ალექსანდრე ჩაკოვსკი
ალექსანდრე ბორისის ძე ჩაკოვსკი (რუს. Алекса́ндр Бори́сович Чако́вский; დ. 13 (26) აგვისტო, 1913, პეტერბურგი, — გ. 17 თებერვალი, 1994, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მწერალი. სოციალისტური შრომის გმირი (1973). სკკპ წევრი 1941 წლიდან. სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი 1971 წლიდან. ცკ-ის წევრი 1986 წლიდან. ალექსანდრე ჩაკოვსკს ეკუთვნის ტრილოგია „ეს იყო ლენინგრადში“ (1944), „ლიდა“ (1985), „მშვიდობიანი დღეები“ (1947); რომანები „ჩვენთან უკვე დილაა“ (1949; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950), „ბლოკადა“ (წიგნი 1–5, 1968-1975, ლენინური პრემია, 1978), „გამარჯვება“ (წიგნი 1–2, 1978-1980, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1983) და სხვა. ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურას“ (1955-1963) და „ლიტერატურნაია გაზეტას“ (1962-1988) მთავარი რედაქტორი. სსრკ უმაღლესი საბჭოს VII-IX მოწვევათა დეპუტატი. დაჯილდოებულია სამი ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენით და მედლებით.
ალექსანდრე ჩაკოვსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 (26) აგვისტო, 1913[1] [2] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1994[1] [4] [5] [6] [7] [2] (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[4] |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკოსი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჟანრი | რომანი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი[3] , მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, სოციალისტური შრომის გმირი[3] , ოქტომბრის რევოლუციის ორდენი[3] , სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, ალექსანდრე ფადეევის სახელობის მედალი, Vasilyev Brothers State Prize of the RSFSR, ლენინური პრემია და ლენინის ორდენი[3] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Чаковский Александр Борисович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #128414103 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 626–628. — ISBN 5-94848-307-X