გამბურცევის მთები

გამბურცევის მთები — ყინულქვეშა მთები აღმოსავლეთ ანტარქტიდის ცენტრალურ ნაწილში. მთები გავრცელებულია 1200-1300 კილომეტრზე. სიგანე 200-500 კილომეტრი, ცნობილი ყველაზე დიდი სიმაღლეებია 2990 მეტრი და 3390 მეტრი. მათ ზემოთ ყინულის სისქე 600 მეტრს აღწევს. აღმოაჩინა რუსეთის ექსპედიციამ 1958 წელს. სახელი ეწოდა გრიგოლ გამბურცევის პატივსაცემად, რადგანაც აღმოჩენილ იქნა მის მიერ შემუშავებული სიღრმული ზონდერების სეისმური მეთოდით.

გამბურცევის მთები
კოორდინატები: 80°30′ ს. გ. 76°00′ ა. გ. / 80.500° ს. გ. 76.000° ა. გ. / -80.500; 76.000
ქვეყანა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე 3390 
ფართობი 300,000 კმ²
სიგრძე 1200-1300 კმ
სიგანე 200-500 კმ
გამბურცევის მთები — ანტარქტიდა
გამბურცევის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება