განხილვა:ანიმაცია
საერთოდ თანამედროვე საზოგადოებაში და სამყაროს უმეტეს ნაწილში გამოიყენება ’ანიმაცია’ და არა ’მულტიპლიკაცია’. ნუ დაგვავიწყდება, რა პრინციპული განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის. მიუხედავად ამისა, ვიკიპედიაში არ შეიძლება იყოს ორი ტერმინი.
ანიმაციური ფილმი - ეხება როგორც ნახატ, ასევე თოჯინურ და 3D და სხვა ტექნიკაში შესრულებულ ფილმებს. იგივე ეხება მულტფილმსაც.
უკანასკნელ ხანს საქართველოში ცოტა (და სამართლიანადაც) იყენებს ტერმინს ’ანიმაციური ფილმი’ (გაცოცხლებასთან უფრო არის ახლოს). ორი ტერმინის არსებობით ვიკიპედიაში დომხალი დატრიალდება. ამიტომ უნდა იყოს ერთი. ფუნქციურად საბჭოთა დროის ფილმების ანიმაციური ფილმებია და არა მხოლოდ მულტიპლიკაციური.
უნდა საბოლოოდ დადგინდეს, რომელი დარჩეს. იმიტომ რომ არ შეიძლება არსებობდეს ორი - ანიმაციური და მულტიპლიკაციური ფილმი.
თუ საუბარი იქნება შერწყმაზე, მაშინ ძირითად სტატიებში (როგორიც არის ’ანიმაცია’) უნდა ეწეროს, რომ ამ დარგს მეორე სახელწოდებაც აქვს (მულტიპლიკაცია). რომელიც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენება. — BH განხილვაწვლილი 15:43, 24 ივლისი 2011 (UTC)
უფრო ჩამოყალიბებულად
რედაქტირებაეს გუშინდელი ჩემი პოზიციაა. ამას შემიძლია დავუმატო ერთი რამ, რაზეც საბოლოოდ ჩამოვყალიბდი პირადად მე (და ვფიქრობ. ეს ჩემი პოზიციის უფრო ნათელი გამოხატვაა):
სიტყვა ’მულტფილმი’ უნდა შეიცვალოს სიტყვა ’ანიმაციური ფილმით’ და შესაბამისად, მულტიპლიკაცია - ’ანიმაციით’.
მიზეზი: რათა არ მოხდეს ვიკიპედიაში გარკვეული აღრევა. ანუ ვიღაც დაწერს თავის სტატიაში ’1990 წლის მულტფილმი’, ვიღაც დაწერს - ’1990 წლის ანიმაციური ფილმი’. იგივე ეხება კატეგორიებს. უნდა იყოს ერთი ვარიანტი ყველა შემთხვევაში.
რატომ არის მულტფილმი ანიმაციური ფილმი: ტექნოლოგიურად წარმოების პროცესი ერთი და იგივეა. განსხვავდება მხოლოდ სახელი. თუკი ’მულტფილმი’ ნიშნავს ’გამრავლებას’, ’ანიმაცია’ ნიშნავს 'გაცოცხლებას’. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მულტიპლიკატორს თავში მხოლოდ გამრავლება უტრიალებს ან ანიმატორს - მხოლოდ ნახატის გაცოცხლების ამოცანა.
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ’მულტფილმი’: ვშიშობ, რომ ამ საკითხში ვიკიპედია უკვე უძლურია და თავის სტანდარტებს ვერ დაამკვიდრებს. ის, რომ ჩვენ ამ ტერმინს გამოვიყენებთ, არ ნიშნავს, რომ მას ვინმე მასშტაბურად გამოიყენებს. დღევანდელ გარემოებაში ანიმაციური ფილმი სწორედ ის ტერმინია, რომელსაც იყენებს მოსახლეობის უმეტესი რაოდენობა - და ეს არ არის შეცდომა. ისეთი პირი უჩანს ამას, რომ მაქსიმუმ 90-იანებში დაბადებული თაობა თუ გამოიყენებს სიტყვა ’მულტფილმს’. რაც არ ეხება 2010-იანებში დაბადებულებს. შეიძლება, ეს ნაკლებად აინტერესებდეს ვინმეს, მაგრამ ვთვლი, რომ დრომოჭმული ტერმინია. მით უმეტეს, რომ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია შემორჩენილი.
ამიტომ ვთვლი, რომ ’მულტიპლიკაცია’ და ’მულტფილმი’ უნდა ამოღებული იქნას, არის გამონაკლისები, როდესაც მათი გამოყენება უნდა მოხდეს - მაგრამ მხოლოდ საბჭოთა დროის გარკვეულ მოვლენებთან მიმართებაში. თუმცა, ის, რომ ’წუნა და წრუწუნა’ გადაიღეს საბჭოთა დროს, არ უნდა ნიშნავდეს, რომ იგი აუცილებლად მულტფილმია. მოკლედ, გამონაკლისები ასეთი უნდა იყოს:
ყველა მულტფილმს ეწოდოს ანიმაციური ფილმი. მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენოთ სიტყვა ’მულტფილმი’. ასეთი შემთხვევებია:
- ინფორმაცია რომელიმე საბჭოთა პერიოდის ფესტივალზე (მულტფილმების ფესტივალი, ანუ მისი ოფიციალური სახელი იმ პერიოდში
- რომელიმე პიროვნების ციტირება, სადაც ნახსენებია სიტყვა ’მულტფილმი’ (ორიგინალურ ტექსტში ამ სიტყვას ვერ შევცლით)
- საბჭოთა პერიოდის სტუდიების ოფიციალური სახელები (ესა და ეს მულტიპლიკაციური სტუდია)
მოგეხსენებათ (შეამჩნევდით), რომ ანიმაციასთან დაკავშირებულ სტატიებზე ძირითადად 2 კაცი ვმუშაობთ, მაგრამ საკითხი გადასაწყვეტია ერთხელ და სამუდამო. ბოლო პერიოდში ვმუშაობ კატეგორიების დახარისხება-გასწორებაზე და ამიტომ მჭირდება, რომ ყველა შეთანხმდეს ერთ ვერსიაზე. თავისთავად, აქვე დავამატებ იმასაც, რომ თუ საბოლოოდ გადაწყდება, რომ ერქმევა ’მულტფილმი’, მე უარზე არ ვიქნები. მიუხედავად ჩემი პირადი პოზიციისა, ჩემთვის უმჯობესია და მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს 1 სტანდარტი და მორჩა.
