განაპირა ზღვა

(გადამისამართდა გვერდიდან განაპირა ზღვები)

განაპირა ზღვა — კონტინენტებთან მიბჯენილი ზღვა, რომელიც ოკეანეებისაგან სუსტად არის განცალკევებული ნახევარკუნძულებითა და კუნძულებით. განაპირა ზღვები განლაგებულია ჩვეულებრივ შელფსა და კონტინენტურ კალთაზე, ზოგჯერ იკავებს ოკეანის ღრმაწყლიან არეს. ამ ზღვების ყველა თავისებურებაზე (ფსკერული დანალექების ხასიათი, კლიმატური, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ორგანული სიცოცხლე) დიდ გავლენას ახდენს როგორც კონტინენტი ისე ოკეანე. ტიპური განაპირა ზღვებია: ბარენცის ზღვა, კარის ზღვა, ლაპტევების ზღვა, ლაზარევის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა, ჩუკოტკის ზღვა, ნორვეგიის ზღვა, ბელინსგაუზენის ზღვა, კოსმონავტთა ზღვა, დეივისის ზღვა, სომოვის ზღვა და სხვა.

ნორვეგიის ზღვა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება