გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე სესია
გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე სესია — გაიმართა 1948 წლის 21 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პარიზში და 1949 წლის 5 აპრილიდან 18 მაისამდე ნიუ-იორკში.[1][2] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი შტაბ-ბინა ჯერ არ არსებობდა, ამიტომ გენერალური ასამბლეის სესიები მოიწვიეს სხვადასხვა ქალაქში; ეს იყო პირველი, რომელიც ჩატარდა კონტინენტურ ევროპაში.[3]
გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე სესია | |
---|---|
| |
გაეროს მესამე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ჰერბერტ ვერე ევატი, ზედამხედველობს სხდომას 1948 წლის 23 სექტემბერს | |
მასპინძელი | გაერო |
თარიღი | 21 სექტემბერი, 1948 | – 18 მაისი, 1949
ადგილი |
შაიოს სასახლე კუინზის ხელოვნების მუზეუმი |
ქალაქ(ებ)ი |
პარიზი ნიუ-იორკი |
მონაწილეები | გაეროს წევრი სახელმწიფოები |
პრეზიდენტი | ჰერბერტ ვერე ევატი |
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მესამე სესიის ორივე ნაწილისთვის იყო ავსტრალიელი ჰერბერტ ვერე ევატი.[4]
წინაპირობა
რედაქტირებასესია იმართებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, სწორედ კონფლიქტმა დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომ კოლექტიური უსაფრთხოება კიდევ ერთხელ ეცადათ ომისშემდგომი პერიოდის წარუმატებლობის შემდეგ და ხალხი იმედოვნებდა, რომ ეს მიდგომა ამჯერად იმუშავებდა.[5] 1948 წლისთვის ადრეული ცივი ომის პერიოდის დაძაბულობა უკვე აშკარა იყო.[3][5]
კვირას, 19 სექტემბერს, სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, ეკლესიის ზარები დარეკეს და სპეციალური მსახურებები ჩატარდა სხვადასხვა აღმსარებლობის კრებებში, რომლებიც ლოცულობდნენ გენერალური ასამბლეის შეხვედრების წარმატებისთვის.[6] მსგავსი ღონისძიებები იმართებოდა შეერთებული შტატების ქალაქებსა და კანადის ნაწილებში.[7] მსგავსი ცერემონიები ასევე გაიმართა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის: ბელგიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.[6][8]
ბევრ ღვთისმსახურებაში ითქვა ერთი კონკრეტული ლოცვა, ანონიმურად დაწერილი, რომელშივ ეწერა:[6][8]
ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ გაერთიანებული ერების ასამბლეისთვის, რომელიც გაიხსნება პარიზში. მიეცით იქ შეკრებილ მამაკაცებსა და ქალებს თქვენი განგებულების განცდა და იმის ცოდნა, რომ ყველა ადამიანის სიკეთე წინ უნდა უსწრებდეს რომელიმე ცალკეულ ადამიანს, რასას ან ერს. ამინ.
