გავრიილ კოლესნიკოვი

რუსი მწერალი

გავრიილ კოლესნიკოვი (რუს. Гавриил Семёнович Колесников; დ. 11 ივნისი, 1907, სამარა, რუსეთის იმპერია — გ. 7 იანვარი, 1991, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა მწერალი.

გავრიილ კოლესნიკოვი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1907(1907-06-11)
დაბადების ადგილი სამარა
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 1991(1991-01-07) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთის იმპერია
ჟანრი პროზა

ბიოგრაფია

რედაქტირება

გავრიილ კოლესნიკოვი 1907 წლის 11 ივნისს ქალაქ სამარაში დაიბადა. 1917 წლიდან გიმნაზიის ორი კლასის დასრულების შემდეგ ტელეგრამის დამტარებლად მუშაობდა. სამსახური დიდ დროს არ მოითხოვდა, ამიტომ სწავლისათვის საკმარისი დროც რჩებოდა.

1922 წელს შრომის ბირჟისათვის მიმართვის შემდეგ, გავრიილ კოლესნიკოვმა მდინარის ყურეში დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი სწავლას აგრძელებდა. სამარელმა ახალგაზრდებმა, რომელთა შორის იყო კოლესნიკოვიც, თავად ააშენეს ფაბრიკა-ქარხნული სკოლა, აღადგინეს რა ომის დროს დანგრეული შენობა, დაამონტაჟეს დაზგები და ჩარხები. 1925 წელს გავრიილ კოლესნიკოვმა ამ სასწავლებლო დაწესებულების დამთავრების შემდეგ თბომავალი მანქანების ზეინკლის სპეციალობა მიიღო. თუმცა სპეციალობით მუშაობა არ გამოუვიდა, რადგან ის კომკავშირულ სამუშაოზე გაუშვეს სამარის გუბერნიის ნიკოლაევსკის მაზრაში. ახალ სამსახურში ის იყო კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი სოფელ ივანოვკასა და ბოლშაია-გლუშიცაში. ამ ადგილებში, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ სახელებთან, როგორებიცაა დივიზიის მეთაური ვასილი ჩაპაევი და მწერალი ფურმანოვი, მომავალი მწერალი ეცნობოდა სოფელს, რომლის მიმართ ინტერესი მას კიდევ დიდხანს დარჩა.

სოფელში ის დაკავებული იყო თვითგანათლებით. 1928 წელს ჩააბარა პლეხანოვის სახელობის მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში. ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილება თავის დროზე ი. გუბკინის სახელობის ნავთობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტად გადაკეთდა. გავრიილ კოლესნიკოვმა ეს ფაკულტეტი 1933 წელს დაამთავრა. 1935 წელს დააპატიმრეს და მიუხედავად პროგრესირებადი ტუბერკულოზისა ის პატიმრობაში იმყოფებოდა. გასამართლებული იყო „დივერსიისა და მავნებლობის გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მცდელობისათვის“ და „კონტრრევოლუციურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის“ (რსფსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის, მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტები). პატიმრობაში 17 წელი იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით ათი წელი (1939—1948) კოლიმის ბანაკში გაატარა. იქ მრავალი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა[1]. 1955 წელს მისი რეაბილიტაცია განხორციელდა.

1965 წლის 1 ნოემბერს, გავრიილ კოლესნიკოვმა „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორ ალექსანდრე ჩაკოვსკის პასტერნაკის დასაცავად ღია წერილი მიწერა.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა და მუშაობდა როსტოვის ოლქის სოფელ სალსკსა და ქალაქ როსტოვში[2].

გარდაიცვალა 1991 წლის 7 იანვარს დონის როსტოვში.

1991 წელს, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა ბოლო წიგნი „უხმო ყვირილი“, რომელშიც შევიდა 50-იან 60-იან წლებში გამოუცემელი ნამუშევრები „პროკურორ გრომობოევის საქმე“, „Лихолетье“, ლექსები „Немые крики“, „კრასნოდოლინსკის ნარკვევები“ და დაუსრულებელი „Октябрьский повесть“-ის თავები.

გამოცემულია მწერლის შემდეგი ნაწარმოებები:

  • Перемены на колхозном току. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1955.
  • Северные рассказы. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1955.
  • Северные рассказы. — Магадан: Обл. кн. изд-во, 1956.
  • Раздельным способом. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1957.
  • Бивни мамонта. Повесть. Рассказы о моем друге. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1958.
  • Преображенная степь. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1958.
  • Бег времени. Рассказы. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1962.
  • Рассказы о таежном друге. — М.: Сов. Россия, 1967.
  • Степной лес. — Ростов Кн. изд-во, 1967.
  • Многоэтажная деревня. — Ростов Кн. изд-во, 1969.
  • Яблоневый перевал. Рассказы о таежном друге. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1972.
  • Поклонитесь колымскому солнцу. — Магадан: Кн. изд-во, 1973.
  • Белая западинка. Рассказы о таежном друге. — М.: Дет. лит. 1974.
  • Судьба степного орла. Рассказы о донской природе. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1974.
  • Солнце степь греет. Очерки и рассказы. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1979.
  • Судьба степного орла. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1983.
  • Немые крики. — Ростов н/Д: Кн. изд-во, 1991.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება