გაგნოა
გაგნოა (ფრანგ. Gagnoa) — ქალაქი კოტ-დ’ივუარის სამხრეთით. გო-ჯიბუას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
გაგნოა ფრანგ. Gagnoa | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | გო-ჯიბუა |
კოორდინატები | 06°08′11″ ჩ. გ. 05°57′29″ დ. გ. / 6.13639° ჩ. გ. 5.95806° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 210 მ |
მოსახლეობა | 160 465 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
ოფიციალური საიტი | http://www.mairiedegagnoa.ci |
გეოგრაფიული მდგომარეობა
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარე გბერეს მარჯვენა სანაპიროზე (მდინარე სასანდრას აუზი), დაახლოებით 100 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ აბიჯანიდან. აბსოლუტური სიმაღლეა 210 მეტრი ზღვის დონიდან.[1]
მოსახლეობა
რედაქტირება1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 107 124 ადამიანი,[2] ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 160 465 ადამიანი.[3][4] ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1975 | 1988 | 1998 | 2014 |
---|---|---|---|
42 285 | 85 563 | 107 124 | 160 465 |
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის მოსახლეობის ძირითადი დასაქმების სფეროა სოფლის მეურნეობა. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ მანიჰოტი, კაკაო, სიმინდი, იამსი, ბრინჯი, ყავა და სხვა კულტურები.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქიდან დასავლეთით მდებარეობს გაგნოას პატარა აეროპორტი (ICAO: DIGA, IATA: GGN)[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Gagnoa, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-22.
- ↑ Gagnoa. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-22.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)