პარიზის ნაწილი
რედაქტირებაწარმომადგენლები შეხვდნენ 1948 წლის 21 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით პარიზში, მესამე სესიის მოწვევის მიზნით.[1] მას უმასპინძლეს პარიზის მე-16 ოლქში მდებარე შაიოს სასახლეში.[9][3]
პარიზის სესიაზე საერთო ჯამში გაიმართა ასამბლეისა და სხვადასხვა კომიტეტის 618 სხვადასხვა შეხვედრა.[10] თავდაპირველად იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, ექნებოდა თუ არა აღმოსავლეთ ბლოკს ადექვატური წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ კომიტეტში და გაეროს სხვა ასეთ ორგანოებში.[3] პარიზის სესიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ორი ძირითადი და არსებითი დოკუმენტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის კონვენციის რატიფიკაცია. გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 48 ხმით და 0 მოწინააღმდეგით მიიღო, 8 დელეგატმა თავი შეიკავა, ხოლო გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასკის კონვენცია 50 ხმით და 0 მოწინააღმდეგით, თავი არავინ შეიკავა.[11] პარიზის სესიაზე დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბლოკს შორის უთანხმოებები გამოირჩეოდა, საბჭოთა კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ვიშინსკიმ გააკრიტიკა შეერთებული შტატების დელეგაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ ფოსტერ დალესი. ბოლოს საბჭოთა კავშირმა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ არცერთმა მისმა წინადადებამ წარამტყებას ვერ მიაღწია. [10] პარიზის სესიაზე ასევე შეეხო კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას და 48 ხმით და 6 მოწინააღმდეგით გამოაცხადა კორეის რესპუბლიკა იქ ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად.[5]
ნიუ-იორკის ნაწილი
რედაქტირებამესამე სესიის მეორე ნაწილი გაიმართა ნიუ-იორკში, 1949 წლის 5 აპრილიდან 18 მაისამდე[2] იგი გაიმართა კუინზის ხელოვნების მუზეუმში, ფლაშინგ მედოუს პარკში, კუინსში.[12] კომიტეტის ბევრი სხდომა ქალაქგარეთ, სოფელ ლეიკ საქსესში გაიმართა.[13][2]
სესიის ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 273-ის მიღება, რომელიც მიიღეს 37 ხმით და 12 მოწინააღმდეგით, 9 დელეგატმა თავი შეიკავა.[14] ამ რეზოლუციით გაეროს წევრი გახდა ისრაელი.[15] გარდა ამისა სესია თითქმის უშედეგოდ დასრულდა და იტალიური კოლონიების საკითხი შემდეგი სესიისთვის გადაიდო.[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Foreign Relations of the United States, 1948, General; the United Nations, Volume I, Part 1. U.S. State Department, გვ. 86n1.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Foreign Relations of the United States, 1949, Eastern Europe; The Soviet Union, Volume V. U.S. Department of State, გვ. 585n6.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 „Evatt Heads U.N. Assembly; West-Soviet Clash Is Looming“. The New York Times. 22 September 1948. pp. 1, 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
- ↑ Elected President of the third session of the General Assembly. United Nations. ციტირების თარიღი: 24 February 2022
- ↑ 5.0 5.1 5.2 (1954) Europe Since 1914: In Its World Setting, Eighth, New York: Appleton-Century-Crofts, გვ. 593–596, 607, 650.
- ↑ 6.0 6.1 6.2 „Church Bells Ring for Paris Session“. The New York Times. 20 September 1948. p. 22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022."Church Bells Ring for Paris Session". The New York Times. 20 September 1948. p. 22. Archived from the original on 26 February 2022. Retrieved 26 February 2022.
- ↑ „Editorials: Prayers for Peace“. The Evening Citizen. Ottawa. 18 September 1948. p. 48. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
- ↑ 8.0 8.1 „Church Bells Ring“. Daily Press. Newport News, Virginia. 22 September 1948. p. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.Lodge, J. Shenton (22 September 1948). "Church Bells Ring". Daily Press. Newport News, Virginia. p. 4. Archived from the original on 28 February 2022. Retrieved 26 February 2022 – via Newspapers.com.
- ↑ Palais de Chaillot. Chaillot museums.. Paris Digest. ციტირების თარიღი: 15 September 2018
- ↑ 10.0 10.1 „U.N. Assembly Ends Its Paris Meeting; Backs South Korea“. The New York Times. 13 December 1948. pp. 1, 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
- ↑ Rosenfield, Geraldine (1950). „United Nations and Human Rights“. The American Jewish Year Book. 51: 433–442. JSTOR 23603803.
- ↑ Building History. Queens Museum of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 2 May 2015
- ↑ „Evatt, Opening U.N. Assembly, Warns Pacts Are Subordinate to Charter“. The New York Times. 6 April 1949. pp. 1, 6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
- ↑ Admission of Israel to membership in the United Nations : resolution / adopted by the General Assembly. United Nations (11 May 1949). ციტირების თარიღი: 18 March 2022
- ↑ 15.0 15.1 Rogers, John G. (19 May 1949). „UN Delays Action On Colonies“. Journal Herald. Dayton, Ohio. The New York Herald Tribune. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.