გადაბერებული ტყე
გადაბერებული ტყე — ისეთი ხნოვანების კორომი, სადაც თითქმის მთლიანად წყდება ხის ზრდა და მერქნის მატება. ზრდის შეფერხება განსაკუთრებით სიმაღლეში შეიმჩნევა. ტყის გადაბერება დამოკიდებულია მერქნიანი ჯიშების შემადგენლობასა და ზრდის პირობებზე. მუხნარის გადაბერება საშუალოდ 180 წლიდან იწყება, ფიჭვნარის — 140 წლიდან, ნაძვნარის — 120 წლიდან. გადაბერებულ ტყეში ჩნდება ხის სხვადასხვა დაავადება, რაც მერქნის ლპობასა და დაშლას იწვევს. სატყეო მეურნეობაში გადაბერებულს ისეთ ტყეს უწოდებენ, რომლის ხნოვანება ჭრისათვის დადგენილ ასაკს აღემატება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.