გაბრიელ ცისკარიშვილი
გაბრიელ ცისკარიშვილი (დ. 1892, ზემო ალვანი, თელავის მაზრა — გ. 30 აგვისტო, 1924 , თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
გაბრიელ ცისკარიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1892 |
დაბ. ადგილი | ზემო ალვანი |
გარდ. თარიღი | 30 აგვისტო, 1924 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაბრიელ ცისკარიშვილი დაიბადა 1892 წელს, თელავის მაზრის სოფელ ზემო ალვანში. დაამთავრა ტფილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზია, მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.
სტუდენტობის პერიოდშივე - 1914 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში იყო თელავის სამაზრო ერობის გამგეობის მდივანი და ქალაქის საბჭოს ხმოსანი; მეცხვარეთა კოოპერატიული საზოგადოება "მწყემსის" გამგეობის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო თვითმმართველობის და საბიბლიოთეკო კომისიების მდივანი, სამანდატო კომისიის წევრი. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - "წარმოკავშირის" გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული მცირე ხნით. უკანასკნელად საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა 1923 წლის 30 მაისს თბილისში, კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების შემდეგ, სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, გვ. 492, თბ., 2016