განხილვა:ალექსანდრე ვალევსკი
აი კიდევ ერთი სტატია, ალექსანდრე ვალევსკი. ვიკიპედიის სხვაენოვან სტატიებთან თქვენ დააკავშირეთ. მე ეგ არ ვიცი. ესეც კარგი სტატია გამოვიდა.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 22:20, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)
სექციებად დაყავით და კარგი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 22:21, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)
გარდა ამისა
ნაპოლეონ ბონაპარტისა და მარია ვალევსკას ვაჟი, XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი და პოლიტიკოსი გრაფი ალექსანდრე ვალევსკი, რომლის ღვაწლიც ორი ქვეყნის, პოლონეთისა და საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოებით დაფასდა და რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაეწერა ევროპული დიპლომატიის ისტორიაში
ეს არ არის ვიკიპედიური თხრობა. რატომ?
- „ნაპოლეონ ბონაპარტისა და მარია ვალევსკას ვაჟი“ - უკვე ვიცით და რა აუცილებელია ამის მითითება?
- „XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი და პოლიტიკოსი“ - თუ ასეა, წყაროა მოსაყვანი, სადაც ხალხი წერს, რომ გამორჩეულია.
- „რომლის სახელიც სამუდამოდ ჩაეწერა ევროპული დიპლომატიის ისტორიაში“ - არ არის ესეც ვიკიპედიური.
საქმე იმაშია, რომ ენციკლოპედიური სტილი ერთია, მაგრამ ვიკიპედიური სტილი სხვაა. --H.McC. (მომწერეთ) 22:23, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)
გავაკეთე რედაქტირება თქვენი შენიშვნების გათვალისწინებით. მე მგონი, ახლა კარგია.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 22:39, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)
ეს სტატია ალექსანდრე ვალევსკი არავითარ შემთხვევაში არ არის არაენციკლოპედიური. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მის შესახებ სტატია ძალიან ბევრ ევროპულ ვიკიპედიაშია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს სტატია წასაშლელია. წაშლის კრიტერიუმად ის არ გამოდგება, რომ ჩვენ, ქართვლები, მას ნაკლებად ვიცნობთ. ქართული ვიკიპედია ქართულ ისტორიულ-კულტურულ ჩარჩოებში არ უნდა ჩაიკეტოს. ეს სტატია ძალიან კარგი შენაძენია ქართული ვიკიპედიისთვის. დაგუგლეთ და ნახავთ, რომ მის შესახებ სტატიები არის ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ, გერმანულ, რუსულ და კიდევ რამდენიმე სხვაენოვან ვიკიპედიაში. ქართული ვიკიპედია საერთაშორისო თემატიკის მასალებით არის შესავსები.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 13:29, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
პაატა, იქნებ ახსნა, რატომ თვლი ამ სტატიას წასაშლელად. თხრობის სტილშია რაღაცეები ჩასასწორებელი უბრალოდ. --H.McC. (მომწერეთ) 13:37, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
თხრობის პუბლიცისტური სტილი მე ახლახანს ჩავასწორე. გარდა ამისა, დავამატე კიდევ ერთი ქართულენოვანი წყარო. ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე ვაცხადებ, რომ ეს სტატია უნდა დარჩეს ვიკიპედიაში. არგუმენტები იხ. ჩემს წინა კომენტარში. არავითარი არგუმენტი იმისა, რომ სტატია წასაშლელია, არ არსებობს. ალექსანდრე ვალევსკიზე არის სტატიები ძალიან ბევრ ევროპულ ვიკიპედიაში და საქართველოში რომ მას ნაკლებად ვიცნობთ, ეს არგუმენტი არ არის. ასე რომ რედაქტორის თვალსაზრისი, ამ სტატიაში განხილული თემა არაენციკლოპედიურია, ნამდვილად არასწორია.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 14:02, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
მე მოვხსენი სტატიას ”სტატიაში განხილული თემა არაენციკლოპედიურობის გამო წასაშლელის” სტატუსი. ეს ყოვლად არაობიექტური შეფასება იყო. გთხოვთ დაადასტუროთ სტატია - გავარღვიოთ ვიწრო ეროვნული ბარიერი და გავიდეთ საერთაშორისო თემატიკის ასპარეზზე. მითუმეტეს, რომ პარიზის კონგრესი გარკვეულწილად საქართველოს და კავკასიასაც ეხებოდა და ეს საკითხი სწორედ ვალევსკიმ დასვა.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 14:26, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
მე ერთ რაღაცას ვიტყვი - პაატა უნდა ხედავდეს, რომ ეს სტატია 5 წუთის წინ შექმნილი არ არის და განხილვაც კი გვაქვს გახსნილი. წასაშლელის თარგი ჩასვა - ეს ერთი სადავო საკითხია. უფრო გაუგებარი არის, თუ რატომ არ დაწერა განხილვაში, რა სჭირს ამ სტატიას წასაშლელი. --H.McC. (მომწერეთ) 14:52, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
- ქეთი სწორად მოიქეცით წასაშლელის სტატუსი რომ წაუშალეთ. --ჯაბა ლაბაძე 14:56, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
- წაშლა ადვილია, 1 დაკლიკება სჭირდება, ხოლო სტატიის შექმნას დრო და ენერგია სჭირდება. უპასუხისმგებლოდ წაშლის თარგი არ უნდა ჩაისვას სტატიაში (ან სხვა მსგავსი თარგები გნებავთ). თუ რომელიმე რედაქტორი მსგავსი შემთხვევების დროს მიიჩნევს, რომ სტატია წასაშლელია, გთხოვთ გახსენით განხილვა და დაასაბუთეთ რატომ არის ესა თუ ის სტატია წასაშლელი. რამდენიმე ხარვეზის გამო სტატიის წაშლა ასე არ ღირს, მითუმეტეს რომ მომხარებელი ახალია და ჯერ ბევრი რამ არ იცის. მას უნდა დავეხმაროთ და მივცეთ რჩევები. – ოთოჯი / მომწერე 15:28, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
ახალი მომხმარებელი კი ვარ, მაგრამ ხუთი ახალი სტატია შევმატე უკვე ვიკიპედიას. ერთი სტატიის რედაქტირებაც გავაკეთე. ამ სტატიას კი რედაქტორი ხარვეზების გამო კი არ მიიჩნევდა წასაშლელად, არამედ სტატიის თემის არაენციკლოპედიურობის გამო, ეს არგუმენტი კი კრიტიკას ვერ უძლებს, არგუმენტაციის ობიექტურად არარსებობის გამო. თორემ საქმიან და პრაქტიკულ შენიშვნებს მე ყოველთვის ვითვალისწინებ. მადლობა მხარდაჭერისთვის--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 17:12, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)