გაიალი (ლათ. Bos frontalis) — ძროხისებრთა ოჯახის შინაური ცხოველი. ადრე გაურის მოშინაურებულ ფორმად ითვლებოდა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, დამოუკიდებელი სახეობაა ჩვეულებრივი ძროხის (Bos) გვარში.[1] გაურისაგან განსხვავდება რქების ფორმით და მასზე პატარაა. აქვს ფართო შუბლი და მსხვილი, კონუსური რქები. გაიალი იგებს ერთ ხბოს. აქვს მაღალი ცხიმიანობის რძე და გემრიელი ხორცი. ინდოეთში მოშენებულია როგორც წმინდა, ისე მსხვილი რქოსანი საქონელთან შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდების სახით.[2]

გაიალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ჩვეულებრივი ძროხა
სახეობა:  გაიალი
ლათინური სახელი
Bos frontalis (Lambert, 1804)
  1. Guolong, M.; Hong, C.; Shiping, L.; Hongyu, C.; Dejun, J.; Rongqing, G.; Chunfang, C.; Yonghong, L. (2007). „Phylogenetic Relationships and Status Quo of Colonies for Gayal Based on Analysis of Cytochrome b Gene Partial Sequences“. Journal of Genetics and Genomics. 34 (5): 413–419. doi:10.1016/S1673-8527(07)60045-9. PMID 17560527.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 629.