ექრემ ჰუსრევ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან გაზი ჰუსრევ-ფაშა)

გაზი ექრემ ჰუსრევ-ფაშა (თურქ. Gazi Ekrem Hüsrev Paşa; დ. ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია 1588 — გ. 4 მარტი,1632, თოქათი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიელი. დიდი ვეზირი 1628-1631 წლებში, მურად IV-ის დროს.

გაზი ექრემ ჰუსრევ-ფაშა
Ekrem Hüsrev Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 6 აპრილი , 1628
მმართ. დასასრული: 25 ოქტომბერი, 1631
წინამორბედი: დამატი ჰალილ-ფაშა
მემკვიდრე: ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1584 (სავარაუდოდ)
დაბ. ადგილი: ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 4 მარტი, 1632
გარდ. ადგილი: თოქათი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ექრემ ჰუსრევ-ფაშა აღიზარდა ენდერუნის სკოლაში. იყო იანიჩარების აღა 1619–1621 წლებში. 1624 წელს დაინიშნა ბოსნიის ვილაიეთის გამგებლად. 1625 წელს კი- ქიოსემ სულთანმა ის დანიშნა მეოერე ვეზირად. აქტიურად მონაწილეობდა ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომში.

1626 წელს უშედეგოდ გაილაშქრა კავკასიაში, 1628 წელს ამაგრებდა ჰელეს ციხეს, მაგრამ მცირე რაზმის ყოლის გამო დათმო ის. იმავე წელს წარუმატებელი ლაშქრობის გამო სულთანმა დამატი ჰალილ-ფაშა გადააყენა და მის მაგივრად სწორედ ექრემ ჰუსრევ-ფაშა დანიშნა. 1629 წელს დიდი როლი ითამაშა გიორგი სააკაძისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯაში. იმავე წელს აუმხედრდა ჰაფიზ აჰმედ-ფაშას. მისმა ახირებებმა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი იმპერია ანარქიაში ჩააგდო.

1631 წლის 25 ოქტომბერს მისი 3 წლიანი ვეზირობა დასრულდა. სულთან მურადმა ექრემ ჰუსრევ-ფაშას წაართვა დიდი ვეზირის ბეჭედი და ის ჰაფიზ აჰმედ-ფაშას უბოძა, ექრემ-ფაშა კი თოქათის ბეგლარბეგად დანიშნა. 1632 წლის თებერვალში დედა-ქალაქში მოხდა დიდი აჯანყება. იანიჩარებმა ჰაფიზ აჰმედ-ფაშა მოკლეს და სულთანს ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქრნენ. ოსმალებმა ამ ამბოხის უკან ექრემ ჰუსრევ-ფაშა დაინახეს და სულთნის ბრძანებით, 1 თვის შემდეგ სიცოხლეს გამოასალმეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ayhan Buz: Osmanlı sadrazamları, Neden Kitap, İstanbul, 2009, ISBN 978-975-254-278-5 p.92 Jump up ^
  • Joseph von Hammer: Osmanlı Tarihi (condensation: Mehmet Ata) Milliyet Yayınları, İstanbul, cilt II pp 200–201 Jump up ^
  • Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim: Türkiye Tarihi III, AKDTYKTTK Yayınları, 1991, p 69-71