ანუ გახსოვდეთ:
- თუ იარსებებს ტერმინები „მულტიპლიკაციური ფილმი/მულტფილმი/მულტიპლიკაცია“, ვერ იარსებებს ტერმინი „ანიმაციური ფილმი/ანიმაცია“ და პირიქით.
აქვე გთავაზობთ კენჭისყრას. — BH განხილვაწვლილი 11:58, 25 ივლისი 2011 (UTC)
გამონაკლისი: ანიმე
რედაქტირებაეს წესები არ ვრცელდება ჟანრ ანიმეზე. ტექნიკურად ამ ჟანრის ფილმები ანიმაციურია, მაგრამ მთელ მსოფლიოში ცნობილია ანიმეს სახელწოდებით - თავისი ზოგადი სპეციფიკის გამო. იგივე წესი ვერ გავრცელდება ანიმაცია/მულტიპლიკაციაზე, ვინაიდან, როგორც ითქვა, ტექნიკურად ორივე იდენტურია, სხვა სპეციფიკა არ აქვს. — Floydgeo განხილვაწვლილი 17:36, 26 აგვისტო 2011 (UTC)
კენჭისწყრა
რედაქტირებაანიმაციური ფილმი/ანიმაცია
რედაქტირება- (მომხრე) — BH განხილვაწვლილი 11:58, 25 ივლისი 2011 (UTC)
- (მომხრე)--David 15:49, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე) ანიმაცია ჯობია აშკარად, თან კატეგორიები ძალიან აირია ამის გამო --Tornike 16:33, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე) — G.G. 17:14, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე) --M. განხილვაწვლილი 17:29, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე).ლოგიკურია, მიღების შემდეგ ცალკე წესად გავაფორმებ.--გიორგი; 17:40, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე) --Otogi განხილვაწვლილი 18:08, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- (მომხრე) — GIO→13 (გ) 20:32, 26 აგვისტო 2011 (UTC)
მულტიპლიკაციური ფილმი/მულტფილმი/მულტიპლიკაცია
რედაქტირებანეიტრალური
რედაქტირებაგანხილვა
რედაქტირებააქ განვიხილოთ ეს საკითხი, საჭიროების შემთხვევაში. — Floydgeo განხილვაწვლილი 15:59, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- გიორგი, ანუ რაც აქ წერია, გადაამუშავებ და ცალკე წესად გააფორმებ - ამას გულისხმობ? — Floydgeo განხილვაწვლილი 18:09, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- + ამას მაინც უნდა მივაწერო, რატომ გავაკეთე გამონაკლისები (ზევით წერია, რა შემთხვევაში უნდა დაიშვას) - ანუ ვთვლი, რომ რაღაც ღონისძიებების (ვთქვათ) სახელწოდებებში ’მულტიპლიკაცია’ უნდა დარჩეს (საბჭოთა პერიოდის), მაგრამ ფილმებს მაინც ანიმაციური უნდა ეწოდოს, განურჩევლად იმისა, როდის იქნა გადაღებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კანონი არ გამოცემულა, არიქა და აღარ არის მულტიპლიკაციური ფილმებიო. არც პირიქით. უბრალოდ ალბათ მიხვდით, რომ ’ანიმაციის’ გამოყენების ინიციატივა შემოვიტანე, ვინაიდან დღესდღეობით ეგ თქვენი (ჩვენი) ’მულტი-პულტი’ ამოძირკვულია და კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი. — Floydgeo განხილვაწვლილი 18:12, 26 აგვისტო 2011 (UTC)
- არა, ცალკე წესად არ გამოვა. დათოს რომ აქვს, ვიკიპედიის დადგენილებები, იქ შეიძლება შევიტანოთ. როგორც შევთანხმდით და როგორც დათო გვპირდება, ეს გვერდი ვიკიპედიის გვერდად უნდა იქცეს.—G.G. 18:19, 26 აგვისტო 2011 (UTC)
დიდი მადლობა ყველას, ვინც იაქტიურა. ჯერ-ჯერობით, ვინც შემოიხედავს, დაამატოს ხმები. ხმათა უმრავლესობა აშკარად არის :) ამიტომ ამ დღეებში მივხედავ საკითხს. — Floydgeo განხილვაწვლილი 08:34, 27 აგვისტო 2011 (UTC)
en:Animated cartoon - ეს როგორ იქნება ქართულად?--ცანგალა (გ) 17:05, 24 მაისი 2009 (UTC)
ალბათ „ანიმაციური მულტფილმი“--დათო_დათო (გ) 18:24, 24 მაისი 2009 (UTC)
„ანიმაციური ფილმი“ - ხომ არ ჯობია ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:26, 16 აგვისტო 2011 (UTC)
თოჯინური კინო
რედაქტირებასაერთოდ, ანიმაცია ძირითადია, მაგრამ თოჯინურ კინოზე პრინციპში, ცალკე სტატიაც დაიწერებოდა. en:Stop motion — Henry McLean განხილვაწვლილი 10:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)