორე მანგლისთან დიდგორი (თრიალეთის ქედი) და ბრძოლა ამ უკანასკნელთან გაიმართა. აქედან გამომდინარე მანგლისის ახლოს ხომ არ უნდა ეწეროს? --გრიგოლ 08:10, 27 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ლოგიკურია, თუმცა აქ თბილისის, როგორც იმდროინდელი საამიროს სიახლოვეა ხაზგასმული და მეტი არაფერი. ყოველშემთხვევაში ასე უნდა იყოს ჩემის აზრით. R. 09:16, 27 ივლისი 2009 (UTC)
  გაკეთდა--ცანგალა () 13:11, 27 ივლისი 2009 (UTC)პასუხი
გვერდ „დიდგორის ბრძოლა“-ზე დაბრუნება.