გამანადგურებელი რალფი

გამანადგურებელი რალფი (ინგლ. Wreck-It Ralph) — 2012 წლის ამერიკული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.[3] იგი გადაიღო სტუდია Walt Disney Animation Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Pictures.[4] ეს არის უოლტ დისნეის ანიმაციური რიგით 52-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი წარმოადგენს მიძღვნას ვიდეო თამაშების 30-ზე მეტი ხნის ინდუსტრიის პერიოდისადმი. სიუჟეტის მიხედვით, თამაშების ბოროტი პერსონაჟი რალფი გადაწყვიტავს გმირად ქცევას. იგი მოგზაურობს სხვადასხვა თამაშში და უნდა გადაარჩინოს თამაშების სამყარო.

„გამანადგურებელი რალფი“
რეჟისორი რიჩ მური
პროდიუსერი კლარკ სპენსერი
ისტორია რიჩ მური
ფილ ჯონსტონი
ჯიმ რერდონი
როლებში ჯონ კრისტოფერ რაილი
სარა სილვერმენი
ჯეკ მაკბრეიერი
ჯეინ ლინჩი
მუსიკა ჰენრი ჯეკმენი
მონტაჟი ტიმ მერტენსი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • 29 ოქტომბერი, 2012 (2012-10-29) (El Capitan Theatre)
  • 2 ნოემბერი, 2012 (2012-11-02) (აშშ)
ხანგრძლივობა 101 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 165 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 471.2 მილიონი[2]

„რალფის“ რეჟისორია რიჩ მური („სიმფსონები“, „ფუტურამა“), ხოლო სცენარის ავტორები — ჯენიფერ ლი და ფილ ჯონსტონი. სცენარი ეფუძნება მურის, ჯონსტონისა და ჯიმ რერდონის ისტორიას. ჯონ ლასეტერი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. როლებს ახმოვანებენ ჯონ კ. რაილი, სარა სილვერმენი, ჯეკ მაკ-ბრეიერი და ჯეინ ლინჩი.

ფილმის პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში, 2012 წლის 29 ოქტომბერს[5]. ძირითად კინოგაქირავებაში იგი 2 ნოემბერს გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 471 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი შეაგროვა (აქედან 189 მილიონი — აშშ-სა და კანადაში). კრიტიკოსთა კეთილგანწყობილი შეფასებების გარდა, მას წილად ხვდა კომერციული წარმატება, „ენის“ ჯილდოს სახით, ისევე, როგორც ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინაციები - საუკეთესო ანიმაციურ სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.[6][7][8] Blu-ray და DVD ფორმატებში ფილმი 2013 წლის მარტში გამოვიდა.

ფილმის გაგრძელება, „რალფი ტეხავს ინტერნეტს: გამანადგურებელი რალფი 2“, გამოვა 2018 წლის 21 ნოემბერს.[9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Walt Disney Studios (January 3, 2013). „Golden Globe Nominated for Best Animated Feature Film“. DVDizzy.com. ციტირების თარიღი: March 3, 2013.
  2. 2.0 2.1 Wreck-It Ralph (2012). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: Apr 19, 2013.
  3. Buchanan, Jason. Wreck-It Ralph. Allmovie.com. ციტირების თარიღი: November 19, 2012.
  4. „Disney Announces CG Comedy Adventure Wreck-It Ralph“ (პრეს-რელიზი). Walt Disney Animation Studios via ComingSoon.net. June 13, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2012. ციტირების თარიღი: June 13, 2011.
  5. Derschowitz, Jessica (Oct 30, 2012). 'Wreck-It Ralph' Premiere Brings Out Stars“. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2012. ციტირების თარიღი: Nov 12, 2012.
  6. King, Susan (Feb 2, 2013). „40th Annie Award nominees and winners list“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: Feb 3, 2013.
  7. Globe, Golden (Dec 13, 2012). „Golden Globes 2013: full list of nominations“. guardian.co.uk. London. ციტირების თარიღი: Jan 3, 2013.
  8. '2013 Oscar Nominees. Academy of Motion Picture Arts and Sciences (Jan 10, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2013. ციტირების თარიღი: Feb 3, 2013.
  9. Khatchatourian, Maane. (April 25, 2017) Disney Dates ‘Lion King,’ ‘Frozen 2,’ Pushes Fifth ‘Indiana Jones’ Film to 2020. Variety. ციტირების თარიღი: April 25, 2017.