გაეროს ოპერაციები მოზამბიკში
გაეროს ოპერაციები მოზამბიკში (ONUMOZ) — გაეროს სამშვიდობო მისია მოზამბიკში, რომელიც დაფუძნდა 1992 წლის დეკემბერში[1] გაეროს უშიშროების საბჭოს 797-ე რეზოლუციის საფუძველზე; რომის საერთო სამშვიდობო შეთანხმებაზე მისიის მონიტორინგი პრეზიდენტ ჟოაკიმ ჩისანოსა (ფრელიმო) და ალფონსო დლაკამას (რენამო) დაევალათ. მისიის მანდატი 1994 წლის დეკემბერში ამოიწურა.
მანდატი და ძალა
რედაქტირება- მონიტორინგი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეგულაცია, შეიარაღებული ძალების სეპარაცია და მათი დემობილიზაცია, იარაღის მოგროვება და განადგურება ;
- საგარეო ძალების მონიტორინგი და უსაფრთხოების სატრანსპორტო დერეფნების უზრუნველყოფა;
- კერძო და არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფების მონიტორინგი და შემოწმება;
- გაეროს და სხვა ორგანიზაციების სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა და უსაფრთხობის უზრუნველყოფა;
- საარჩევნო პროცესების ტექნიკური დახმარება და მონიტორინგი;
- ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების კოორდინაცია და მონიტორინგი, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა, დემობილიზებული სამხედრო პერსონალისა და ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობაში.
მისიის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ONUMOZ-ში მსახურობდა 6,625 ჯარისკაცი და სამხედრო პერსონალი, 354 სამხედრო დამკვირვებელი, 1,144 სამოქალაქო პოლიციის ოფიცერი, 355 საერთაშორისო მოსამსახურე, 506 ადგილობრივი პერსონალი და 900 საარჩევნო დამკვირვებელი[2].