გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1866

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1866 მიიღეს ერთხმად 2009 წლის 13 თებერვალს.

გაეროს უს
რეზოლუცია 1866
თარიღი 13 თებერვალი 2009
სხდომა № 6082
კოდი S/RES/1866 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

რეზოლუცია

რედაქტირება

უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა 15 ივნისამდე გადაევადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი, სანამ გაერო არ დაგეგმავდა სამომავლო გეგმებს რეგიონთან დაკავშირებით. 1866 (2009) რეზოლუციის თანახმად, საბჭომ მოუწოდა მხარეებს დაიცვან მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებები.

გენერალური მდივნის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეფექტიანი უსაფრთხოების რეჟიმის განხორციელებისთვის, უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: მიწაზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი დაკვირვება; კონტაქტის ხაზის ორივე მხარეს უნდა გამოცხადდეს „უსაფრთხოების ზონა“, სადაც შეიარაღებული ძალების და აღჭურვილობის ყოფნა არ დაიშვება; უნდა დაწესდეს აკრძალვა სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო საჰაერო აპარატების ფრენებზე; თითოეული მხარის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების დანიშვნა, რომლებსაც შეეძლებათ ინფორმაციის გაცვლა, დაძაბულობის თავიდან აცილება და ინციდენტების მოგვარება.

საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა თავის შეკავება ძალის გამოყენებაზე, ასევე პირების, ჯგუფების ან ინსტიტუტების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისაგან, საჭიროა რაიმე განსხვავების გარეშე, ადამიანის უსაფრთხოების, მათი გადაადგილების თავისუფლებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების დაცვა. საბჭომ ასევე მოუწოდა ხელშეწყობისკენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის, მათ შორის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.

საბჭომ ასევე მოუწოდა ძალისხმევის გააქტიურებას რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების გზით. საბჭომ ასევე მოითხოვა გენერალურ მდივანს 15 მაისს რეზოლუციის შესრულების, ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდება.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. „SECURITY COUNCIL EXTENDS MANDATE OF CURRENT United Nations OBSERVER MISSION IN GEORGIA FOR FOUR MONTHS, UNANIMOUSLY ADOPTING RESOLUTION 1866 (2009)“. United Nations. February 13, 2009.