აბრამ განიბალი

(გადამისამართდა გვერდიდან განიბალი, აბრამ)

აბრამ (იბრაგიმ) პეტრეს ძე განიბალი (დ. დაახლ. 1696, აბისინია — გ. 14 მაისი, 1781, სუიდა, გატჩინის რაიონი, რუსეთის იმპერია) — რუსი სამხედრო ინჟინერი, გენერალ-ანშეფი (1759). ალექსანდრე პუშკინის პაპის (დედის მხრიდან) მამა.

აბრამ (იბრაგიმ) პეტრეს ძე განიბალი
Абрам (Ибрагим) Петрович Ганнибал

დაბადების თარიღი დაახლ. 1696
დაბადების ადგილი აბისინია [1]
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1781 (85 წლის)[2][3]
გარდაცვალების ადგილი სუიდა, გატჩინის რაიონი, რუსეთის იმპერია[4]
ჯარის სახეობა არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1714–1727
1730–1733
1740–1762
წოდება გენერალ-ანშეფი
ბრძოლები/ომები War of the Quadruple Alliance
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი[5] და წმინდა ანას ორდენი[6]

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობით ეთიოპი თავადის ვაჟი. 7 წლისა თურქებმა მძევლად წაიყვანეს. 1706 რუსეთის ელჩმა კონსტანტინოპოლში ს. რაგუზსკიმ პეტრე I-ს აჩუქა. 1707 წელს მონათლეს და ნათლიის პეტრე I-ის პატივსაცემად პეტრე დაარქვეს, მაგრამ 1737-მდე საბუთებში აბრამ პეტრეს ძედ იხსენიება. შემდგომში მიიღო გვარი — განიბალი. 1706–1717 წლებში განიბალი პეტრე I-ის კამერდინერი და მდივანი იყო. 1717–1723 წლებში სამხედრო საინჟინრო საქმეს სწავლობდა საფრანგეთში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა საინჟინრო სამუშაოებს. 1726 დაწერა წიგნი სამხედრო საინჟინრო ხელოვნებაზე. 1727–1731 გადასახლებული იყო ციმბირში. ელისაბედის დროს აღიდგინა დაკარგული უფლებები და დაწინაურდა. 1737 მეორე ცოლთან შეეძინა ვაჟი — ოსიპი (ა. პუშკინის პაპა). ა. პუშკინმა თავისი დიდი პაპის სახე დახატა მოთხრობაში „პეტრე დიდის ზანგი“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
The Peerage
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-05-06 საიტზე Wayback Machine. · Брокгауза и Ефрона · Малый Брокгауза и Ефрона · Новый энциклопедический словарь · Русский биографический
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
Find a Grave · WikiTree
  1. Гнамманку, Дьёдонне Abraham Hanibal – l’aïeul noir de Pouchkine, Abraham Hannibal, Pushkin’s African Ancestor: l’aïeul noir de Pouchkine — Париж: 1996. — С. 15–25.
  2. Гнамманку, Дьёдонне Abraham Hanibal – l’aïeul noir de Pouchkine, Abraham Hannibal, Pushkin’s African Ancestor: l’aïeul noir de Pouchkine — Париж: 1996. — С. 183–184.
  3. Большая российская энциклопедия — Большая российская энциклопедия, 2004. — Т. 6. — С. 386–387. — ISBN 978-5-85270-320-0
  4. Ганнибал А. С. Ганнибалы: Новыя данныя для ихъ біографій. // Пушкин и его современники. Вып. 19/20. — Комиссия для издания сочинений Пушкина при Отделении русского языка и словесности Императорской академии наук, 1914. — С. 270–309.
  5. Ганнибал А. С. Ганнибалы: Новыя данныя для ихъ біографій // Пушкин и его современники. Вып. 17/18.Комиссия для издания сочинений Пушкина при Отделении русского языка и словесности Императорской академии наук, 1913. — С. 246.
  6. Гнамманку Д. Абрам Ганнибал: чёрный предок ПушкинаМосква: Молодая гвардия, 1999. — ISBN 5-235-02335-8