გადაამინირება

ორგანული რეაქცია

გადაამინირება, ტრანსამინირებაამინომჟავებსა და α-კეტომჟავებს შორის ამინოჯგუფის () გადატანის შექცევადი პროცესი.

ამინოტრანსფერის რეაქცია ამინომჟავასა და α-კეტომჟავას შორის.

აღმოჩენა

რედაქტირება

გადაამინირება აღმოაჩინეს საბჭოთა ბიოქიმიკოსებმა ა. ბრაუნშტეინმა და მ. კრიცმანმა 1937 წელს.

მნიშვნელობა

რედაქტირება

გადაამინირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების აზოტოვან ცვლაში. იგი მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმში ამინომჟავების სინთეზის მთავარი გზაა. გადაამინირების ფერმენტები — ამინოფერაზები (ან ტრანსფერაზები) ყველა ცოცხალ უჯრედში არსებობს. ყველაზე დეტალურად შესწავლილია გადაამინირების რეაქციები ამინოდიკარბონისა და კეტომჟავების მონაწილეობით, კერძოდ, ელ-გლუტამინის მჟავას გარდაქმნას ცენტრალური ადგილი უჭირავს ორგანიზმში მიმდინარე აზოტოვან ცვლაში. გადაამინირების რეაქციები უზრუნველყოფს აზოტის სწრაფ გადანაწილებას სხვადასხვა ამინომჟავას შორის და წარმოადგენს ამიაკიდან ბუნებრივი ამინომჟავების სინთეზის, მათი დეზამინირებისა და შარდოვანად გარდაქმნის მთავარ შუალედურ რგოლს. გადაამინირების რეაქციები უზრუნველყოფს აზოტოვანი და უჯრედული ცვლის პროცესების მარეგულირებელი ამინო- და კეტომჟავების ურთიერთგარდაქმნას და დიდ როლს ასრულებს ქსოვილური ცვლის რეგულირებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება